გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.11.2017
ძალის დაკარგვა 20.04.2018
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №66
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.161.016367
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 13.04.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.04.2017
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №66
2017 წლის 22 ნოემბერი
ქ.გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 აპრილის №25 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 01/05/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.161.016326).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ჯანხოთელი
დანართი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
1.გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა
და გაწვევის სამსახური
(შემდგომში –
სამსახური) შექმნილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და გარდაბნის
მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე.
2. სამსახური წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად
სტრუქტურულ ერთეულს.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები
1. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების,
ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2.
თავისი
ამოცანების
განხორციელებისას
სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ
ძირითად
პრინციპებს
და
საქმიანობას წარმართავს
დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ეკონომიურობისა და ეფექტურობის,
ობიექტურობის,
პროფესიონალიზმის, კ
ანონიერების
,
გამჭვირვალობის,
თანასწორობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად.
3.
სამსახურს აქვს
დებულება, ბეჭედი –
გარდაბნის მუნციპალიტეტის გერბის გამოსახულებით და
სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.
მუხლი 3🔗. სამსახურის ადგილსამყოფელი
სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. №81ა.
მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები
1. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ფუნქციებია:
ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები წვევამდელების ზუსტი აღრიცხვა;
ბ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელების მოსამზადებელი სამუშაოების
შესრულება;
გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა
შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში გაგზავნა;
დ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა
კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დაცვა, მათი მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ე) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა.
ვ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და
„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოქალაქეთა
სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;
ზ) სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე კანონის მოთხოვნების
დარღვევის ფაქტებზე, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მასალების გადაცემა
სამართალდამცავი ორგანოებისათვის;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით
განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗. სამსახურის უფლებამოსილება
1. სამსახური უფლებამოსილია:
ა)
მოითხოვოს
და
შეუფერხებლად მიიღოს
მის
კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან
დაკავშირებული ინფორმაცია;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით
მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და
საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მიიღოს საჭირო ინფორმაცია;
გ)
სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული
ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
დ)
უზრუნველყოს
სამსახურის კომპეტენციას
მიკუთვნებულ
საქმიანობასთან
დაკავშირებულ
საკითხებზე
ნორმატიული და ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების
პროექტების მომზადება;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის
დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 6🔗. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის
არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი
მოხელე, მერის გადაწყვეტილებით.
3. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული
ფუნქციების განხორციელებასა და ამოცანების შესრულებაზე;
ბ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის ფუნქციების გადანაწილებას;
გ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას;
დ) სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისთვის, რეგულარულად ატარებს თათბირებს და იწვევს
კომპეტენციას მიკუთვნებული დარგების პასუხისმგებელ პირებს, ასევე დარგის კვალიფიციურ
სპეციალისტებსა და ექსპერტებს;
ე)
მერს
წარუდგენს წინადადებებს
სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური
პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა
მიერ
მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების,
მოხელეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ვ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;
ზ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
თ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ი) მოქმედი კანონმდებლობისა და მერიის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
კ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
მუხლი 7🔗. სამსახურის მოსამსახურეები
1. სამსახურის მოსამსახურეები
არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები
, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მოსამსახურ
ეს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისგან და სტრუქტურული ერთეულებისგან;
გ) წარუდგონოს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს
წინადადებები მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
დ) ისარგებლოს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი
აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
ე) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) მიიღოს
თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
ზ) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
თ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით;
ი) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. მოსამსახურ
ე ვალდებულია:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) ხელი მოაწეროს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას;
გ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურეობრივი ფუნქციები;
დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი;
ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ;
ზ) მუდმივად იზრუნოს მისი პროფესიონალური მომზადების დონის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის;
თ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ მუნიციპალიტეტის კუთვნილ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას;
ი) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 8🔗. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
სამსახურის დებულებაში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს
კანონმდებლობითა
და
გარდაბნის
მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.