შ.პ.ს. ,,ბაგები 2002”-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/26203-16
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2017 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „ბაგები 2002“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „ბაგები 2002“-ის მიმართ.
2016 წლის 23 დეკემბრის კრედიტორთა კრებაზე შპს „ბაგები 2002“-ის მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და კრედიტორთა გადაწყვეტილებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა ნანა ამისულაშვილი.
შპს „ბაგები 2002“-ის კრედიტორის, შპს „სმარტ მუვის“ დირექტორმა, მალხაზ ალბორაშვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა გაკოტრების მმართველის შეცვლა.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, კრედიტორთა მიერ არჩეული გაკოტრების მმართველის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ერთ-ერთი კრედიტორის განცხადების საფუძველზე, განიხილოს გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შპს „ბაგები 2002“-ის გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხის განხილვის დღის წესრიგით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. მოწვეულ იქნეს შპს „ბაგები 2002“-ის კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხის განხილვა.
2. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2017 წლის 4 დეკემბერს 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს №24 სხდომის დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).
3. დაევალოს შპს „ბაგები 2002“-ის გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი