📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.11.2017
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.103.016242
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 22,439 სიტყვა · ~112 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 100% 30.03.2018 ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 100% 10.01.2018 ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 100% 20.11.2017 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 100% 03.06.2022 საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 100% 03.12.2021

დოკუმენტის ტექსტი

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №24 2017 წლის 22 ნოემბერი დაბა მესტია მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანულის კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №32 დადგენილება (www.matsne.gov.ge 15/10/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.103.016138) მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე დანართი №1 მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის საფუძვლები 1. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომ – საკრებულო) არის ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ადგილობრივ მუნიციპალური ხელისუფლებას, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიასა და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, გამოსცემს მუნიციპალიტეტის სამართლებრივ აქტებს, გადაწყვეტილებებს იღებს ადგილობრივი მნიშვნელობის ძირითად საკითხებზე და ორგანული კანონით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას. ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით (შემდგომ – რეგლამენტი), მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 15 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 16 საკრებულოს წევრისაგან. საკრებულოს უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. 3. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო შეიძლება დათხოვნილ იქნეს ან შეჩერებულ იქნეს მათი საქმიანობა, მთავრობის წარდგინებით, პარლამენტის თანხმობით საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცის 73 მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში. 4. სახელმწიფო უზრუნველყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უსაფრთხოებასა და შეუფერხებელ საქმიანობას. 5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) მრავალპარტიულობა; ბ) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა; გ) საკითხთა თავისუფალი, კოლექტიური განხილვა და გადაწყვეტა; დ) ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა და მათი აზრის გათვალისწინება; ე) ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულება; ვ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების განუხრელი დაცვა და მათი შესრულების კონტროლი; ზ) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დაცვა და პატივისცემა; თ) საჯაროობა; ი) სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების ერთიანობა. 6. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს მუნიციპალიტეტის ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, დაამტკიცოს, თანხმობა მისცეს და გადაწყვეტილება მიიღოს მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივ აქტებზე, პროექტებზე და შესაბამის პროგრამებზე, მიიღოს საკუთარი რეგლამენტი, დადგენილება,განკარგულება, რეზოლუცია, დეკლარაცია, მიმართვა, განცხადება და სხვა გადაწყვეტილება, მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები. 7. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. 8. მუნიციპალიტეტის საკრებულო, მისი ორგანოები და თანამდებობის პირები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 9. რეგლამენტი არის საკრებულოს მიერ მიღბული ნორმატიულ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომელიც განსაზღვრავს საკრებულოს უფლებამოსილების განხორციელების წესსა და პროცედურას, მის შინაგან სტრუქტურას და სავალდებულოა საკრებულოს ყველა წევრისათვის, კომისიისათვის, დროებითი სამუშო ორგანოებისა და სამუშაო ჯგუფებისათვის, ასევე ფრაქციებისათვის, უმრავლესობისა და უმცირესობისათვის, ინტერფრაქციული ჯგუფისათვის (შემდგომ – საკრებულოს სუბიექტები), აგრეთვე ორგანული კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში – მუნიციპალიტეტის მერისათვის, მუნიციპალიტეტის მერის სამსახურების უფროსებისათვის, საკრებულოს კონტროლისადმი დაქვემდებარებული ყველა ორგანოს, დაწესებულების, ორგანიზაციისა და თანამდებობის პირისათვის;. 10. მინიციპალიტეტის საკრებულოს სუბიექტების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ორგანული კანონით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, ამ რეგლამენტითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით. 11. მესტიის მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, რომლებიც მოწესრიგებული არ არის ამ რეგლამენტითა და სხვა სამართლებრივი აქტებით, წყვეტს საკრებულო დადგენილებით. თავი II  მუხლი 2🔗. საკრებულოს უფლებამოსილება 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საკრებულო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტობის განსაზღვრის, ორგანიზაციული საქმიანობის, მუნიციპალიტეტი. საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირების და კონტროლის, თვითმმართველი ერთეულის განვითარების დაგეგმვის, საფინანსო-საბიუჯეტო, მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისა და მართვის, სოციალურ, კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ, მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგეგმარების, ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის, აღრიცხვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის სფეროებში. 2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტურობის განმსაზღვრელ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა / შეცვლა; ბ) მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ შუამდგომლობის წარდგენა; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის სიმბოლოების - გერბის, დროშისა და სხვა სიმბოლოების დადგენა და მასში ცვლილებების შეტანა; დ) თვითმმართველი ერთეულის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მათი მინიჭების წესის დადგენა; ე) ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად გეოგრაფიული ობიექტების სახელდება; დასახლებებში არსებული შენობა-ნაგებობების ნუმერაციის წესის დადგენა; ვ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსათვის თანხმობის მიცემა საქართველოს ორგანული კანონითა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ერთად, ერთობლივი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაზე ან მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული მეწარმე იურიდიული პირის პარტნიორად /აქციონერად/ დამფუძნებლად და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად გახდომის და წევრობიდან გამოსვლის შესახებ. 3. ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება; ბ) საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება; გ) საკრებულოს კომისიის შექმნა, კომისიის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება, კომისიის პერსონალური შემადგენლობისა და დებულების დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა; დ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, სამუშაო ჯგუფების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა; ე) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება; ვ) საკრებულოს სამუშაო გეგმის და სამუშაო პროგრამის დამტკიცება; ზ) საკრებულოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება; თ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში მუნიციპალიტეტის /საკრებულოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნა;  ი) შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 4. მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება; ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივითვი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, გამგეობის, მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება; გ) მერიისთვის უნდობლობის გამოცხადება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით; დ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა. 5. თვითმმართველი ერთეულის განვითარების დაგეგმვის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დამტკიცება; ბ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის, პრიორიტეტების დოკუმენტისა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებისა და პროგრამების დამტკიცება; დ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის, პრიორიტეტების დოკუმენტის, სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის კონტროლი და მათი შესრულების შეფასება; ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 6. საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ კოდექსით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ბიუჯეტის შესრულების შეფასება; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება; გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრა საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში; გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნა და მისი განკარგვის წესის დადგენა; დ) მერიისათვის თანხმობის მიცემა სესხის ან გრანტის აღების შესახებ; ე) მერიის წარდგინებით მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულებების დამტკიცება, ასევე ისეთი გარიგებების დადებაზე თანხმობის გაცემა, რომელთა ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს; ვ) მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა; ზ) ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ; თ) გადაწყვეტილების მიღება იმ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, რომლებიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის განვითარებას; ი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით; კ) მუნიციპალიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სწავლება-გადამზადებაზე საბიუჯეტო ასიგნებათა მოცულობის განსაზღვრა; ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ყოველწლიური გეგმების დამტკიცება. 7. მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისა და მართვის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) მერიის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის წესების, ასევე 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების განკარგვის წესების დადგენა საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენა; მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის და ქირის საწყისი საფასურის დადგენა; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონით ფორმის პრივატიზებისა უქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცება; გ) მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება; დ) მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ე) მერისათვის თანხმობის მიცემა კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ, სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ; ვ) მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის მოძრავი და უძრავი ქონების პირობით ან უპირობოდ პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ; ზ) მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალური ქონების შემძენზე/სარგებლობის უფლების მიმღებზე/მართვის უფლებით მიმღებზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გათავისუფლების შესახებ; თ) გამგებლისათვის თანხმობის მიცემა პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა; ი) მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ; კ) ადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესს. 8. სოციალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ფორმით შექმნაზე მერისთვის თანხმობის მიცემა; გ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების ხელშემწყობი მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; დ) ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების, საზოგადოებრივი განათლებისა და მასობრივი სპორტის ხელშეწყობის მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ე) გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება; ვ) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლით თვითმმართველ ერთეულზე დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ზ) მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; თ) მერთან შეთანხმების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ; ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების წესებისა და პირობების დადგენა; ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარების, ადაპტირებისა და აღჭურვისათვის ღონისძიებათა დაგეგმვა და შესაბამის პროგრამათა დამტკიცება; კ) საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დამტკიცება; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების მიღება უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. 9. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) გარევაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცება; ბ) ,,რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება; მასთან დაკავშირებული გადასახდის შემოღება. გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; დ) გარეგანათების, წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური) და წყალ ანირების უზრუნველყოფის,ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა; ე) ტერიტორიის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და ორგანიზების წესების დადგენა; ვ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესების დადგენა; ზ) შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა. 10. მიწათ სარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონებად (ისტორიულ-კულტურულ, გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა სპეციალური ზონების) დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწითსარგებლობის, მიწის იჯარის, მიწის გადასახადების ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების დადგენა; გ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და წყლის რესურსების მართვის წესების დადგენა. 11.თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის დაგეგმარების სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა დაწესების განსაზღვრა; ბ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება; ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცება; გ) საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა დამტკიცება. 12. ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის სფეროში საკრებულოს უფლება: ა) ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება; ბ) მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრა; ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენა; გ) სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივი პროგრამების დამტკიცება; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება; პარკირების წესების დადგენა. 13.აღრიცხვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტის ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის კონცეფციებისა და პროგრამების დამტკიცება; ბ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის, ასევე მუნიციპალიტეტის ვებ–გვერდის დებულების დამტკიცება; გ) ადგილობრივი ქონების და მუნიციპალიტეტის დოკუმენტების და მათთან დაკავშირებული უფლებების აღრიცხვის წესების დადგენა; დ) ადგილობრივი არქივის მართვის და არქივით სარგებლობის წესების დადგენა. 14. სამხედრო ვალდებულების მოხდისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება; ბ) სამხედრო ვალდებულების მოხდის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. 15. საკრებულო აგრეთვე უფლებამოსილია: ა) საკუთარი ინიციატივით უშუალოდ გადაწყვიტოს და/ან მერს მისცეს თანხმობა გადაწყვიტოს ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაამტკიცოს სოფლის მეურნეობის, მათ შორის, სასოფლო კოოპერაციის მხარდაჭერისა და ტურიზმის განვითარების მიზნით მუნიციპალური პროგრამები; გ) განახორციელოს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები.“; თავი III საკრებულოს ადგილსამყოფელი  მუხლი 3🔗. საკრებულოს ადგილსამყოფელი 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია დაბა მესტია, ხოლო მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგილსამყოფელია დაბა მესტია, სეტის მოედანი №1. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია, თუ ეს მოთხოვნა გამომდინარეობს მოსახლეობის ინტერესებიდან ან განსახილველი საკითხის განსაკუთრებული მნიშნვნელობიდან. ამ საკითხზე საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. 3. სხდომათა დარბაზში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის გახსნისას და ბოლო სხდომის დახურვისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. 4. საკრებულოს თანამდებობის პირების კაბინეტებში მოთავსებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და საქართველოს სახელმწიფო გერბი. საკრებულოს შეუძლია ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფო სიმბოლიკები. 5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის თავზე აღმართულია სახელმწიფო დროშა, ხოლო მუნიციპალიტეტის შენობის ფასადზე განთავსებულია მინიციპალიტეტის სიმბოლოები და წარწერა .  მუხლი 4🔗. საკრებულოს სხდომათა დარბაზი 1. სხდომათა დარბაზის ცენტრში ადგილს იკავებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მის გვერდით მისი მოადგილე და საკრებულოს აპარატის უფროსი. 2. სხდომის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსებისშემლახველი მოქმედებანი და უხამსი გამოსვლები. 3. სხდომათა დარბაზში საკრებულოს წევრი იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს... 4. საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეიძლება ჩატარდეს კონფერენციები, დაჯილდოების ცერემონიალები, სემინარები, კულტურული ღონისძიებები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები, რომელთა მოწყობისა და ორგანიზაციული წარმართვის საქმიანობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის უფროსი, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.  თავი IV საკრებულოს წევრები და მათი უფლებამოსილებანი  მუხლი 5🔗. საკრებულოს წევრის სტატუსი 1. საკრებულოს წევრი არის ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელი ადგილობრივ მუნიციპალურ ხელისუფლებაში. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე. 2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება ან ვადამდე შეწყვეტა ხორციელდება ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 43-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო მისი პროცედურული განხორციელების წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით. 3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისას ან ვადამდე შეწყვეტისას კენჭი ეყრება დადგენილებას შესაბამისად უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ; მუხლი 6🔗. ინტერესთა შეუთავსებლობა 1. საკრებულოს თანამდებობის პირის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება დაუშვებელია. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. საკრებულოს თანამდებობის პირის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს საკრებულოს წევრის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. იგი შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას, მაგრამ თუ იგი იღებს ანაზღაურებას საკრებულოს წევრობისათვის, მაშინ არ უნდა მონაწილეობდეს მის მართვაში და არ უნდა იღებდეს სარგებელს. 3. საკრებულოს თანამდებობის პირს, რომელიც თავისი ამ სტატუსისათვის ბიუჯეტიდან იღებს ანაზღაურებას, უფლება არა აქვს: ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად; ბ) უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი; გ) ეკავოს თანამდებობა სხვა სახელმწიფო ორგანოში ან ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. 4. საკრებულოს წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ, სახელოვნებო საქმიანობას, თუ ასეთი საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას. 5. ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება გულისხმობს სამეცნიერო, სასწავლო, სახელოვნებო დაწესებულებაში თანამდებობის პირის მიერ საკადრო, დისციპლინურ და სხვა საკითხებზე ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას. 6. საკრებულოს წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას, ეკავოს რაიმე თანამდებობა პარტიულ ორგანიზაციაში. 7. ახალარჩეული საკრებულოს წევრი ვალდებულია უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეწყვიტოს მის სტატუსთან შეუთავსებელი სამსახური/საქმიანობა და 7 დღის ვადაში საკრებულოს წარუდგინოს შეუთავსებელი სამსახურის/საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში საკრებულოს წევრს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. მუხლი 7🔗. საკრებულოს წევრის მანდატის იმპერატიულობა 1. საკრებულოს წევრი მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ამომრჩევლების წარმომადგენელია, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობის შესრულებისას იგი შეზღუდული არ არის ამომრჩეველთა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით. 2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა დაუშვებელია. 3. თავისუფალი მანდატი საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან. 4. საკრებულოს წევრზე საკრებულო გასცემს შესაბისი ფორმით დამტკცებულ მოწმობას. 5. საკრებულოს წევრი, რომელიც ბიუჯეტიდან იღებს ანაზღაურებას ვალდებულია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია; 6. საკრებულოს წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოვიდეს იმ პარტიიდან, რომლის წარდგენით ან რომლის პარტიული სიითაც ის არის არჩეული და თავისი არჩევანით თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ.  მუხლი 8🔗. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ფარგლები 1. საკრებულოს წევრი არის საკრებულოს საქმიანობის ძირითადი სუბიექტი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს: ა) საკრებულოს სხდომაზე, კომისიაში, სამუშაო ჯგუფში, ფრაქციაში, უმრავლესობაში, უმცირესობაში, ან სხვა დროებით ორგანოში საქმიანობით; ბ) ამომრჩევლებთან შეხვედრებით, მათი მიღებით, მათ მიერ დასმულ საკითხებზე რეაგირებით; გ) სახელმწიფო და სხვა ორგანოებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ურთიერთობით. 2. საკრებულოს წევრი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონები და ეს რეგლამენტი; ბ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირება მოახდინოს მოქალაქეთა საჩივრებსა და განცხადებებზე; გ) საკრებულოს სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში; დ) ხელი შეუწყოს საქართველოს კონსტიტუციის, კანონებისა და ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვას, ხოლო მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირება მოსთხოვოს საკრებულოს, მის თავმჯდომარეს ან შესაბამის კომისიას; ე) იყოს საკრებულოს ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში; ვ) დაესწროს საკრებულოს, კომისიის, ფრაქციის ან სხვა დროებითი ორგანოების სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში; ზ) პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა; თ) პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაცია; ი) დაიცვას საკრებულოს წევრებისათვის დადგენილი ქცევის სტანდარტები. 3. საკრებულოს წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, ითვლება დამოუკიდებელ საკრებულოს წევრად.  მუხლი 9🔗. საკრებულოს წევრის უფლებები 1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომლებიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ) მოსთხოვოს საკრებულოს აპარატს დადგენილი წესით სათანადო ინფორმაციითა და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა; 2. საკრებულოსს წევრს უფლება აქვს სხდომაზე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით: ა) დასვას საკითხი განსახილველად; ბ) წარადგინოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ ყველა საკითხზე; გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელს, თანამომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მიიღოს და შეაფასოს პასუხები; დ) გააცნოს საკრებულოს მოქალაქეთა ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე წერილები და მიმართვები; ე) კამათში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს გადასცეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით ჩამოყალიბებული შენიშვნები და წინადადებები სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე; ვ) მომხსენებლის ან სხდომის თავმჯდომარის მიერ მის მიერ დასმულ საკითხზე ან შეკითხვაზე პასუხის გაუცემლობის ან არასათანადო პასუხის გაცემის შემთხვევაში გამოხატოს საკუთარი აზრი და დააზუსტოს შეკითხვა; ზ) გამოთქვას აზრი საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოების, მათი პერსონალური შემადგენლობისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა საკრებულო . 3. წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ კონტროლის განხორციელებისას საკრებულოს წევრს უფლება აქვს: ა) სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მუშაობაში და მათ წინაშე დასვას საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების დარღვევის საკითხები; ბ) კითხვით მიმართოს საკრებულოსს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მუნიციპალიტეტის გამგეობას, ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელს, მიიღოს და შეაფასოს პასუხები; გ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საქართველოს კანონებისა და საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმების საკითხი; დ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში. 4. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს საკრებულოს წევრი მისი მოთხოვნით. 5. საკრებულოს წევრს უფლება აქვს, განახორციელოს საქართველოს ორგანული კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 6. საკრებულოს წევრს უფლება აქვს, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით აირჩიოს ან არჩეულ ან წარდგენილ იქნეს საკრებულოს თანამდებობებზე, საკრებულოს კომისიის, დროებითი ორგანოების, ან სამუშო ჯგუფის შემადგენლობაში, გაერთიანდეს ფრაქციაში, უმრავლესობაში, უმცირესობაში, გადადგეს ან გავიდეს ამ ორგანოებიდან/ გაერთიანებებიდან. მუხლი 10🔗. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის და შეჩერების საფუძვლები 1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:  ა) პირადი განცხადება; ბ) საბოლოო ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ზემდგომ ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლა; გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. დ) მოქალაქეობის შეწყვეტა; ე) 6 თვის განმავლობაში საკრებულოს სხდომების უმიზეზოდ (არასაპატიოდ) გაცდენა; ვ) თანამდებობრივი ან ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევისას; ზ) გარდაცვალებისას. 1. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუჩერდება, თუ იგი მიცემულია სისხლის ან ადმინისტრაციული სამართლის პასუხისგებაში და აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება აღუდგება.იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს წევრის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა ან სასამართლომ მის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი ვერდიქტი (განაჩენი), მაშინ მას აღუდგება უფლებამოსილება და აუნაზღაურდება განაცდური. 2.საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისია შეისწავლის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს, კრებს შესაბამის დოკუმენტაციას და მტკიცებულებას, რის შესახებაც სათანადო მოთხოვნით დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს და საკითხი შედის საკრებულოს დღის წესრიგში. პირადი განცხადების, მოქალაქეობის შეწყვეტის, გარდაცვალების და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობისას, საკრებულო ცნობად იღებს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ფაქტს, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია კენჭისყრა, რომლის მიღებას ესაჭიროება სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამიდისა. 3.უფლებამოსილების ვადამდე შეყვეტის შესახებ საკრებულო იღებს დადგენილებას, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 4.იმ შემთხვევაში, თუ ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება მაჟორიტარული წესით არჩეულ საკრებულოს წევრს, მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე დადგენილებას უგზავნის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც ვალდებულია მიიღოს ზომები გამოკლებული საკრებულოს წევრის ნაცვლად არჩევნების ორგანიზებაზე. მუხლი 11🔗. საკრებულოს წევრისათვის მუშაობის ხელშეწყობა 1. ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში საკრებულოს წევრის მონაწილეობის მიზნით მუნიციპალური ორგანოები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ მაჟორიტარული სისტემით არჩეული საკრებულოს წევრის მუშაობას და უზრუნველყონ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა. 2. უზრუნველყოფილია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელების პირობები. თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ საკრებულოს წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ხელყოფა ემუქრება, მისი განცხადების საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ მის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  მუხლი 12🔗. საკრებულოს წევრის სოციალური გარანტია 1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადა ჩაითვლება სპეციალობით მუშაობის საერთო უწყვეტ სტაჟში.  მუხლი 13🔗 . ანაზღაურება საკრებულოს წევრებისათვის 1. საკრებულოს თანამდებობის პირების ხელფასი მოიცავს საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებულ თანამდებობრივ სარგოს, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის მიხედვით საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრს შეიძლება დაუწესდეს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების ანაზღაურება. 2. საკრებულოს თანამდებობის პირებს და მოსამსახურეებს ხელფასი მიეცემა ყოველთვიურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ხელფასის გაცემა იწყება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება შესაბამისი უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. 3. საკრებულოს წევრს, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, საკრებულოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან აუნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები, რომლის ყოველთვიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს. ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიურ რაოდენობაში არ ითვლება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები. 4. საკრებულოს წევრის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას დადგენილი წესით ახორციელებს საკრებულოს აპარატი.  თავი V საკრებულოს კომისიები და უფლებამოსილებები მუხლი 14🔗. საკრებულოს კომისიების სტრუქტურა 1.საკითხებისა და პროექტების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულო თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის მუდმივმოქმედ კომისიებს. 2.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებია: ა) საპროცედურო საკითხთა კომისია; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო კომისია; გ) ურბანული განვითარების კომისია; დ) ეკონომიკის საკითხთა და ტურიზმის განვითარების კომისია; ე) სოციალურ საკითხთა კომისია. 3. კომისიის საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს საკრებულოს თავმჯდომარე. 4. კომისიების უფლებამოსილება, მათი შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.  მუხლი 15🔗. კომისიის უფლებამისლების შეძენის საფუძვლები 1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საპროცედურო საკითხთა კომისია და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე − დროებითი სამანდატო კომისია და დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო. 2. კომისია მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომისიის წევრთა მინიმალური რაოდენობის ორი მესამედი და არჩეულია კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 3. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს არანაკლებ 1 კომისიის შემადგენლობაში. საკრებულოს წევრის მეორე კომისიაში გაწევრიანების საკითხს წყვეტს მისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი დამატებითი ადგილების რაოდენობის შესაბამისად. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს (ბიუროს) მიერ კომისიაში ფრაქციისათვის კომისიის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით ნიშნავს კომისიის წევრებს, რის შესახებაც აცნობებს საკრებულოს ბიუროს (დროებით სამანდატო კომისიას). უმრავლესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა შორის, აგრეთვე უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა შორის შესაძლებელია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობა ან გაცვლა. კვოტების დათმობის ან გაცვლის შესახებ ფრაქციათა გადაწყვეტილება და ფრაქციების მიერ კომისიებში ახალი წევრების დანიშვნა ეცნობება საკრებულოს ბიუროს. 5. საკრებულოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს რომელიმე კომისიის შემადგენლობაში. 6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების, ფრაქციების თავმჯდომარეების კომისიებში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი რაოდენობის შესაბამისად. 7. თუ ფრაქციებში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს კომისიებში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. მუხლი 16🔗. კომისიის თავმჯდომარის არჩევა 1. კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს საკრებულო საკრებულოს წევრთაგან, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 3. კომისიის თავმჯდომარის არჩევისას კენჭისყრა ფარულია და იმართება ბიულეტენებით . 4. თუ უფლებამოსილი სუბიექტები 7 დღის ვადაში არ წარადგენენ კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურას, ამ ვადის გასვლიდან 5 დღეში კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურას კომისიის წევრთაგან წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. 5. კანდიდატის დასახელების შესახებ განცხადება წარედგინება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით. 6. კანდიდატთა დასახელების შემდეგ თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას. კანდიდატს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას თავისი კანდიდატურა. 7. კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 8. თუ კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. 9. თუ კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები. 10. თუ კომისიის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატურას. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები. 11. კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურა. მუხლი 17🔗. კომისიის თავმჯდომარის გადყენება 1. კომისიის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს საკრებულომ, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით. 2.კომისიის თავმჯდომარეს ამ რეგლამენტის მოთხოვნების დაუცველობისათვის ეკისრება რეგლამენტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.  მუხლი 18🔗. გადადგომა 1.კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადადგეს. შესაბამისი განცხადება წარედგინება საკრებულოს ბიუროს, რომელიც მას გააცნობს საკრებულოს. კომისიის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება აღნიშნული განცხადების ბიუროსათვის წარდგენის დღიდან. 2.კომისიის თავმჯდომარის განცხადებას გადადგომის შესახებ საკრებულო ცნობად იღებს სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.  მუხლი 19🔗. კომისიის ხელმძღვანელობის ხელახალი არჩევნები 1. კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო ერთი თვის განმავლობაში, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს კომისიის ახალ თავმჯდომარეს. 2. თუ ფრაქცია, უმრავლესობა, უმცირესობა, საკრებულოს წევრთა სამკაციანი ჯგუფი კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში არ წარადგენს კომისიის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას, ამ ვადის გასვლიდან 5 დღეში კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურას კომისიის წევრთაგან წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. მუხლი 20🔗. კომისიის წევრობიდან გასვლა ან გაყვანა 1. საკრებულოს წევრი შეიძლება იყოს მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ ორი კომისიის წევრი. თუ საკრებულოს წევრი არც ერთი კომისიის შემადგენლობაში არ წევრიანდება, ჩაითვლება, რომ იგი არ ასრულებს საკრებულოს წევრის მოვალეობას. 2. კომისიის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან. 3. კომისიის წევრი კომისიის შემადგენლობიდან გაყვანილად ითვლება: ა) მის მიერ კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან; ბ) ფრაქციის მიერ მისი კომისიიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან; გ) იმ ფრაქციიდან გასვლის მომენტიდან, რომლის კვოტითაც იქნა იგი წარდგენილი კომისიაში; დ) მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან; ე) კომისიის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან; ვ) დათმობილი ან გაცვლილი კვოტის ფრაქციის მიერ დაბრუნების შემთხვევაში, თუ იგი ასეთი კვოტით არის დანიშნული.  მუხლი 21🔗. კომისიის უფლებამოსილების დაწყება 1. კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე არჩევიდან 3 დღის ვადაში. 2. პირველი საორგანიზაციო სხდომა შეიმუშავებს კომისიის დებულებას. 3. პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი და კომისიის დებულება დასამტკიცებლად წარედგინება საკრებულოს ბიუროს.  მუხლი 22🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს მის სხდომებს; ბ) წარმოადგენს კომისიას საკრებულოში, მის გარეთ და შესაბამის საჯარო ურთიერთობებში; გ) ხელს აწერს კომისიის გადაწყვეტილებებს, დასკვნებს და მისი სხდომების ოქმებს; დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს საორგანიზაციო საკითხებს საკრებულოს აპარატთან ურთიერთობაში; ე) ყოველი წლის დასაწყისში საკრებულოს ბიუროს წარუდგენს სამუშაო გეგმებს, ხოლო წლის ბოლოს წერილობით ანგარიშს წარადგენს გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის; ზ) კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ექსპეტებს, სპეციალისტებსა და წარმომადგენლებს; თ) ქმნის და ნიშნავს საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას; ი) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; კ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.  მუხლი 23🔗. კომისიის წევრის მონაწილეობა კომისიის საქმიანობაში 1. კომისიის წევრს უფლება აქვს, თანაბარ საწყისებზე მიიღოს მონაწილეობა კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობებზე, მონაწილეობა მიიღოს კომისიის სამუშაო ორგანოების საქმიანობაში, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია. 2. კომისიის წევრს ამ რეგლამენტის მოთხოვნების დაუცველობის, შრომის დისციპლინის დარღვევისა და დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება რეგლამენტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა .  მუხლი 24🔗. კომისიის საქმიანობის ფარგლები 1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს სამართლებრივი აქტების, დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს; ბ) მონაწილეობს საკრებულოსთვის წარსადგენი პროექტების, წინადადებებისა და რეკომენდაციების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს საკრებულოში განსახილველი პროექტის თაობაზე, წარადგენს შენიშვნებსა და წინადადებებს, რომელსაც გადასცემს საკრებულოს შესაბამის კომისიას და პროექტის ავტორს; გ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას; დ) აკონტროლებს საკრებულოს დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს; ე) ახორციელებს კონტროლს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობაზე და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს; ვ) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს; ზ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. კომისია წინასწარ დამტკიცებული გეგმის ან შესაბამისი პეტიციის საფუძველზე შეისწავლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს საკრებულოს. 3. ამ რეგლამენტიდან გამომდინარე კომისიის სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო.  მუხლი 25🔗. კომისიის სხდომა 1.კომისიის სხდომას იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თვმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში კომისიის სხდომას იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე ხოლო სხდომას ხსნის, წარმართავს და თავმჯდომარეობს სხდომის მონაწილე შესაბამისი კომისიის უხუცესი წევრი. კომისიის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა. კომისიის მორიგი სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. კომისიების მორიგი სხდომების გამართვის დრო განისაზღვრება კომისიების თავმჯდომარეებს შორის კონსულტაციების შედეგად. კომისია ვალდებულია საკრებულოს ან საკრებულოს ბიუროს დავალებით, ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი. 2. კომისის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 3. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომისიის წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კომისიის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია აცნობებს შესაბამის კომისიას. ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ კომისიის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი სხდომის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ. საკრებულოს აპარატი აღრიცხავს აღნიშნული უფლების გამოყენების შესახებ ინფორმაციას და აწვდის შესაბამის კომისიებსა და ფრაქციებს. კომისიის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომისიის სხდომას, შესაბამისი კომისიის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება. 4. კომისიის წევრებს ეცნობება სხდომამდე არაუგვიანეს 3 დღისა. კომისიის სხდომაზე განსახილველი პროექტი იმავე ვადაში ეგზავნება კომისიის წევრებს. კომისიის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 2 დღით ადრე განთავსდება საკრებულოს ვებგვერდზე. ამომრჩევლებთან შეხვედრების კვირაში კომისიის წევრებს სხდომის მასალები ეგზავნება და მისი დღის წესრიგი და თარიღი ეცნობება სხდომამდე არაუგვიანეს 2 დღისა. კომისიის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 2 დღით ადრე განთავსდება საკრებულოს ვებგვერდზე. 5. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6. კომისიის სხდომაზე ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 7. კომისიის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, კომისიის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით. კომისიის სხდომის თარიღი კომისიის წევრებს ეცნობება სხდომამდე არაუგვიანეს 1 დღისა. 8. კომისიის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომისიის წევრის (წევრების) მოთხოვნით. დღის წესრიგიდან საკითხის ამოღების ან დღის წესრიგში საკითხის შეტანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 9. კომისიის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომისია მართავს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 10. კომისიის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ საკრებულოსსხვა წევრები, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების წევრები და მოწვეული პირები. 11. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოებრიობის დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება. 12. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. შესაძლებელია მოეწყოს კომისიის სხდომის ტელერადიორეპორტაჟი და სხდომის შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს პრესაში. 13. კომისია უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თუ განსახილველი საკითხი მოიცავს ამის აუცილებლობას ან საჭიროებას.  მუხლი 26🔗. კომისიის გადაწყვეტილებები 1. კომისიის სხდომაზე განიხილება პროექტები, აგრეთვე კომისიის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა საკითხები. 2. კომისია იღებს: ა) რეკომენდაციას; ბ) დასკვნას; გ) წინადადებას. 3. კომისიის დასკვნა, როგორც წესი, წარედგინება საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ. მუხლი 27🔗. კომისიათა ერთობლივი სხდომა და ანგარიშები 1. საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით, საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომისიების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომისიების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას; 2. კომისიების მიერ ბიუროსათვის წარმოდგენილი ყოველწლიური ანგარიშები შეიტანება საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში. მუხლი 28🔗. კომისიის საკონსულტაციო საბჭო 1.კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება შიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური და გამოცდილი ექსპერტ-კონსულტანტებისაგან. მის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2.საკონსულტაციო საბჭოს სხდომის მოწვევის თარიღს და დღის წესრიგს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. საკონსულტაციო საბჭოს მიერ შეიძლება შემუშავებული იქნეს საკრებულოს განსახილველი საკითხების თაობაზე რეკომენდაციებისა და დასკვნების პროექტები. 3.საკრებულოს კომისიისა და საკონლსულტაციო საბჭოს მუშაობის საქმიანობის ტექნიკურ-ორგანიზაციულ მომსახურებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი; თავი VI დროებითი სამუშაო ჯგუფი  მუხლი 29🔗. დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის საფუძვლები 1. საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ამ მუხლით საკრებულოში იქმნება დროებითი სამუშაო ჯგუფები თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად. 2. დროებითი სამუშო ჯგუფის შექმნის საფუძველია ინფორმაცია: ა) თვითმმართველობის ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივ ინტერესებს; ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ; გ) რომლის შესწავლაც ადგილობრივი ორგანოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 3.მოქალაქეთა პეტიცია შეიძლება იყოს დროებითი სამუშო ჯგუფის შექმნის საფუძველი, როდესაც მუნიციპალიტეტის საზოგადოების ერთი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს მათთვის საეჭვო საფუძვლების მქონე ამა თუ იმ მოვლენის გამოკვლევას.  მუხლი 30🔗. დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის წესი 1. დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზნით საკრებულოს თავმჯდომარეს, კომისიას, ფრაქციას, საკრებულოს შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს უფლება აქვს, სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დასვას დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი. წარდგინებაში განსაზღვრული უნდა იყოს დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრთა რაოდენობა. წერილობითი წარდგინება გადაეცემა საკრებულოს ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად. საკრებულო დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს კენჭს უყრის სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საკრებულოს გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის საფუძველი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე, უფლებამოსილების ვადა და წევრთა რაოდენობა.  გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დროებით პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს საპროცედურო საკითხთა (სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის) კომისია და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო. კვოტების დათმობა ან გაცვლა შესაძლებელია ამ რეგლამენტის შესაბამისად. 2. დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. 3. ფრაქცია, უმრავლესობა, უმცირესობა, საკრებულოს წევრები, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი კვოტების დაცვით, დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრთა კანდიდატურებს წარუდგენენ საკრებულოს თავმჯდომარეს.  მუხლი 31🔗. დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არჩევა 1. დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრთა კანდიდატურების წარდგენის შემდეგ კენჭი ეყრება დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების პროექტს. მასში მითითებული უნდა იყოს დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა და წევრების, მათ შორის,, დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის, ვინაობა. 2. დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, საკრებულოს წევრთა სამკაციან ჯგუფს. თუ დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარედ წარდგენილია 2 ან 2-ზე მეტი კანდიდატი, კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის თავმჯდომარის არჩევისათვის განსაზღვრული წესით. ასეთ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე აირჩევა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კენჭისყრამდე. 3. დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 4. დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად და უქმდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, საკითხის შესწავლისთანავე. 5. დროებითი სამუშაო ჯგუფი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საკრებულოს წინაშე. 6. დროებითი სამუშო ჯგუფი შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო. 7. საკრებულოს შეუძლია დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის ან კომისიის შემადგენლობის შეცვლის შესახებ.  მუხლი 32🔗. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა 1. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადას განსაზღვრავს საკრებულო, რომელიც შეიძლება შეიქმნას არაუმეტეს 3 თვის ვადით, მაგრამ ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 2. თუ სამუშაო ჯგუფმა დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგინა გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხზე, საკრებულო უახლოეს სხდომაზე ისმენს მის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომლის საფუძველზედაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ; ბ) სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებისა და მისი შემადგენლობის შეცვლის შესახებ; გ) სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის შესახებ. 3. დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ანგარიში შეიძლება საკმარისად ჩაითვალოს განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. 4.დაუშვებელია დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა შესაბამისი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე. საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე დროებით სამუშაო ჯგუფს უწყდება უფლებამოსილება, რომელიც ვალდებულია აღნიშნულ დრომდე წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. 5. დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს და წევრებს უფლება აქვთ თავიანთი სურვილით გადადგნენ ნებისმიერ დროს; 6. დროებითი სამუშაოჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი, რომელსაც მიმართავს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე წერილობით. 7. დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული ხარჯები ანასზღაურდება საკრებულოს ბიუჯეტიდან; თავი VII საკრებულოს პოლიტიკური სუბიექტები  მუხლი 33🔗. საკრებულოს ფრაქცია 1. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით |ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და ამ რეგლამენტით; 2. ფრაქცია არის საკრებულოს წევრთა მსოფლმხედველობითი თანხვედრის ან პოლიტიკური შეხედულების თანამოაზრეთა გაერთიანება საერთო პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად. 3. ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია. საარჩევნო ბლოკის (პარტიათა კოალიციის) სიით არჩეულ საკრებულოს წევრს, თუ ამ ბლოკში შემავალმა მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არა აქვს, იყოს სხვა ფრაქციის წევრი. 4. პარტიული ან საარჩევნო ბლოკის სიით არჩეულ საკრებულოს წევრს, რომელმაც დატოვა (გამოვიდა) ამ პარტიის რიგები, ავტომატურად ტოვებს ამ ფრაქციის წევრობას, მას უფლება არა აქვს შევიდეს რომელიმე სხვა ფრაქციაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის გაწევრიანდება იმ პარტიის რიგებში, რომელსაც ჰყავს ფრაქცია საკრებულოში ან კიდევ რაოდენობრივად ექმნება შესაძლებლობა შექმნას ამ პარტიის წევრთაგან ფრაქცია. 5. საკრებულოს წვრს, რომელიც არჩეულია პარტიული სიით ან საარჩევნო ბლოკის სიით, უფლება არა აქვს შევიდეს რომელიმე იმ ფრაქციაში, რომელიც შექმნილი არ არის ამ პარტიის ან ამ ბლოკში შემავალი პარტიების მიერ. ასეთივე აკრძალვა ვრცელდება საკრებულოს იმ წევრზე, რომელიც კანდიდადატ წარდგენის მომენტისათვის არ იყო რომელიმე პარტიის წევრი, მაგრამ არჩეული იქნა პარტიის (ბლოკის) პარტიული სიით ან მაჟორიტარული წესით, მაგრამ საარჩევნო სუბიექტების წარდგენის მეშვეობით. 6. თუ პარტიამ საკრებულოში სიით გაიყვანა სამ საკრებულოს წევრზე მეტი დეპუტატი, მას უფლება აქვს შექმნას მხოლოდ ერთი ფრაქცია. თუ პარტიამ პარტიული სიით გაიყვანა სამზე ნაკლები საკრებულოს წევრი და მას არ ჰყოფნის სადეპუტატო რაოდენობა ფრაქციის შესაქმნელად, მას არ შეუძლია შექმნას ფრაქცია ისეთი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სიით გასული საკრებულოს წევრისაგან, რომელსაც საკრებულოში შექმნილი აქვს ფრაქცია, ხოლო თუ საკრებულოში კიდევ არის სხვა პარტია წარმოდგენილი სამზე ნაკლები საკრებულოს წევრით, მაშინ ამ ორ პარტიას (თუ ისინი საარჩევნო ბლოკის სიით არიან არჩეულნი) შეუძლია შექმნას ერთი ფრაქცია. 7. თუ საარჩევნო ბლოკში შემავალ რომელიმე ერთ პარტიას საკრებულოში არჩეული ჰყავს სამზე ნაკლები საკრებულოს წევრი, მას შეუძლია შექმნას ფრაქცია ამავე ბლოკის იმ უპარტიო საკრებულოს წევრის შემოერთებით , თუ ამის სურვილს გამოთქვამს ასეთი უპარტიო საკრებულოს წევრი. თუ საარჩევნო ბლოკის რომელიმე ორ პარტიას საკრებულოში ცალ-ცალკე არჩეული ჰყავთ ორ-ორი ან სამზე ნაკლები საკრებულოს წევრი ვერ ქმნიან ფრაქციას, მაშინ მათ უფლება არა აქვთ დარჩნენ დამოუკიდებელ საკრებულოს წევრად და ვალდებულნი არიან გაწევრიანდნენ ამ საარჩევნო ბლოკის რომელიმე პარტიის მიერ შექმნილ ფრაქციაში. 8. საინიციატივი ჯგუფის მიერ წარდგენილი და მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრი უფლებამოსილია შევიდეს ნებისმიერ ფრაქციაში, ისე, რომ არ გაწევრიანდეს იმ პარტიაში, რომლის მიერაც არის შექმნილი ის ფრაქცია, რომლის წევრიც გახდა, ან კიდევ არ შევიდეს არცერთ ფრაქციაში და ისარგებლოს საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის სტატუსით. 9. ფრაქციის რელიგიურ-ეთნიკური ან ტერიტორიული ნიშნით შექმნა აკრძალულია.  მუხლი 34🔗. ფრაქციის პოლიტიკური და სადეპუტატო ამოცანები ფრაქციის ამოცანებია: ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი პოლიტიკური კურსი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით; ბ) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს საქმიანობის სრულყოფაში, ხელი შეუწყოს ფრაქციის წევრების მიერ ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულებასა და ქცევის ნორმების დაცვას; გ) გამოხატოს ფრაქციის შეჯერებული აზრი საკრებულოს უმთავრესი ფუნქციის შესრულებისას;  მუხლი 35🔗. ფრაქციის შექმნის საფუძვლები 1. ფრაქციის შექმნის უფლება აქვს არანაკლებ საკრებულოს 3 წევრს, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკრებულომ. 2. ფრაქციის შექმნის მსურველი საკრებულოს წევრები შეიმუშავებენ ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას. 3. ფრაქციის წესდებით წესრიგდება ფრაქციის შიდაორგანიზაციული საკითხები საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესების შესაბამისად. . 4. ფრაქციის წესდებით უნდა განისაზღვროს ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და მათი კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, მისი სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი მდგომარეობა, აგრეთვე წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის პროცედურა. 5. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული არანაკლებ 3 წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების მიღების მომენტიდან. 6. ახალშექმნილი ფრაქციის რეგისტრაცია სავალდებულოა. 7. საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს რეგისტრაციის მომენტიდან.  მუხლი 36🔗. ფრაქციის რეგისტრაცია 1. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს. 2. ფრაქციის შექმნა შეიძლება საკრებულოს უფლებამოსილების ვადაში ნებისმიერ დროს. 3. ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს დროებით სამანდატო კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დაუყოვნებლივ განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს დროებითი სამანდატო კომისია. თუ პირველივე სხდომაზე არ იქნება მიღებული რაიმე გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, გაასაჩივროს საკრებულოს სხდომაზე.. 4. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ფრაქციის შექმნიდან 1 კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. საკრებულოს თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ გადასცემს საკრებულოსს საპროცედურო საკითხთა კომისიას, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ ბიურო აღნიშნული დასკვნის განხილვისას არ მიიღებს სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება საკრებულოს თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილება ეცნობება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე და გამოქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე. 5. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, მას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დააყენოს საკრებულოს სხდომაზე.  მუხლი 37🔗. ფრაქციაში გაწევრიანების წესი 1. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ 1 ფრაქციაში. 2. ფრაქციაში გაწევრების მსურველი საკრებულოს წევრი წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს. 3. ფრაქცია საკრებულოს წევრის განცხადებას განიხილავს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 4. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიას და საკრებულოს აპარატს. 5. საკრებულოს წევრს უფლება აქვს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან, რის შესახებაც წერილობით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს, ატყობინებს საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიას და საკრებულოს აპარატს . 6. თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 3-ზე ნაკლები საკრებულოს წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია ინარჩუნებს ამ რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებებს. ფრაქციის გაუქმების შესახებ საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისია აცნობებს საკრებულოსს უახლოეს სხდომაზე. 7.ფრაქციას უფლება აქვს, ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფრაქციიდან გარიცხოს წევრი. 8. ფრაქციიდან წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით აცნობებს საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიასს და საკრებულოს აპარატს. 9. ფრაქციის თავმჯდომარისა და სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარეს და საპროცედურო საკითხთა კომისიას. 10. ამ მუხლის მე-4−მე-9 პუნქტებში აღნიშნული ცვლილებების შესახებ საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისია აცნობებს საკრებულოს. ეს ინფორმაცია ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე.  მუხლი 38🔗. ფრაქციის წარმომადგენლობითი ფუნქციები 1. ფრაქცია წარმომადგენლობის მეშვეობით მონაწილეობს საკრებულოს კომისიების და სხვა სამუშო ჯგუფების საქმიანობაში. 2. საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად. 3. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს საკრებულოს ორგანოში საქმიანობას ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მისი ფრაქციიდან გარიცხვის, გასვლის, ფრაქციის მიერ ამ ორგანოდან გაწვევის, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობის ან გაცვლის, დათმობილი ან გაცვლილი კვოტის დაბრუნების შემთხვევაში, თუ იგი ასეთი კვოტით არის დანიშნული. ფრაქციას უფლება აქვს, წარადგინოს ახალი კანდიდატურა, რის შესახებაც საკრებულოს შესაბამისი კომისიის ხელმძღვანელი აცნობებს საკრებულოს. 4. ფრაქციათა გაუქმების, შეერთების ან ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისია განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. 5. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია. 6. თუ ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია თვითონ განსაზღვროს საკრებულოს ამა თუ იმ ორგანოდან თავისი წევრების გამოწვევის საკითხი. ფრაქციის მიერ აღნიშნული ვალდებულების 1 კვირის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საკრებულოს ამა თუ იმ ორგანოდან შესაბამისი ფრაქციის წევრის გამოწვევის საკითხს წყვეტს შესაბამისი ორგანო. მუხლი 39🔗. შეკითხვის უფლებამოსილება 1. ფრაქციას უფლება აქვს, შეკითხვით მიმართოს საკრებულოს მიერ შექმნილ და მის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების ცალკეულ თანმადებობის პირებს. ისინი ვალდებული არიან, უპასუხონ შეკითხვას. 2. მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს ფრაქციის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს ფრაქციამ. 3. ფრაქციას უფლება აქვს, კომისიებისა და საკრებულოს სხდომებზე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გამოთქვას თავისი მოსაზრება, მონაწილეობა მიიღოს კამათში, მოითხოვოს პოლიტიკური დებატების გამართვა და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 4. ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უფლება აქვს გამოვიდეს კამათში და მოითხოვოს დრო არანაკლებ 15 წუთისა. 5. საკრებულოს აპარატი ვალდებულია ფრაქციის მოთხოვნით საკრებულოს წევრებს შორის გაავრცელოს ფრაქციის ოფიციალური მიმართვა.  მუხლი 40🔗. ფრაქციის სხდომები 1. ფრაქცია თავის საქმინობას წარმართავს სხდომების მეშვეობით. 2. ფრაქციის სხდომების გამართვის პერიოდულობა განისაზღვრება ფრაქციის წესდებით. 3. ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ფრაქციის გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს საჯარო ან დახურული სხდომა. 4. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია: ა) ფრაქციის წესდებაში შეიტანოს ცვლილებები; ბ) აირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირი; გ) გადაწყვიტოს ფრაქციაში ახალი წევრის მიღების ან ფრაქციიდან წევრის გარიცხვის საკითხი; დ) გადაწყვიტოს ფრაქციის უმრავლესობაში ან უმცირესობაში გაერთიანების საკითხი; ე) წარადგინოს კანდიდატურები საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობებზე; ვ) გადაწყვიტოს ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გამოყენების წესი; ზ) მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვის თაობაზე; თ) საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილ პროექტთან დაკავშირებით დანიშნოს გამომსვლელი, რომელიც სხდომაზე წარმოადგენს ფრაქციის პოზიციას; ი) გადაწყვიტოს ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები; კ) ისარგებლოს ამ რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებებით.  მუხლი 41🔗. ფრაქციის ხელმძღვანელობა 1. ფრაქციის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს ფრაქციას საკრებულოში და მის გარეთ; გ) თანამდებობრივად შედის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობაში; დ) წარმართავს ფრაქციის სხდომებს; ე) ახორციელებს ფრაქციის წესდებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ფრაქციის თავმჯდომარის დავალებით ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს და, საჭიროების შემთხვევაში, ფრაქციის წესდებით გათვალისწინე. 3. ფრაქციის მიერ გავრცელებულ ყველა დოკუმენტს ხელს აწერს ფრაქციის ხელმძღვანელი პირი. 4. სხდომათა დარბაზში ფრაქციას გამოეყოფა შესაბამისი ადგილი, ხოლო საკრებულოს შენობაში – სამუშაო ფართობი. 5.ფრაქციის საქმიანობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი, თავი VIII საკრებულოს თანამდებობის პირები  მუხლი 42🔗. საკრებულოს თანამდებობის პირების ნუსხა 1. საკრებულოს თანამდებობის პირებს ენიშნებათ ხელფასი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ყოველთვიურად უნაზღაურდებათ; 2.საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:  ა) საკრებულოს თავმჯდომარე; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; გ) კომსიის თავმჯდომარე; დ) ფრაქციის თავმჯდომარე  საკრებულოს თანამდებობის პირები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევენ საკრებულოსა და მისი ორგანოების საქმიანობას. 3.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე თანამდებობის პირი არჩეული იქნება სხვა შეუთავსებელ თანამდებობაზე, საკრებულოს იმავე დადგენილებით მას თანამდებობრივი უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება სხვა თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით. თავი IX საკრებულოს თავმჯდომარე მუხლი 43🔗. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის წესი 1. საკრებულო პირველსავე სხდომაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, საკრებულოს წევრთაგან ირჩევს საკრებულოს თავმჯდომარეს. 2. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, და საკრებულოს წევრთა სამკაციან ჯგუფს. 3. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით. კანდიდატთა დასახელების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და კანდიდატებისაგან ითხოვს თანხმობას, კენჭი იყარონ აღნიშნულ თანამდებობაზე. 4. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას თავისი კანდიდატურა. 5. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისათვის ეძლევა 15 წუთი და შესაბამისი დრო, რათა უპასუხოს დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც იწყება კამათი, რომელიც მიმდინარეობს პროექტის განხილვისათვის დადგენილი წესით. 6. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 7. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისას კენჭისყრა ფარულია და კენჭისყრა იმართება ბიულეტენებით.  მუხლი 44🔗. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურები 1. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, იმართება ხელახალი არჩევნები. 2. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. 3. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატურას. 4. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა. 5. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ნებისმიერი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურა.  მუხლი 45🔗. საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები 1.საკრებულოს თავმჯდომარე: ა) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს უმაღლეს თანამდებობის პირს, ბ) საკრებულოს შენობაში ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს; გ) უძღვება საკრებულოს მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკრებულოს ორგანოებისა და თანამდებობის პირთა საქმიანობას; დ) თავმჯდომარეობს საკრებულოს სხდომებს, იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში ამ უფლებამოსილებათა განხორციელებას ავალებს თავის მოადგილეს; ე) განსაზღვრავს თავისი მოადგილის საქმიანობის სფეროებს და აძლევს ცალკეულ დავალებებს; ვ) ხელს აწერს და აქვეყნებს საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, რეგლამენტს; ზ) განსაზღვრავს საკრებულოს ბიუჯეტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს სხდომას. თ) ამტკიცებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ დადგენილების პროექტისა და ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ დადგენილების პროექტის განხილვის გრაფიკებს; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს. კ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეაქვს წინადადება საკრებულოში დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხზე; ლ) იწვევს საკრებულოს მორიგ და რიგგარეშე სხდომებს; მ) საკრებულოს ასარჩევად წარუდგენს კანდიდატურებს (გარდა ფრაქციის, უმრავლესობისა და უმცირეოსობის თანამდებობის პირებისა) საკრებულოს თანამდებობზე ასარჩევად; ნ) წყვეტს ცალკეული საკრებულოს წევრის მივლინების საკითხს; ო) ქმნის საკრებულოსა და გამგეობის წევრებისაგან შემდგარ ერთობლივ (შერეულ) კომისიებს; პ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკრებულოს აპარატისა და სხვა დამხმარე სტრუქტურების საქმიანობას; ჟ) ხელს აწერს და ამტკიცებს აპარატის, კომისიებიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დებულებებს, სტრუქტურასა და საშტატო განრიგს, განსაზღვრავს თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის ოდენობას; რ) ორგანული კანონით განსაზღვრულ საკითხებზე და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ხელს აწერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტების დამტკიცების ან თანხმობის თაობაზე. ს) ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის უფროსსა და სხვა თანამშრომლებს. წყვეტს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს ტ) საკრებულოს სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის,, რწმუნებებს (მინდობილობებს) საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში, მისი კომპეტენციის ფარგლებში დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს. უ) ამტკიცებს საკრებულოში ბრიფინგების, პრესკონფერენციისა და შეხვედრების გამართვისა წესებს; ფ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; 2. საკრებულოს თავმჯდომარე ხელს აწერს და გამოსცემს შემდეგ ინდივიდუალურ და ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს: ა) საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებებს; ბ) საკრებულოს ბიუროს მიერ მიღებულ რეზოლუციებს. წინადადებებს, რეკომენდაციებს; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემულ ბრძანებებს; დ) საკრებულოს სხდომების საოქმო ჩანაწერებს;  ე) საკრებულოს მიერ მიღებულ განკარგულებებს; მუხლი 46🔗. საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომა 1. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს საკრებულო ცნობად იღებს უახლოეს სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით. 2. საკრებულოს თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება ამის თაობაზე საჯაროდ განცხადების მომენტიდან. მუხლი 47🔗. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურა 1. საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს საკრებულომ. აღნიშნული საკითხი საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა.. 2. საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისია ორი კვირის ვადაში ამოწმებს საკრებულოს წევრთა ხელმოწერების ნამდვილობას და დასკვნას სხდომაზე წარუდგენს საკრებულოს. აღნიშნული დასკვნის მიღების შემდეგ საკრებულო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხის განხილვის დაწყების შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულო იღებს სხდომაზე საკითხის განხილვის დაწყებიდან მომენტიდან, რომელიც არ შეიძლება გაგრძელდეს ერთ სხდომაზე მეტი დროით.. 3. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურას სხდომაზე უძღვება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 4. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ჩატარება დაუშვებელია. 5. საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობამ. 6. თუ საკრებულომ არ მიიღო გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ, საკითხი მოხსნილად ჩაითვლება და მისი განხილვა მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია. მუხლი 48🔗. საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალი არჩევა საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო ერთი თვის ვადაში, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს ახალ თავმჯდომარეს; თავი X. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე  მუხლი 49🔗. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა 1. საკრებულო ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, საკრებულოს წევრთაგან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს; 2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს, უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას; 3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატის დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელსაც საკითხი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შეაქვს საკრებულოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში.მოადგილე აირჩევა იგივე წესით, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე; 4. საკრებულოს თავმჯდომარე ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არ ყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის დავალების ან ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლების მიხედვით. მას უფლება არა აქვს განიხილოს ან გადაწყვიტოს ის საკითხები, რომლებიც სცილდება საკრებულოს თავმჯდომარის დავალების ფარგლების ან ბრძანებით განსაზღვრულ საკითხთა წრეს.  თავი XI საკრებულოს ბიურო  მუხლი 50🔗. საკრებულოს ბიუროს შექმნის საფუძველი საკრებულოს საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, კომისიისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით იქმნება საკრებულოს ბიურო.  მუხლი 51🔗. საკრებულოს ბიუროს უფლებამოსილების ფარგლები 1. საკრებულოს ბიურო ამ რეგლამენტით დადგენილი წესით: ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს სხდომების დღის წესრიგის პროექტს; უფლებამოსილია საკითხი შეიტანოს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში, თუ დარღვეული არ არის ამ რეგლამენტით განსაზღვრული კომისიაზე განხილვის ვადები და წესი; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს საკრებულოს სხდომების ციკლის სამუშაო გეგმას; ბ)იღებს გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და გამგეობაში დაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ; გ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ დასკვნებს, კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნებს, გადაწყვეტილების რეზოლუციებისა და მიმართვების პროექტებს; დ) განიხილავს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე შესაბამისი კომისიების დასკვნებს და აღნიშნულის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას თანხმობის მიცემის შესახებ; ე) ამტკიცებს საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის მიერ წარმოდგენილ კომისიებში, დროებით სამუშო ჯგუფში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს; ვ) საკრებულოს სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფის დებულებებს; ზ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის რეგისტრაციის საკითხებს; თ) იღებს გადაწყვეტილებას პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ; ი) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს მუშაობის ცალკეულ ორგანიზაციულ საკითხებზე; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; 2. საკრებულოს ბიუროს მიერ თანხმობის მიუცემლობის შემთხვევაში, საკითხი ან პროექტი უბრუნდება ინიციატორს და მისი ამოქმედება დაუშვებელია მანამდე, ვიდრე საკრებულოს ბიურო არ განიხილავს განახლებულ ვარიანტს და არ მისცემს შესაბამის თანხმობას.  მუხლი 52🔗. საკრებულოს ბიუროს სხდომები 1. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 2. საკრებულოს ბიუროს სხდომები იმართება, სხდომამდე არაუგვიანეს სამი დღისა, 3. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა თავისი ინიციატივით ან კომისიის, ფრაქციის, დეპუტატების დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 4. საკრებულოს ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს ბიუროს შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იგი გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) დადგენილი კვორუმის ნახევრისა. 5. საკრებულოს ბიუროს სხდომა, როგორც წესი, საჯაროა. ბიუროს სხდომა შეიძლება დაიხუროს, თუ ამას მოითხოვს ბიუროს წევრი და მის მოთხოვნას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა უმრავლესობა. ბიუროს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს საკრებულოს თავმჯდომარე; 6. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს კომისიის წევრმა, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს მისმა მოადგილემ ან ფრაქციის წევრმა სათანადო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. 7. საკრებულოს ბიუროს სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ დროებითი სამუშო ჯგუფის თავმჯდომარე, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, საკრებულოს აპარატის უფროსი.  მუხლი 53🔗. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილება 1. საკრებულოს ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე. 2. საკრებულოს შეუძლია გააუქმოს ბიუროს გადაწყვეტილება ან ცვლილება შეიტანოს მასში სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. 3. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილება თანხმობის მიცემის თაობაზე ფორმდება განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე და ფიქსირდება ბიუროს სხდომის ოქმში. თავი XII. საკრებულოს სხდომების პროცედურული ფორმები მუხლი 54🔗. საკრებულოს სხდომებზე მუნიციპალიტეტის კომპეტენციებში შემავალი განსახილველი საკითხების თემატიკის მიხედვით იყოფა მარტივ, სპეციალურ, ჩვეულებრივ და განსაკუთრებულ პროცედურებად. 1. მარტივი პროცედურები გულისხმობს თანხმობის მიცემაზე საკრებულოს მიერ დადასტურებას, რომლებზედაც არსებობს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი გადაწყვეტილება, ასევე, საკრებულოს მიერ განცხადებების , რეზოლუციებისა და მიმართვების მიღების პროცედურას. 2. სპეციალური პროცედურები გულისხმობს საკრებულოს მიერ იმ სამართლებრივ აქტებისა და გადაწყვეტილებების დამტკიცებას, რომლების მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არის მიღებული ან ინიცირებული და საჭიროებს საკრებულოს მხრიდან სპეციალურ დადასტურებას ( დამტკიცებას); 3. ჩვეულებრივი პროცედურები გულისხმობს ორგანული კანონით განსაზღვრულ საკითხებზე მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვას და მასზე გადაწყვეტილების მიღებას, რომელსაც ესაჭიროება საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარის მხარდაჭერა, მაგრამ არანალკებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. 4. განსაკუთრებული პროცედურა მოიცავს საკრებულოს პირველი სხდომის, ბიუჯეტის მიღების, საკრებულოს თავმჯდომარის, მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თანამდებობის პირთა გადაყენების წესებს, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, რომელთა მიღებას საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა ესაჭიროება და საკრებულოს კომპეტენციებს მიკუთვნებული განსაკუთრებული პრეროგატივებიდან გამომდინარეობენ; თავი XIII  მუხლი 55🔗. მარტივი პროცედურები  1. საკრებულოს მიერ თანხმობის მიცემის პროცედურა (მარტივი პროცედურა) ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54 -ე მუხლით განსაზღვრულია საკითხები, რომლებზედაც საჭიროა საკრებულოს თანხმობა: ა) მუნიციპალიტეტის მერის მიერ სესხის აღებაზე; ბ) მერისათვის თანხმობის მიცემა კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების, დაფუძნებას, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, მათ საწესდებო ფონდში მუნიციპალიტეტის წილობრივ მონაწილეობაზე; გ) მოძრავი და უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით ან უსაყიდლოდ, მისი სარგებლობის პირობით ან უპირობოდ გაცემაზე დ) მუნიციპალური ქონების გასხვისებაზე; ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულების მონაწილე პირთა გათავისუფლებაზე ვალდებულების შეუსრულობლებისათვის ჯარიმებისა და საურავებისაგან; 2. თანხმობის მიღებას ესაჭიროება საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე; 3.საკრებულოს უახლოესი სხდომა ცნობად იღებს იმ საკითხებს, რომლებზედაც ბიუროს მიერ საკრებულოს სახელით გაიცა თანხმობა. თანხმობის თაობაზე საკრებულოს მიერ ცნობად მიღება აისახება სხდომის ოქმში და ქვეყნდება საკრებულოს ვებ გვერდზე; მუხლი 56🔗. თანხმობის მიღების პროცედურა რაც განსაზღვრულია 55-მუხლით არის მარტივი პროცედურები. მუხლი 57🔗. ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა დადება და გაუქმება 1. მერი საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის სახელით დადოს ან გააუქმოს შეთანხმებები და/ან სამოქალაქო ხელშეკრულებები, აგრეთვე ისეთი გარიგებები, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს. 2.თანხმობის მისაღებად მერი წერილობით მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს და სთხოვს თანხმობა მისცეს ადმინისტრაციული ხელშეკრულის დადებისათვის. საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ მერი დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და წინადადებით შედის საკრებულოში საკრებულოს ბიუროს მიერ თანხმობის მიცემის თაობაზე. 3. ადმინისტრაციული ხელშკრულების (შეთანხმების და/ან ხელშეკრულების დადების ან ისეთი გარიგების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს) დადების ან გაუქმების ინიციატორი შეიძლება იყოს მხოლოდ მერი. 4. საკრებულოს ბიუროს მიერ მერისთვის თანხმობის მიცემა ხდება მხოლოდ კონკრეტული შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე (გაუქმებაზე). 5. საკრებულოს ბიურო განიხილავს შეთანხმების, ხელშეკრულების, გარიგების პროექტს და თავის გადაწყვეტილებით შეაქვს მასში შესაბამისი ცვლილებები და დამატებები. საკრებულოს ბიურო, ასევე უფლებამოსილია მერს შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე თანხმობა მისცეს გარკვეული პირობების დაწესებით. პირობების შეცვლის შემთხვევაში მერი ვალდებულია ხელახლა ითხოვოს თანხმობა ამ შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე. 6. შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადების ან გაუქმების შესახებ თანხმობის მიცემაზე გადაწყვეტილება მიიღება ბიუროს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით. 7. მერის მიერ შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადება და გაუქმება ხდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და ,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 8. სხვა სახის ადმინისტრაციულ ხელშეკრულებების დამტკიცების საკითხი წარმოებს ამ რეგლამენტით განსაზღვრული განსაკუთრებული პროცედურით. მუხლი 58🔗. საკრებულოს განცხადებები, რეზოლუციები, მიმართვები 1. საკრებულოს ბიურო მარტივი პროცედურის წესით განიხილავს წინადადებებს და რეკომენდაციებს საკრებულოს სახელით საჯარო განცხადების გამოქვეყნების თაობაზე; 2. საკრებულოს თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს, კომისიის თავმჯდომარეს შეუძლიათ საკრებულოს ბიუროს წინაშე დააყენონ საკითხი საკრებულოს მიერ განცხადების გაკეთების შესახებ, განცხადების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის პრობლემებზე პრესაში (მედიაში) გამოქვეყნებული მასალები, ან სახელმწიფო უწყებების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რომლებსაც ესაჭიროება სათანადო პასუხი ან საკრებულოს პოზიციის გამოხატვა. 3. საკითხის ინიციატორის წინადადებას თან უნდა ერთვოდეს განცხადების პროექტი. აღნიშნული პროცედურების დროს საკრებულოს კომისიის წერილობითი დასკვნების მომზადება აუცილებელი არ არის, თუმცა ბიუროს სხდომაზე კომისიათა თავმჯდომარეები ვალდებულნი არიან გამოხატონ კომისიის პოზიცია. კენჭისყრა წარმოებს იგივე პროცედურით, რაც გათვალისწინებულია თანხმობის მიცემისათვის. 4. ანალოგიური წესით ხორციელდება საკრებულოს მიმართვებისა და რეზოლუციების მიღება. 5. საკრებულოს სახელით, საკრებულოს ბიუროს განცხადებას ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე და ქვეყნდება საჯარო წესით, რომელიც განთავსდება საკრებულოს ვებ-გვერდზე, ინტერნეტსაიტებზე და გადაეცემა ბეჭდურ მედიას გასავრცელებლად. 6. საკრებულოს უახლოესი სხდომა ცნობად იღებს საკრებულოს მიერ გაკეთებულ განცხადებას და ფიქსირდება სხდომის ოქმში. თავი XIV მუხლი 59🔗. სპეციალური პროცედურები 1.საკრებულოს სხდომა განიხილავს სპეციალურ საკთხებს, რომელთა მომზადება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების კომნპეტენციას, მაგრამ საჭიროებს საკრებულოს მიერ მათ აუცილებელ დამტკიცებას. 2.საკრებულოს სხდომას უფლება აქვს ამ პროცედურით განიხილოს საკითხები, რომელთა მომზადება-მიღება მის კომპეტენციას მიეკუთვნება,; 3.სპეციალური პროცედურული წესები დასამტკიცებლად წარმოდგენილი დოკუმენტების შესწორების ან დამატება-გადამუშავების პროცედურას არ მოიცავენ, არამედ კენჭი ეყრება წინადადებას მისი იმ სახით დამტკიცებას, როგორადაც საკითხი არის წარმოდგენილი დამტკიცების თაობაზე. საკრებულოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი დამტკიცებულად ითლება, თუ მას მხარს უჭერს საკრებულოს დამსწრე წევრთა უმრავლესობა. 4.თუ საკრებულოს სხდომა არ დაამტკიცებს მერის მიერ წარმოდგენილ საკითხს, მაშინ მერიას არა აქვს უფლება იმავე სახით აღნიშნული საკითხი წარუდგინოს საკრებულოს; 5.დამტკიცებული დოკუმენტის თაობაზე საკრებულო იღებს დადგენილებას, რომელსაც ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე და ძალაში შედის მისი გამოქვეყნების მომენტიდან. მუხლი 60🔗. სპეციალური პროცედურით განსახილველი საკითხები 1.საკრებულოს სხდომა სპეციალური პროცედურის წესით განიხილავს შემდეგ საკითხებს: ა) მერიის მიერ ბიუჯეტის შესრულების ყოველწლიური ანგარიშის დამტკიცება; ბ) მერიის დებულება, საშტატო ნუსხა და სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცება. გ) საპტრივატიზაციო ქონების ნუსხისა და საპრივატიზაციო გეგმის დამტკიცება; დ) სოციალურ-ეკონომიკური გეგმების, პროექტების და პროგრამების დამტკიცება; ე) მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვის დამტკიცება; ვ) მერიის ყოველწლიური შესყიდვების გეგმის დამტკიცება; ზ) საკრებულოს კომისიებისა და აპარატის დებულებების , საშტატო ნუსხის დამტკიცება; თ) საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამების დამტკიცება; ი) მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა სწავლა-გადამზადებაზე საბიუჯეტო ასიგნებათა მოცულობის განსაზღვრისა და კვალიფიკაციის ამაღლების ყოველწლიური გეგმის დამტკიცება; კ) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური განვითარების პროგრამების დამტკიცება; ლ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებეითი საქმიანობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება. ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთაეტრების, საგამოფენო დარბაზების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულების ფუნქციონირების ხელშმწყობი მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; მ) ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების, საზოგადოებრივი განათლებისა და მაასობრივი სპორტის ხელშემწყობის მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ნ) გენდერული თანასწორობის ხელშწყობის ღონისძიებების დაგეგმვა და დამტკიცება; ო) დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ჰიგიენური (ეპიდემოლოგიური) მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; პ) მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ჟ) გარე ვაჭრობის, გამოფენის, ბაზრობებისა და ბაზრების რეგულირების წესების დამტკიცება; რ) უსახლკაროთა, სოციალურად დაუცველთა, შეზღუდული უნარის მქონე პირთა, ბავშვებისა და ინვალიდების სოციალური რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება; ს) გარე რეკლამის განთავსებისა და გავრცელების გეგმის დამტკიცება; ტ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გამწვანების განვითარების გეგმის დამტკიცება; ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება; უ) სატრანსპორტო სისტემის ადგილობრივი პროგრამების დამტკიცება, ფ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის დამტკიცება; ქ) დროებითი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობის დამტკიცება: ღ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, მასში ცვლილებების შეტანის ან გაუქმების დედგენილებების პროექტების დამტკიცება; ყ) მუნიციპალიტეტის შექმნის (გაუქმების), ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის (შეცვლის) ,და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის დამტკიცება; შ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტებისა და პროგრამების დამტკიცება; 2.საკრებულო სპეციალური პროცედურით განიხილავს საკრებულოს წევრთა შეკითხვებისა და ინტერპელაციის საკითხებს. მუხლი 61🔗. საკითხების განხილვის პროცედურული წესი 1. ამ რეგლამენტის მე-60 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ საკითხებზე (გარდა „ზ: და „თ“ ქვეპუნქტებისა) პროექტებს ამზადებს მუნიციპალიტეტის მერია, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება საკრებულოს სხდომას. 2. საკრებულოს სხდომაზე მომხსენებლად გამოდის მუნიციპალიტეტის მერი ან მისივე დავალებით მერის პირველი მოადგილე, რომელსაც მოხსენებისათვის ეთმობა 15 წუთი. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს საკითხის სრულ დასახელებას და საკრებულოს წევრებს განუმარტავს პროცედურულ წესს, რომლის მიხედვითაც დასამატკიცებლად წარდგენილ საკითხზე დებატები არ იმართება და წარმოდგენილ დოკუმენტში (პროექტში) ცვლილებების ან დამატებების შეტანა სხდომაზე არ შეიძლება. 3. მოხსენების შემდეგ 5-5 წუთი ეთმობა საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებს (ან მათი სახელით გამომსვლელ საკრებულოს წევრს), რომლებიც სხდომას გააცნობენ კომისიის დასკვნებს დასამტკიცებელ საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულის შემდეგ 3-3 წუთი ეთმობა ფრაქციის თავმჯდომარეებს, უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებს, რომლებიც გამოხატავენ თავიანთ პოზიციებს. 4. გამომსვლელების პროცედურის დასრულების შემდეგ, მომხსენებელს კვლავ ეძლევა 5 წუთიანი გამოსვლის დროს განმარტებებისათვის. აღნიშნულის შემდეგ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს აცნობებს, რომ დამტკიცების პროცედურა დასრულებულია და აცხადებს დროს კენჭისყრისათვის მზადების თაობაზე. 5. კენჭი ეყრება დადგენილების პროექტს საკითხის დამტკიცების შესახებ. სხდომის თავმჯდომარე აცხადებს დადგენილების პროექტის სრულ დასახელებას და პირველად ეყრება კენჭი ვინ არის მისი დამტკიცების მომხრე. კენჭისყრაში მომხრეთა ხმების დათვლის შემდეგ კენჭი ეყრება ვინ არის მისი დამტკიცების წინააღმდეგი. შედეგების შეჯამების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს მომხრეთა და მოწინააღდეგეთა საერთო რაოდენობას.  6. დადგენილების პროექტი მიღებულად, ხოლო საკითხი დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს უჭერს საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს სხდომამ არ დაამტკიცა წარმოდგენილი საკითხი, მუნიციპალიტეტის მერს უფლება ეძლევა კონსულტაციები გამართოს საკრებულოს კომისიებთან და ფრაქციებთან და საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის შემდეგ განმეორებით შეიტანოს საკითხი დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე. მუხლი 62🔗. საკრებულოს წევრის შეკითხვისა და ინტერპელაციის პროცედურული წესები 1. საკრებულოს ფრაქციას, საკრებულოს წევრს, ან წევრთა ჯგუფს უფლება აქვს შეკითხვის წესით მიმართოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებისა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს თანამდებობის პირებს და მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია. 2. იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი პასუხი ან მიღებული ინფორმაცია საკითხის თაობაზე თანამდებობის პირის მოწვევასა და საკრებულოს სხდომაზე მოსმენას მოითხოვს, მაშინ შეკითხვის ავტორს უფლება აქვს წერილობით მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს და მოითხოვოს მის მიერ დასმული საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვა. სხდომაზე მოიწვევა შეკითხვის ადრესატი თანამდებობის პირი, რომელიც აკეთებს 10 წუთიან მოხსენებას დასმულ კითხვაზე. შეკითხვის ავტორს ეძლევა 5 წუთი გამოსვლისა და შეფასებისათვის, ხოლო საკრებულოს წევრებს შეუძლიათ თითო შეკითხვა დაუსვან მომხსენებელს. მოსმენის პროცედურის დასრულების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე პროცედურას დასრულებულად აცხადებს ან კიდევ კენჭისყრაზე აყენებს საკითხს კომისიისათვის გადაცემისა და სრულყოფილად შესწავლისათვის, რომელიც შეიძლება გახდეს საკრებულოს სხდომის სპეციალური განსჯისა და პოლიტიკური შეფასების საგანი. 3.ინტერპელაცია არის საკრებულოს მიერ, კომისიის, ფრაქციის მიერ მუნიციპალიტეტის მერის ან მერიის თანამდებობის პირისადმი მიმართული მოთხოვნა განმარტების მისაღებად ან აღმასრულებელი ორგანოს მიერ გატარებული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის თაობაზე ან კიდევ რომელიმე კონკრეტულ საკითხზე, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის თანამდებობის პირს შეეხება. 4.საკრებულოს წევრის წერილობითი შეკითხვა აღმასრულებელ ორგანოს მიმართ ინტერპელაციის აღძვრის უფლება აქვს საკრებულოს ფრაქციას ან კომისიას, რომელიც უნდა იყოს დასაბუთებული და მოტივირებული. წერილობითი მოთხოვნა გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ინტერპელაციაში დასმული საკითხის მომზადებისათვის აწესებს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეზე მეტს. საკრებულოს აპარატი ინტერპელაციის დოკუმენტს უგზავნის ადრესატს და მიუთითებს მისი მომზადების ვადებს. ინტერპელაციის საკრებულოს სხდომაზე განხილვა წარმოებს იგივე პროცედურული წესებით, რომელიც განსაზღვრულია საკრებულოს წევრის შეკითხვისათვის. ინტერპელაციის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს მისი აღძვრის მომენტიდან. ინტერპელაცია შეიძლება გახდეს გამგებლისათვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველი, რომელიც განსაკუთრებული პროცედურული წესით განიხილება. 5.იმ შემთხვევაში, როდესაც შეკითხვისა და ინტერპელაციის ავტორები მოითხოვენ საკითხის გადაგზავნას კომისიისათვის შესასწავლად, ან კიდევ უნდობლობის პროცედურის წამოწყებას, მაშინ კენჭი ეყრება საკითხს იმის თაობაზე, თუ ვინ არის მომხრე ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად. გადაწყვეტილება მიიღება თუ მას მხარი დაუჭირა საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ნახევარმა, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. სხვა შემთხვევაში საკითხის მოსმენა ცნობად უნდა იქნეს მიღებული, რომლის თაობაზეც აცხადებს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე და შეიტანება სხდომის ოქმში. მუხლი 63🔗. პოლიტიკური დებატები 1.საკრებულოს ფრაქციებს უფლება აქვთ წერილობით მოითხოვონ პოლიტიკური დებატები დღის წესრიგის საკითხზე, ან მათ მიერ ინიციირებულ თემაზე (საკითხზე); 2.საკრებულოს თავმჯდომარე კენჭს უყრის დებატების დანიშვნის საკითხს . გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილების სახით, რომელშიც განსაზღვრული უნდა იყოს დებატების დანიშვნის დრო, მომხსენებლისა და თანამომხსენებლის ვინაობა და დებატების თემატიკა. 3.პოლიტიკურ დებატებს ხსნის ინიციატორი სუბიექტი, რომელსაც მოხსენებისათვის ეძლევა 20 წუთი, რომლის სიტყვის დასრულების შემდეგ გამოდის თანამომხსენებელი, რომელსაც ეძლევა დრო 15 წუთით. ამის შემდგომ კამათში წინასწარი განაცხადის საფუძველზე, რიგითობის მიხედვით მონაწილეობენ საკრებულოს წევრები, რომლებსაც გამოსვლისათვის ეძლევათ 5 წუთიანი დრო. კამათის დასრულების შემდეგ, დასკვნითი სიტყვისათვის გამოდიან მომხსენებელი და თანამომხსენებელი 5 წუთიანი დროის განსაზღვრულობით. პოლიტიკური დებატების შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს. 4. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური დებატები დანიშნულია დღის წესრიგით წინასწარ განსაზღვრულ საკითხზე, მაშინ კენჭი ეყრება ამ საკითხის განხილვიდან მოხსნას. სხვა თემაზე (საკითხზე) გამართულ პოლოტიკურ დებატებს კენჭისყრა არ ესაჭიროება. თავი XV ჩვეულებრივი პროცედურები მუხლი 64🔗. საკრებულოს სხდომის ჩვეულებრივი პროცედურები 1.ჩვეულებრივი პროცედურა მოიცავს მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების საკრებულოს სხდომაზე განხილვასა და მიღებას. საკრებულოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს უჭერს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. 2.ჩვეულებრივი პროცედურის წესით განიხილება სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს მიერ საკრებულოში შეტანილი სამართლებრივი დასკვნები, რომლებიც საკრებულოს სამართლებრივ აქტებში შესწორებებისა და დამატებების მიღებას ითვალისწინებენ. მუხლი 65🔗. ჩვეულებრივი პროცედურით განსახლიველ საკითხთა წრე 1.საკრებულო თავის სხდომაზე ჩვეულებრივი პროცედურით განიხილავს რეგულაციური ნორმატივებისა და წესების დამდგენ ადმინისტრაციული ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს შემდეგ საკითხებზე: ა) მესტიის თვითმმართველობის მუნიციპალური ორგანოების სამართლებრივი სტატუსის, ადგილსამყოფელის განსაზღვრისა და სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარების თაობაზე. ბ) მესტიის საკრებულოს თვითმმართველი ერთეულის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მათი მინიჭების წესის დადგენა; გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გეოგრაფიული ობიექტების სახელდება და შენობა-ნაგებობების ნუმერაციის წესის დადგენა; დ) შეკრებებეთან და მანიფესტაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულაციების დადგენა; ე) მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის შექმნა და მისი განკარგვის წესის დადგენს; ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზაციო საფასურის და ქირის საწყისი საფასურის დადგენა. თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებული პირის დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა. ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის წყლისა და მიწის რესურსების მართვის წესის დადგენა; თ) ტერიტორიის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზების წესის დადგენა; ი) სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესის დადგენა; შინაური ცხოველების ყოლის წესის დადგენა; კ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის, მიწის იჯარის, მიწის გადასახადის ოდენობის, მისი გაანგარიშებისა გადახდის წესების დადგენა; ლ) მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა; მ) მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრა. ადგილობრივი სამგზავრო გადამყვანი, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება. პარკირების წესების დადგენა; ნ) ადგილობრივი ქონების და მუნიციპალიტეტის დოკუმენტების და მათთან დაკავშირებული უფლებების აღრიცხვის წესების დადგენა; ადგილობრივი არქივისა და არქივით სარგებლობის წესების დადგენა; ო) საქართველოს კანონმდებლობითა და ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა საკითხების მომზადება, განხილვა და მიღება. მუხლი 66🔗. საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგის საკითხები ჩვეულებრივი პროცედურული წესის საფუძველზე განიხილება რიგითობის მიხედვით 1. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს განსახილველი აქტის დასახელებას და სხდომას აცნობებს მომხსენებლის ვინაობას. მომხსენებელი არის საკრებულოს იმ კომისიის თავმჯდომარე, რომლის საქმიანობის სფეროსაც ეს აქტი მიეკუთვნება. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ავტორი საკრებულოს სხვა სუბიექტია (ფრაქცია, საკრებულოს წევრი, საკრებულოს თავმჯდომარე და ა.შ,) მაშინ მომხსენებლად ინიშნება აღნიშნული პროექტის ავტორი (ინიციატორი). 2. მომხსენებელს პროექტის გასაცნობად ეძლევა 15 წუთი, რომელიც საკრებულოს მოახსენებს პროექტის ძირითად პრინციპებს, რეგულაციის ახალ წესებს და იმ ამოცანებს რომლებიც ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტას უკავშირდება. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე წინადადებას აძლევს საკრებულოს წევრებს მომხსენებლისათვის კითხვების დასმის თაობაზე, რომლისთვისაც თვითოეულ საკრებულოს წევრს ეძლევა ერთწუთიანი შეკითხვის დასმის დრო. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს გაუგრძელოს დრო კითხვის ავტორს წინადადების დასრულების მიზნით, მაგრამ არაუმეტეს ერთი წუთისა. 3. მომხსენებლის შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე ტრიბუნასთან მოუხმობს თანამომხსენებელს, ხოლო თუ ასეთი დანიშნული არ არის, მაშინ თვითოეული კომისიის თავჯდომარეს შესაბამისი კომისიის დასკვნის გასაცნობად ეძლევა 10 წუთის დრო. ამდენივე დრო გამოეყოფა ფრაქციების თავმჯდომარეებს, უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებს, რომლებიც გამოხატავენ განსახილველი პროექტისადმი პოლიტიკურ და სამართლებრივ პოზიციებს. 10 წუთიანი გამოსვლის სარგებლობის უფლება აქვს აგრეთვე საკრებულოს წევრს, რომელიც გაწევრიანებული არ არის არც ერთ ფრაქციაში. 4. კამათის დასრულების შემდეგ, მომხსენებელს ეთმობა ტრიბუნა, რომელიც პასუხობს დასმულ კითხვებს და განმარტებას აძლევს პროექტის ცალკეულ ნორმებს. 5. ჩვეულებრივი პროცედურული წესით პროექტის განხილვა მიმდინარეობს ერთი წაკითხვით. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს კენჭისყრაზე დააყენოს საკითხი ცალ-ცალკე ეყაროს კენჭი თავებისა და მუხლობრივი განხილვას, თუ მთლიანობაში. თუ სხდომა მიიღებს მუხლობრივი განხილვის გადაწყვეტილებას, მაშინ მომხსენებელი იწყებს პროექტის თვითოეული მუხლის წაკითხვას და ყოველი მუხლის განხილვის შემდეგ კენჭი ეყრება განხილულ ნორმას. ცალკეული მუხლის განხილვის დროს, შესაძლებელია რედაქციული ფორმულირებების შეცვლა, რომელმაც არ უნდა გამოიწვიოს პროექტის შინაარსისა და პრინციპების ცვლილება. 6. ჩვეულებრივი პროცედურით განხილული პროექტი ან მისი შემადგენელი ნაწილი, მიღებულად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. 7. საკრებულოს ფრაქციას, საკრებულოს უმცირესობას, საკრებულოს დამოუკიდებელ წევრს, უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი პროექტის მიმართ ან პროექტის ცალკეული მუხლის მიმართ კენჭისყრაზე დააყენოს ალტერნატიული პროექტი. საკრებულოს თავმჯდომარე ალტერნატივის ინიციატორს აძლევს 5 წუთიანი გამოსვლის დროს, რომლის დასრულების ამდენივე დროს გამოუყოფს ძირითადი პროექტის მომხსენებელს. კენჭისყრის პროცედურის წინ ცხადდება, რომ პირველი კენჭისყრაზე დგება ალტერნატიული პროექტი. თუ ამ პროექტმა მიიღო საკრებულოს სხდომის მხარდაჭერა, მაშინ ალტერნატიული პროექტი მიღებულად ჩაითვლება და ძირითადი პროექტი განხილვიდან მოიხსნება, ხოლო თუ ალტერნატიულმა პროექტმა საკრებულოს წევრთა საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღო, მაშინ ალტერნატიული პროექტი მოხსნილად ითვლება და კენჭი ეყრება ძირითად პროექტს. მუხლი 67🔗. საზედამხედველო განხილვა ჩვეულებრივი პროცედურით 1.საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებზე ახორციელებენ სამართლებრივ და დარგობრივ ზედამხედველობას. 2.სამართლებრივი ზედამხედველობის კანონით დადგენილ ფარგლებში მინიჭიბული კომპეტენციების მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცემულ სამართლებრივი აქტის საბოლოო იურიდიულ ძალაში შესვლისათვის დაწესებულია 15 დღიანი გადასინჯვის ვადა. თუ კანონით დადგენილ ამ ვადაში ზედამხედველმა სახელმწიფო ორგანომ საკრებულოში არ წარადგინა დასკვნა სამართლებრივი აქტის კანონმდებლობასთან შეუსაბამობის საფუძვლით, მაშინ ამ ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო კარგავს უფლებას საკრებულოს სამართლებრივი აქტის გასაჩივრებაზე და იგი იწყებს ამოქმედებას. 3.საკრებულო ვალდებულია მორიგ სხდომაზე განიხილოს საზედამხედველო ორგანოს მიერ შეტანილი დასკვნა და უარი განაცხადოს მის დაკმაყოფილებაზე. ასეთ შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული და ხელს უნდა აწერდეს საკრებულოს თავმჯდომარე. უარი მიიღება დადგენილების სახით, რომელიც დგება კენჭისყრაზე და მას მხარს უნდა უჭერდეს საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა. 4.იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო არ დააკმაყოფილებს საზედამხედველო ორგანოს დასკვნას, ან კიდევ თუ საზედამხედველო ორგანო შაეჩერებს, ან გააუქმებს საკრებულოს სამართლებრივ აქტს, მაშინ საკრებულო კენჭს უყრის წინადადებას ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესახებ და ამისათვის დანიშნავს სასამართლოში საკრებულოს სახელით გამომსვლელ პირს. ამ პროცედურაზე ვრცელდება ჩეულებრივი გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი წესი. 5.თუ საკრებულო მიიჩნევს, რომ საზედამხედველო ორგანოს დასკვნა სამართლიანია, მაშინ იწყება დასკვნაში მითითებული შენიშვნების განხილვის პროცედურა, სადაც მომხსენებელად ინიშნება საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოყოფილი პირი და კენჭისყრაზე ერთიანად დგება დასკვნაში მითითებული საკითხების მისაღებობა. გადაწყვეტილება მიიღება ჩვეულებრივი პროცედურის მიხედვით. 6.იმ შემთხვევაში, თუ საზედამხედველო ორგანოს დასკვნაში მითითებული საკითხები დაუსაბუთებელია, ან მისი სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ კამათს იწვევს, მაშინ შესაძლებელია კენჭისყრის გამართვამდე საკრებულოსა და საზედამხედველო ორგანოს შორის გაიმართოს კონსულტაციები. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს გამოყოს საკრებულოს წევრთაგან ჯგუფი და მისცეს დავალება კონსულტაციების გამართვის თაობაზე. თუ კონსულტაციის შედეგების მიხედვით შეთანხმება მიიღწევა, მაშინ საკრებულოს სხდომაზე კენჭი ეყრება შეთანხმებულ ვარიანტს, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცედურა გაგრძელდება ჩვეულებრივი წესით.  თავი XVI . განსაკუთრებული პროცედურები მუხლი 68🔗. განსაკუთრებული პროცედურების წესები 1.ეს პროცედურები მოიცავენ სხვა პროცედურებისაგან გასხვავებულ წესებს, რომლებიც არეგულირებენ საკრებულოს პირველი სხდომის, ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვა-მიღების, მერისათვის უნდობლობის გამოცხადების, საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, პეტიციით ინციირებული საკითხის განხილვა-მიღებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ისეთი საკითხების განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას, რომლებსაც ესაჭიროებათ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ნახევრის მხარდაჭერა. 2. ამ პროცედურით მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება საკრებულოს დადგენილების სახით, რომელსაც ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე და ქვეყნდება საერთო წესის მიხედვით. მუხლი 69🔗. ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრება და პირველი სხდომა 1. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა იმართება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დღეს ნიშნავს მესტიის საარჩევნო ოლქის კომისიის თავმჯდომარე.. საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ საოლქო საარჩევნო კომისია არჩეულად გამოაცხადებს საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედს.  2. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა ორი მესამედისა.  3. ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის საარჩევნო ოლქის კომისიის თავმჯდომარე, რომელიც სიტყვას აძლევს უხუცეს საკრებულოს წევრს და საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას. 4. ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოში არჩეულ პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, პროპორციულობის პრინციპის დაცვით, საკრებულოს წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, აირჩევა საკრებულოს დროებითი სამანდატო და დროებითი ხმის დამთვლელი კომისიები 3-3 წევრის შემადგენლობით, რომლებიც თავიანთი წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევენ თავმჯდომარესა და მდივანს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადებას, დარიგებასა და კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის დროს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია საქმიანობას წყვეტს ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვასთან ერთად. დროებით სამანდატო კომისიას უფლებამოსილება უწყდება საპროცედურო საკითხთა კომისიის დაკომპლექტებისთანავე.  5. მესტიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს აცნობებს არჩევნების შედეგებს და საკრებულოს დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ). დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ მუხლში აღნიშნულ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს საკრებულოს, რომელიც დადგენილებით ცნობს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილებას დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით. ამ სიაში არ შედის იმ კანდიდატის გვარი, რომლის არჩევის კანონიერება საეჭვოა ან მისი კანონიერად არჩევის საკითხი გასაჩივრებულია სასამართლოში. აღნიშნული საკითხის შემდგომი განხილვა წარმოებს საპროცედურო კომისიაში  6.თუ საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, საკრებულოს სხდომა წყდება. მომდევნო სხდომას იწვევს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება საკრებულოს წინაშე საკრებულოს წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად. ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 70🔗. ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე თანამდებობის პირების არჩევა და მუდმივმოქმედი ორგანოების შექმნა  1. ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე საკრებულოს წევრები დროებით სამანდატო კომისიას წარუდგენენ სათანადო განცხადებასა და დოკუმენტაციას ფრაქციების, შექმნის თაობაზე.  2. საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისია სხდომას აწვდის ინფორმაციას ფრაქციების, შექმნის შესახებ, ან ასეთი განაცხადების რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის შესახებ.  3. ფრაქციების შექმნისთანავე დროებითი სამანდატო კომისია შეიმუშავებს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და გადასცემს ფრაქციებს. დროებითი სამანდატო კომისია საკრებულოს სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულოს სხდომა. 4 .ახალარჩეული საკრებულო პირველ სხდომაზე საკითხებს განიხილავს შემდეგი თანამიმდევრობით: ა) ირჩევს საკრებულოსს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს; ბ) დადგენილებით ქმნის კომისიებს და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს მათ თავმჯდომარეებს; გ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განიხილავს კომისიების შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს 5.ამ საკითხებზე კენჭისყრა იმართება ბიულეტენებით (გარდა კომისიათა შემადგენლობისა). მუხლი 71🔗. ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვა და მიღება 1.მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტს ამზადებს და საკრებულოში მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე განსახილველად წარადგენს მუნიციპალიტეტის მერი. ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) დასაგეგმი წლიური ბიუჯეტის პარამეტრების გათვალისწინებით უახლოესი სამი წლის დასაგეგმი ბიუჯეტის ხარჯები და შემოსავლების, ფინანსური და არაფინანსური აქტივების ოპერაციებისა და ვალდებულებათა აგრეგირებულ მაჩვენებლებს. ბ) მიმდინარე წლის დასაგეგმი და მომდევნო სამი საბიუჯეტო წლების, ასევე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების პრიორიტეტებს; გ) მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიან პტიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებლი ძირითადი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს; დ) ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ბიუჯეტის ბალანსის თაობაზე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, საბიუჯეტო შემოსულობების, ნაშთის ცვლილებების, საბიუჯეტო ასიგნებების მოცულობის კლასიფიკაციის მეორე თანრიგის მიხედვით მხარჯავი დაწესებულებებისათვის (გარდა ორგანიზაციული კლასიფიკაციისა), პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას, ასიგნებების მოცულობას ორგანიცაზიული კლასიფიკაციის მიხედვით, სარეზერვო ფონდის მოცულობას, დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებით და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს, მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიან პრიოტეტების მიზნებს, ამოცანებს და შედეგებს. პროგრამულ და კაპიტალურ ბიუჯეტებს; ე) ბიუჯეტის პროექტს თან უნდა ერთოდეს განმარტებითი ბარათი და მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მოკლე ანგარიში; მუხლი 72🔗. პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტის წინასწარი განხილვის წესი 1. რეგისტრაციის შემდეგ თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი წინასწარი განხილვისათვის გადაეცემა საკრებულოს კომისიებს და ფრაქციებს. 2. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა, საკრებულოს სხვა კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს წევრების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირების, მოქალაქეების წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბარდება საკრებულოს აპარატს. 3. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს შემოსული შენიშვნების, დასკვნებისა და წინადადებების რეგისტრაციას, სისტემატიზაციას და არაუგვიანეს 25 ნოემბრისა გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარეს. 4. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს გამოთქმული ყველა შენიშვნით უბრუნებს მუნიციპალიტეტის გამგებელს. 5. მერი ვალდებულია საფინანსო სამსახურთან, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან და შენიშვნის ავტორებთან ერთად განიხილოს ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებული ვარიანტი შენიშვნებზე დასკვნასთან ერთად (რომელშიც აღინიშნება თითოეული შენიშვნა და ამ შენიშვნის მიღების ან უარყოფის დასაბუთება) არაუგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგინოს საკრებულოს. 6. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნას და ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს (შესწორების შემთხვევაში) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი მერის მიერ მისი შემოტანიდან 2 დღის ვადაში. მუხლი 73🔗. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის წესი 1. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება: ა) შენიშვნების არ არსებობის შემთხვევაში ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებიდან არაუადრეს ორი კვირისა, ბ) შენიშვნების არსებობის შემთხვევაში შენიშვნების შესახებ მერის დასკვნის გამოქვეყნებიდან არა უადრეს ერთი კვირისა. 2. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. თუ ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული იქნა შენიშვნები, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად თანამოხსენებით გამოდის მერი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს გამოთქმულ შენიშვნებზე დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ან ამ კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნას. 3. მომხსენებლის (მომხსენებელთა) და თანამომხსენებლის (თანამომხსენებელთა) მოსმენის შემდეგ შესაძლებელია დაიწყოს (თუ ამ რეგლამეტით გათვალისწინებული პროცედურა იქნება დაცული) პოლტიკური დებატები ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 4. ბიუჯეტის პროექტის განხილვა წარმოებს ერთი მხრივ ნომერთა რიგის მიხედვით და მეორე მხრივ, ნომერთა იმ ჯგუფის მიხედვით, რომლებიც წარმოადგენდნენ ცალკე უწყებათა საფინანსო ხარჯების ნუსხას. 5. პირველად განიხილება ხარჯთაღრიცხვის ზოგადი საფუძვლები, შემდეგ პროექტის ცალ-ცალკე მუხლები. 6. შემოსავლის პროექტის განხილვის დროს ჯერ უნდა მოხდეს პროექტის ზოგადი საფუძვლების განხილვა, ხოლო შემდეგ ცალ-ცალკე მუხლების. 7. როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების თითოეულ მუხლს ცალ-ცალკე უნდა ეყაროს კენჭი. 8. საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ. გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ მიიღება საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. 9. საკრებულოს სხდომაზე განხილვის დროს ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანა დაიშვება მხოლოდ მერის თანხმობით. თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში ითვლება, რომ პროექტის შესაბამისი მუხლი არ იქნა მიღებული, თუ საკრებულოს სხდომის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება. 10. თუ საკრებულომ არ დაამტკიცა მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში – ბიუჯეტის პირვანდელი რედაქცია, საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის 3/5-ით დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიცირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ამ რეგლამენტის შესაბამისად მერისათვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი. მუხლი 74🔗. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი 1. თუ საკრებულომ ვერ შეძლო ვერც წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის და ვერც ალტერნატიული ვარიანტების მიღება, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოსა და მერის თანამდებობის პირთა მონაწილეობით. 2. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში ამზადებს ბიუჯეტის შეჯერებულ პროექტს, რომელსაც განიხილავს საკრებულო ამ რეგლამენტის 74-ე და 75-ე მუხლებით დადგენილი წესით. მუხლი 75🔗. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება და გამოქვეყნება 1. ბიუჯეტის პროექტს ამტკიცებს საკრებულო საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით (გარდა რეგლამენტის 72-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ყოველი კალენდარული წლისათვის ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, მაგრამ გამონაკლის შემთხვევაში არაუგვიანეს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებიდან სამი თვის ვადაში. 2. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში აისახება: ა) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების როგორც საერთო მოცულობა შემოსავლის ძირითადი წყაროებისა და ხარჯების მიმართულებების, ისე შემოსავლის ყოველი სახეობის, თითოეული მხარჯავი სუბიექტისა და ღონისძიებების მიხედვით ფუნქციონალური და ეკონომიკური საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად; ბ) სარეზერვო ფონდის მოცულობა; გ) წლის დასაწყისისათვის არსებული გამოუყენებელი სახსრების, მათ შორის, გარდამავალი საბრუნავი საშუალებების მოცულობა; დ) წლის დასაწყისისათვის არსებული ვალდებულების დაფარვისა და მომსახურების ასიგნების მოცულობა. 3. დამტკიცებული ბიუჯეტის გამოქვეყნებას და ბიუჯეტის ტექსტის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. მუხლი 76🔗. ბიუჯეტის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება 1. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარადგენს მერი საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში. 2. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში რეგლამენტით დადგენილი წესით აქვეყნებს საჯარო განხილვისათვის. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად სავალდებულოა გამოქვეყნდეს დამოუკიდებელი აუდიტის შემოწმების მასალები და დასკვნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საფინანსო საქმიანობის შესახებ, აგრეთვე ცნობა რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა ანგარიში განსახილველად, კომისიაში ანგარიშის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, ანგარიშის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები ანგარიშთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა. 3. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია და ფრაქციები დასკვნას ბიუჯეტის ანგარიშთან დაკავშირებით საკრებულოს აპარატს გამოსაქვეყნებლად წარუდგენენ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით. 4. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშისა და აუდიტორული დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ საკრებულოს შეუძლია ჩაატაროს საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა და გაიგოს ბიუჯეტისადმი მოსახლეობის დამოკიდებულება. 5. საკრებულოს ასევე უფლება აქვს მიღებული ბიუჯეტი ან ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გააცნოს ფართო წარმომადგენლობით აუდიტორიას და შეხვედრები მოაწყოს როგორც საზოგადოებრივი დარბაზის, ასევე სასოფლო კრებების მეშვეობით . 6. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს მერი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას წარუდგენს ანგარიშთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებზე ახსნა–განმარტებას. საკრებულო თანამოხსენებლის ფორმით ისმენს დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნას და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებას საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებთან დაკავშირებით (საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ჩატარების შემთხვევაში). 7. მომხსენებელთა და თანამომხსენებლის (თანამომხსენებელთა) მოსმენის შემდეგ შესაძლებელია დებატების დაწყება თუ დაცული იქნება ამ რეგლამენტის დადგენილი წესი. 8. საკრებულო, არაუგვიანეს 1 მაისისა იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. საკრებულოს მიერ 1 მაისამდე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობა ნიშნავს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დაუმტკიცებლობას. მუხლი 77🔗. საფინანსო ხასიათის ადმინისტრაციულ-ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვის განსაკუთრებული წესი 1. საფინანსო ხასიათის ადმინისტრაციულ- ნორმატიული აქტის პროექტად ითვლება ყველა ის პროექტი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსებზე. ნორმატიული აქტის პროექტის ხასიათის საკითხს წყვეტს საკრებულოს ბიურო საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და მერიის საფინანსო სამსახურის დასკვნების საფუძველზე. 2. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის დაწყებისათვის აუცილებელია მერის და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა ამ ნორმატიული აქტის პროექტის ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსებზე გავლენის შესახებ. 3. ყველა საფინანსო ხასიათის ნორმატიული აქტის პროექტს უნდა ახლდეს დასკვნა და წინადადებები ხარჯების დაფარვის შესაძლო გზების თაობაზე. 4. საფინანსო ხასიათის ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან/და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, საკრებულოს განსახილველად წარედგინება მერიდს თანხმობით და/ან მერის მიერ. 5. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვა და მიღება ხდება საბიუჯეტო ნორმატიული აქტის მიღების წესის შესაბამისად. მუხლი 78🔗. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება საკრებულოს სხდომას შეუძლია თანამდებობიდან გადააყენოს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურული წესები განსაზღვრულია ამ რეგლამენტის 47-ე მუხლით. მუხლი 79🔗. საკრებულოს თანამდებობის პირების გადადგომა და გადაყენება 1.საკრებულოს თანამდებობის პირს ნებისმიერ დროს აქვს უფლება გადადგეს თანამდებობიდან. გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთება შეიძლება როგორც ზეპირად ასევე წერილობით. თანამდებობის პირი გადამდგარად ჩაითვლება განცხადების საკრებულოს სხდომის ოქმში ან ბიუროს სხდომის ოქმში რეგისტრაციის მომენტიდან. 2.საკრებულოს თანამდებობის პირის გადაყენება ხორციელდება ამ რეგლამენტის დადგენილი წესით. მუხლი 80🔗. მუნიციპალიტეტის მერისათვის უნდობლობის გამოცხადების წესი 1.მუნიციპალიტეტის მერისათვის უნდობლობის გამოცხადებისა და მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნის უფლება აქვს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს და მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ამომრჩეველთა არანაკლებ 20%-ს. 2. ამომრჩევლეთა ინიციატივით დაყენებული მოთხოვნის პროცედურის დასაწყებად საჭიროა სულ მცირე 10-კაციანი საინციატივო ჯგუფის განაცხადი, რომელიც რეგისტრაციაში უნდა გატარდეს საკრებულოს აპარატში. განაცხადში მითითებული უნდა იყოს თვითოეული ხელმომწერის გვარი, სახელი, პირადობის ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და საცხოვრებელი მისამართი. განაცხადში მოკლედ უნდა იყოს დასაბუთებული მერისათვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნის საფუძვლები. განაცხადი რეგისტრაციაში გატარებისთანავე ქვეყნდება საჯარო წესით ამ რეგლამენტის მიხედვით. 3. რეგისტრაციაში გატარების შემდგომ, საკრებულოს აპარატი ვალდებულია სამი დღის ვადაში გასცეს შესაბამისი მოწმობა. განაცხადის რეგისტრაციაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ საინიციატივო ჯგუფს დარღვეული აქვს ორგანული კანონითა და ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები. უარი შეიძლება 2 დღის ვადაში გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც თავის მხრივ განიხილება 5 დღის ვადაში. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში 2 დღიან ვადაში, რომელიც განხილული უნდა იქნეს 5 დღიან ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. 4. საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს რეგისტრაციის მოწმობის მიღების მომენტიდან. საკრებულო ამისათვის გასცემს სპეციალური ბლანკის ნიმუშს, რომელსაც ამრავლებს საინიციატივო ჯგუფი იმდენ ეგზემპლიარად, რამდენიც ესაჭიროება ხელმოწერების შეგროვებას. თვითოეულ ბლანკზე ხელმოწერების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 პირზე მეტს და მასში საკუთარი ხელით უნდა ჩაიწეროს ხელმომწერის გვარი, სახელი, დაბადების წელი, პირადობის მოწმობის ან პირადი ნომერი, რეგისტრაციისა და საცხოვრებელი მისამართი, ასევე დასმული უნდა იყოს ხელმოწერის თარიღი და პირი თავად უნდა აწერდეს ხელს. თვითოეულ ასეთ ფურცელს (ბლანკს) ბოლოში ხელს უნდა აწერდეს მის შევსებაზე პასუხისმგებელი პირი, სადაც უნდა მიეთითოს მისი სახელი და გვარი, ასევე მისამართი. თვითოეული ასეთი ფურცელი უნდა წარედგინოს ნოტარიუსს ან საკრებულოს აპარატს და დადასტურებული უნდა იყოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის ნამდვილობა. 5. საინიციატივო ჯგუფს ხელმოწერების შეგროვებისათვის ეძლევა არაუმეტეს ერთი თვისა, რომლებმაც ამ ვადაში უნდა წარუდგინონ საკრებულოს თავმჯდომარეს სულ მცირე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20% ხელმოწერა მაინც, რომლითაც დასტურდება, რომ ისინი მოითხოვენ გამგებლისათვის უნდობლობის გამოცხადებას. 6. საკრებულოს თავმჯდომარე ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს ამისათვის უფლებამოსილ საკრებულოს აპარატის მოხელეს ან მოხელეთა ჯგუფს და ამ მომენტიდან იწყება შემოწმების პროცესი, რომელიც არ უნდა გაგრძელდეს 5 დღეზე მეტი ხნით. შემოწმებელი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და თუ ბათილი ხელმოწერების რაოდენობის 10 % მაინც გაბათილდა, მაშინ მთლიანად ამოწმებს დანარჩენი ხელმოწერების ნამდვილობას. მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება საინიციატივი ჯგუფს და ხარვეზის შესავსებად ეძლევა 2 დღიანი ვადა. თუ ამ ვადაში საინიციატივო ჯგუფი ვერ შეძლებს ხარვეზის გამოსწორებას, მაშინ საკითხი მოიხსნება პროცედურიდან და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში არ შეიტანება. 7.ხელმოწერა ბათილად ჩაითვლება თუ: ა) მითითებული არ არის ან არასწორად არის მითითებული ხელმომწერის სახელი და გვარი, ან დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი); ბ) მითითებული არ არის ან არასწორად არის მითითებული რეგისტრაციისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართ (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლის ან ბინის ნომერი); გ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას. დ) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ის ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც არის შესრულებული ხელმოწერა. ე) ხელმომწერი არ არის რეგისტრირებული მოცემულ მუნიციპალიტეტში ან კიდევ არასწორად არის მითითებული მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პირადი ნომრები. 8.მთლიანად ბათილია ბლანკზე არსებული ყველა ხელმოწერა, თუ მასზე აღნიშნული არ არის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა, ასევე თუ იგი დამოწმებული არ არის სანოტარო ბიუროსაგან ან საკრებულოს აპარატის სპეციალურად უფლებამოსილი პირისაგან; 9.საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების შემოწმების შემდეგ, განაცხადი და თანდართული ხელმოწერების დოკუმენტები მთლიანად გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ან უარს ებნევა ინიციატორს საკითხის საკრებულოს დღის წესრიგში განსახილველად შეტანაზე, ან კიდევ საკრებულოს ბიუროს წარუდგენს წინადადებას საკითხის დღის წესრიგში შეტანაზე. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია 15 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს თავმჯდომარე, ამ ვადაში არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, მაშინ ჩაითვლება, რომ საინიციატივო ჯგუფს უარი ეთქვა საკითხის საკრებულოს დღის წესრიგში შეტანაზე და საინიციატივოო ჯგუფს უფლება ეძლევა მეთექვსმეტე დღიდან 5 დღის ვადაში გაააჩივროს სასამართლოში ამ მუხლით დადგენილი წესითა და ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ გააუქმა საკრებულოს თავმჯდომარის უარი, ან დავალება მისცა საკრებულოს თავმჯდომარეს საკითხის დღის წესრიგში შეტანაზე, მაშინ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია საკითხი დააყენოს საკრებულოს განსახილველად; 10.საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მიერ შეტანილი ინიციატივა მერისათვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე საკრებულომ უნდა განიხილოს ჯერ ბიუროს სხდომაზე და შემდგომ საკრებულოს სხდომაზე. მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული და თან ერთვოდეს მტკიცებულება, რომელიც დამაჯერებელს ხდის მოთხოვნის სამართლიანობის საფუძველს. მოთხოვნა უნდა იყოს ხელმოწერილი თვითოეული საკრებულოს წევრის მიერ და ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს საპროცედურო კიმისიის მიერ. 11. მერისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა იწყება ინიციატორის მოხსენებით (საინიციატივო ჯგუფის შემთხვევაში საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. მომხსენებლისათვის შეკითხვების დასმის შემდგომ სიტყვა მიეცემა მერს ან მის მიერ რწმუნებით აღჭურვილ პირს, რომლისთვისაც მას გამოეყოფა 15 წუთი. სხდომის თავმჯდომარის მიერ ეს დრო შეიძლება გაუგრძელდეს 5 წუთის ფარგლებში. საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ შეკითხვები დაუსვან მერს ან მის წარმომადგენელს. საჭიროების შემთხვევაში ამ საკითხზე შეიძლება გაიმართოს პოლიტიკური დებატები. საკრებულოს თავმჯდომარეს კენჭისყრამდე უფლება აქვს გამოვიდეს 10 წუთიანი სიტყვით. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, საკითხი დგება კენჭისყრაზე; გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება და მერი თანამდებობიდან გადაყენებულად ითვლება თუ მისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ორმა მესამედმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუშვებელია იგივე საკითხის დასმა უახლოესი 6 თვის განმავლობაში. 12.დაუშვებელია მერისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმა მერის არჩევიდან 6 თვის განმავლობაში და მისი უფლებამოსილების ვადის დასრულებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მუხლი 81🔗. პეტიციის განხილვის წესი 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ამომრჩევლებს უფლება აქვთ პეტიციის წესით მიმართონ საკრებულოს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მიღების მოთხოვნით, ან მერისათვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით. პეტიციის მოთხოვნის საგანი ასევე შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირის საქმიანობის კანონიერების შემოწმება. 2. არანაკლებ ათკაციანი საინიციატივო ჯგუფი განაცხადით მიმართავს საკრებულოს თავჯდომარეს და წარუდგენს შესაბამის მოთხოვნას, რომელსაც უნდა ერთვოდეს საკრებულოს მიერ განსახილველად მისაღები ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის პროექტი ან კიდევ უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნის დასაბუთება. 3. სამართლებრივი აქტის მიღების მოთხოვნას რეგისტრაციისათვის საჭიროა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ამომრჩევლების საერთო რაოდენობის მინიმუმ ერთი პროცენტი, ხოლო უნდობლობის საკითხის რეგისტრაციისათვის 20%. 4 პეტიციის განაცხადის მიღება, ხელმოწერების შეგროვება, მოთხოვნის რეგისტრაცია, მის დაკმაყოფილებაზე უარი და გასაჩივრების წესი, ასევე საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტის ამ მუხლით დადგენილი პროცედურებით. 5. პეტიციის მოთხოვნა, რომელიც მიმართულია მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირის საქმიანობის კანონიერების შესწავლისაკენ, რეგისტრირდება ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვის გარეშე. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ასეთი მოთხოვნის პეტიცია შესასწავლად გადაეცემა საკრებულოს შესაბამის კომისიას, ან კიდევ ამ საკითხის შესწავლისათვის საკრებულოს სხდომაზე კენჭი ეყრება დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს. მუხლი 82🔗. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა 1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიას. 2. კომისია ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს რეკომენდაცია დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ. 3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. მუხლი 83🔗. პეტიციის წესით შემოტანილ წინადადებათა და ნორმატიული აქტების პროექტთა განხილვა 1. პეტიციის წესით დაყენებულ საკითხებს საკრებულო სხდომაზე განიხილავს შემოტანიდან ერთი თვის ვადაში, თუ პეტიციით საკითხის განხილვის უფრო გვიანი ვადა არა არის მითითებული. 2. საკრებულოს აპარატი შემოტანილი საკითხის ინიციატორებს სხდომის დღეს აცნობებს საკრებულოს სხდომის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე მაინც. 3. წინადადების ან ნორმატიული აქტის პროექტის საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს გამოყოს მომხსენებელი, რომელიც სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს საკრებულოსა და შესაბამისი კომისიის სხდომებზე ამ საკითხის განხილვაში. მუხლი 84🔗. ნორმატიული აქტის პროექტის ხელახალი განხილვა აუცილებლობის მოთხოვნით 1. მერს უფლება აქვს ამ რეგლამენტით დადგენილი ვადის გასვლამდე საკრებულოს სხდომაზე დააყენოს საკრებულოს მიერ უარყოფილი ნორმატიული აქტის პროექტი ხელახალი განხილვის საკითხი მისი აუცილებლობის მოთხოვნით. 2. საკრებულოს შესაბამის კომისიას და/ან საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე დააყენოს საკითხი მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. 3. მერს ეთქმევა უარი, თუ ამ წინადადებას მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხვა შემთხვევაში შეიქმნება შემთანხმებელი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს და საკრებულოს სხდომას წარუდგენს შესაბამის ნორმატიული აქტის პროექტს. 4. საკრებულოს სხდომა, შემთანხმებელი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტის პროექტის განხილვას იწყებს ამ რეგლამენტით დადგენილი პროცედურის დაცვით. 5. თუ საკრებულოს მიერ ხელახლა იქნა უარყოფილი ნორმატიული აქტის პროექტი, იგი მხოლოდ სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება იქნეს შემოტანილი ხელახლა განსახილველად. მუხლი 85🔗. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხელშეკრულებები 1.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ამტკიცებს მერის მიერ დადებულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს. 2.თუ ხელშეკრულება დადებულია მუნიციპალიტეტის მერსა და იურიდიულ ან ფიზიკურ პირებთან, მაშინ საკრებულოს მიერ მისი დამტკიცება წარმოებს სპეციალური პროცედურული წესის მიხედვით; 3. იმ შემთხვევაში, როდესაც მუნიციპალიტეტის მერიებს შორის იდება ერთობლივი ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ან კიდევ„ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებს და ხელისუფლების ორგანოებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ“ ევროპული კონვენციის საფუძველზე იდება შეთანხმება, კონტრაქტი ან სტატუტი, მაშინ ასეთი ხელშეკრულებების დამტკიცება წარმოებს განსაკუთრებული პროცედურული წესით, რომლის მიღებას ესაჭიროება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა. მუხლი 86🔗. მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლოების მიღების წესი 1. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფო სიმბოლოები, რომელიც გამოიხატება ჰერალდიკური ნიშნებით დროშისა და გერბის სახით. 2. მუნიციპალიტეტის მერის, ან საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით მომზადებული პროექტი მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს და გადაეცეს ადგილობრივ მოსახლეობას სახალხო განხილვისათვის. 3. საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას პროექტის სახალხო განხილვისათვის გადაცემის თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში ქმნის სახალხო განხილვის უზრუნველყოფისათვის საორგანიზაციო ჯგუფს. პროექტის სახალხო განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. 4.სახალხო განხილვის დროს შემოსული მოსაზრებები, წინადადებები და შენიშვნები გადაეცემა საკრებულოს კომისიებს და პროექტის საბოლოო ვარიანტი საკრებულოს აპარატის მიერ 10 დღის ვადაში წარედგინება საკრებულოს ბიუროს. 5. საკრებულოს ბიუროს მიერ მოწონებული პროექტი საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერით გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, რომელთან კონსულტაციისა და შეთანხმების შემდეგ, პროექტის საბოლოო ვარიანტი დასამტკიცებლად უბრუნდება საკრებულოს. 6.საკრებულოს ბიუროს უახლოეს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში კენჭისყისათვის შეაქვს პროექტი მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ, რომელიც მხოლოდ კენჭის ყრის პროცედურას ითვალისწინებს. პროექტი მიღებულად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა საკრებულოს წევრების ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადსგენლობის ერთი მესამედისა. მუხლი 87🔗. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის შექმნის, გაყოფისა და გაუქმების წესი. 1.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის შექმნის, გაერთიანების, გაყოფის, საზღვრების შეცვლის ან ადმინისტრაციული ცენტრის შეცვლის თაობაზე პროექტს ამზადებს მუნიციპალიტეტის მერი და შეაქვს საკრებულოში. 2. პროექტს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი დასაბუთება და კონკრეტული დახასიათება, რომელიც უნდა შეიცავდეს დასახლების ჩამონათვალს და რაოდენობას, სახელწოდებას, სქემატური რუკებსა და ადგილობრივი საზღვრების კონტურებს. 3. საკრებულო ქმნის მუნიციპალიეტის შერეულ (მერის და საკრებულოს წევრებისაგან შემდგარ) კომისიას, რომელიც ამზადებს პროექტის საბოლოო ვარიანტს და აქვეყნებს მას სახალხო განსხილვისათვის იგივე პროცედურით, რომელიც გათვალისწინებულია რეგლამენტით. 4. პროექტი საბოლოო სახეს იძენს მისი სახალხო განხილვის შემდეგ, რომელიც მოწონებული უნდა იყოს საკრებულოს ბიუროს მიერ. შერეული კომისია საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შუამდგომლობას, რომელიც საკრებულოს სახელით უნდა გაეგზავნოს საქართველოს სამთავრობო კომისიას ამ მუხლის მეორე პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად. 5. საქართველოს სამთავრობო კომისია განიხილავს საკრებულოს შუამდგომლობას და განხილვის შედეგებს თავისი ინიციატივით უგზავნის საკრებულოს, რომელმაც 20 დღის განმავლობაში სდომაზე უნდა განიხილოს აღნიშნული საკითხი და ჩამოაყალიბოს ერთობლივი მოსაზრება, რომელიც კვლავ უკან უნდა გადაეგზავნოს სამთავრობო კომისიას. მოსაზრება ფორმდება საკრებულოს სხდომის ოქმში, რომელშიც აღინიშნება სხდომაზე გამოთქმული წინადადებები და საკრებულოს საბოლოო პოზიცია. 6. 85-ე მუხლში გამართული კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს სამთავრობო კომისიას პროექტი განსახილველად შეაქვს საქართველოს პარლამენტში. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს გაასაჩივროს პარლამენტის გადაწყვეტილება სასამართლოში 7.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის ან თემის თვითმმართველობის ტერიტორიული ერთეულის შექმნა ან გაერთიანება შედის მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი და უმრავლესობით ამტკიცებს საკრებულოს სხდომა . მუხლი 88🔗. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა 1.საკრებულოს უფლებამისილება ვადამდე შეუწყდება იმ შემთხვევაში, თუ წევრების რაოდენობა შემცირდება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით და საკრებულო დაკარგავს ქმედუნარიანობას. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან სამი თვის ვადაში არ დაამტკიცებს მერიის მიერ წარდგენილ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტს, მაშინ უფლებამოსილება უწყდება როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ასევე მუნიციპალიტეტის მერს. 2. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო ვერ შეიკრიბება 6 თვის განმავლობაში, ან შეიკრიბება, მაგრამ კვორუმის არ არსებობის გამო სხდომები ვერ ტარდება, მაშინ საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდება. 3. საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დადგენილებას იღებს მხოლოდ მთავრობის წარდგინებით, პარლამენტის თანხმობით საქართველოს პრეზიდენტი. თავი XVII საკრებულოს საქმიანობის ადმინისტრაციული წარმოების წესი მუხლი 89🔗. ადმინისტრაციული წარმოების წესი კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში 1. საკრებულო კოლეგიური წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც ყველა საკითხს ამზადებს და იხილავს კოლეგიური ადმინისტრაციული წარმოების წესით.. 2. საკრებულოში ნორმატიული სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით „ დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები..საკრებულოში კოლეგიური ორგანოა საკრებულოს სხდომა, საკრებულოს ბიუროს სხდომა, საკრებულოს კომისიის სხდომა და სხვა საკრებულოს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოები. 3. კოლეგიურ ორგანოში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც შედგება საკრებულოს თავმჯდომარის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კომისიის თავმჯდომარეების, აპარატის უფროსისა და სპეციალისტებისაგან. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს გადაგზავნოს განცხადება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში, ან დაუბრუნოს იგი განმცხადებელს, თუ მასში დასმული საკითხების გადაწყვეტა კოლეგიურ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას არ განეკუთვნება. 4. საკრებულოს ან მისი კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართელოს კანონს, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ამ რეგლამენტით დადგენილ ნორმატიულ და პროცედურულ მოთხოვნებს. 5. საკრებულოს ყველა გადაწყვეტილების გასაჩივრება წარმოებს საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ და „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ საფუძველზე. მუხლი 90🔗. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება კოლეგიურ ორგანოში 1.გადაწყვეტილება ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე წერილობითია და წარმოაგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ადმინისტრაციული წარმოება ნორმატიული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მისაღებად შეიძლება დაიწყოს ფიზიკური ან იურიდიული პირის, ან კიდევ ადმინისტრაციული ორგანოს განცხადების (წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) მხოლოდ კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2.ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი უნდა გამოქვეყნდეს მესტიის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. პროექტთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს ცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, ამ სამართლებრივი აქტის მიღების ვადა, კოლეგიური ორგანოს მისამართი და მოსაზრებების წარდგენის ვადა; მუხლი 91🔗. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების ვადა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართელებრივი აქტის მომზადებისა და მიღების ვადა განისაზღვრება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით კანონის ოთხოვნათა შესაბამისად.  მუხლი 92🔗. საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმება 1. საკრებულოს სამართლებრივი აქტები სრულდება შესაბამის ბლანკებზე საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესის შესაბამისად. 2. საკრებულოს სამართლებრივი აქტი შედგება ორი ნაწილისაგან: აღწერილობითი (პრეამბულა ან დასაბუთების ნაწილი) და სარეზოლუციო (დადგენილებითი). საკრებულოს სამართლებრივი აქტების სათაური უნდა იყოს მოკლე და შეესაბამებოდეს დოკუმენტის შინაარსს. 3. საკრებულოს სამართლებრივი აქტებში უნდა იქნეს მითითებები რომელი კანონის ან ნორმატიული აქტის შესასრულებლად ან გამომდინარე გამოიცემა კონკრეტული სამართლებრივი აქტი, ასევე მითითებები თუ საკრებულოს რომელი სამართლებრივი აქტების ან მათი ცალკეული პუნქტების ძალადაკარგულად ცნობა ცხადდება, ან თუ რომელი ახალი დოკუმენტი გამორიცხავს (არ შეესაბამება) ადრე გამოცემულის (მიღებულის) მოქმედებას. 4. საკრებულოს სამართლებრივი აქტებში სამართლებრივი აქტების აღნიშვნისას მიეთითება ასეთი აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი, აქტის სახე და სათაური, ზუსტი და სრული სახელწოდება, მიმღები (გამომცემი) ორგანო, ძალაში შესვლის თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი. 5. საკრებულოს სამართლებრივი აქტებში დაუშვებელია ტერმინების შემოკლებული ფორმების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტის ტექსტში მითითებულია სათანადო აღნიშვნა ტერმინის შემოკლებული ფორმის შემდგომი გამოყენების თაობაზე. 6. სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო (დადგენილებით) ნაწილში უნდა მიეთითოს თუ რომელი კანონის საფუძველზე (მუხლის მითითებით) და რომელ ორგანოში და რა ვადაში უნდა გასაჩივრდეს წინამდებარე აქტი, ასევე უნდა მიეთითოს იმ ორგანოს მისამართი, რომლის განსჯადობასაც მიეკუთვნება გასაჩივრება. 7. საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა რედაქტირებას და დოკუმენტალურ გაფორმებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. 8. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს აპარატის უფროსის ვიზირების შემდეგ საკრებულოს მიერ მიღებიდან ორი დღის ვადაში გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად. მუხლი 93🔗. საკრებულოს სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება 1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე www.mestia-sakrebulo.ge და გაზეთ ,,ლილე"–ში საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში თუ ამ აქტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი. 2. თუ ნორმატიული აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა, პროექტი ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე, ხოლო გაზეთში ქვეყნდება მხოლოდ მისი დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ პროექტის გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში. 3. ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს ვებგვერდზე და გაზეთში, ასევე ამ რეგლამენტით დადგენილი წესით სავალდებულოა გამოქვეყნდეს ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა. 4. საკრებულოს ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე (www.mestia-sakrebulo.ge), ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ასევე, საკრებულოს ვებგვერდზე (www.mestia-sakrebulo.ge), და გაზეთში ,,ლილე”. 5. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე www.mestia-sakrebulo.ge და გაზეთ ,,ლილე"–ში საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი. მუხლი 94🔗. საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა 1. საკრებულოს ნორმატიული ხასიათის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ძალაში შედის მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ ამ აქტში სხვა ვადა არ არის მითითებული. 2. საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ დოკუმენტში სხვა ვადა არ არის მითითებული. მუხლი 95🔗. საკრებულოს სხდომის ოქმი 1. საკრებულოს სხდომის ოქმს საკრებულოს სხდომაზე ადგენს საკრებულოს აპარატის შესაბამისი თანამშრომელი. საკრებულოს წევრს, აგრეთვე საკრებულოს სხდომაზე დამსწრე სხვა პირს უფლება აქვს გაეცნოს სხდომის ოქმს საკრებულოს სხდომის შემდეგ 3 სამუშაო დღის განმავლობაში. შენიშვნები სხდომის ოქმის შესახებ შეიძლება შემოტანილი იქნეს ოქმის გაცნობისათვის განკუთვნილ პერიოდში. სხდომის ოქმის სისწორეზე გამოთქმული შენიშვნები გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც თუ დაეთანხმა გამოთქმულ შენიშვნას იძლევა დავალებას სხდომის ოქმის შესაბამისად შესწორების შესახებ. თუ დაწესებული ვადის განმავლობაში შენიშვნები არ იქნა გამოთქმული ან შენიშვნების შესაბამისად მოხდა სხდომის ოქმის შესწორება და დამატებითი შენიშვნა არ იქნა შემოტანილი, საკრებულოს თავმჯდომარე ხელს აწერს სხდომის ოქმს. თუ საკრებულოს თავმჯდომარე არ გაიზიარებს გამოთქმულ შენიშვნებს, შენიშვნის ავტორს უფლება აქვს მიმართოს შესაბამისი განცხადებით საკრებულოს სხდომას, რომელიც მოცემულ საკითხზე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. 2. სხდომის ოქმში შეიტანება: ა) საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილი, რიცხვი, თვე და წელი; ბ) ოქმის რიგითი ნომერი; გ) საკრებულოს წევრთა სრული, სიითი და სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა; დ) სხდომის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა; ე) სხდომის დღის წესრიგი მომხსენებელთა ვინაობის მითითებით; ვ) სხდომაზე გამომსვლელთა სია; ხ) საკითხები, რომლებიც დაისვა კენჭისყრაზე; თ) კენჭისყრის შედეგები; ი) მიღებული გადაწყვეტილებები. 3. საკრებულოს სხდომის ოქმს ხელმოწერის შემდეგ აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ამ რეგლამენტის 120-ე მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 96🔗. საკრებულოს სხდომის ოქმის შენახვისა და სარგებლობის წესი 1. საკრებულოს სხდომის ოქმი ინახება საკრებულოს აპარატში. 2. სხდომის ოქმი საჯაროა (გარდა იმ საკითხებისა, რომელიც განხილული იქნა დახურულ სხდომაზე). 3. საკრებულოს სხდომის ოქმს თან უნდა დაერთოს; ა) სხდომაზე მონაწილე საკრებულოს წევრთა სატაბელო რეგისტრაციის ფურცელი; ბ) სხდომაზე განხილული პროექტების ორიგინალები; გ) სახელობითი კენჭისყრის ფურცლები, ფარული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი. 4. საკრებულოს სხდომის ოქმზე თანდართული მასალები საკრებულოს აპარატში ინახება სამი თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ბარდება არქივს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი XVIII საკრებულოს სხდომების ორგანიზაციული საქმიანობის პროცედურები  მუხლი 97🔗. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის შედგენა 1. საკრებულოს ბიურო განსახილველი პროექტებისა და სხვა საკითხების ნუსხის საფუძველზე ადგენს საკრებულოს სხდომების დღის წესრიგის პროექტს. 2. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეიტანოს საკითხი, თუ არ არის დარღვეული ამ რეგლამენტით განსაზღვრული საკომისიო განხილვის ვადები. 3. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საკრებულო ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით/ხელის აწევით. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საკითხების თანამიმდევრობის შეცვლა ან ერთმანეთთან დაკავშირებულ ან ერთგვაროვან საკითხებზე საერთო კამათის გამართვა. 4. სხდომის თავმჯდომარის ინიციატივით შეიძლება საკრებულომ მიიღოს გადაწყვეტილება დამტკიცებული დღის წესრიგის ფარგლებში საკითხების თანამიმდევრობის შეცვლის ან საკითხის რიგგარეშე განხილვის შესახებ. ამასთანავე, სხდომის თავმჯდომარის ინიციატივით, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება განხილულ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრის გამართვის თაობაზე. 5. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს წევრს ეძლევა თითოეულს 3-წუთიანი სიტყვა. დროის გაგრძელების საკითხი არ განიხილება. 6. თუ მუნიციპალიტეტის გამგეობა, საკრებულოს წევრი, ფრაქცია, უმცირესობა ან უმრავლესობა მოითხოვს სხდომების დღის წესრიგში საკითხის შეტანას ან დღის წესრიგიდან საკითხის ამოღებას, მაშინ სხდომის თავმჯდომარე განმარტავს დღის წესრიგში საკითხის შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან საკითხის ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კამათის გარეშე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. მუხლი 98🔗. უპირატესი უფლება დღის წესრიგის საკითხების რიგითობაში საკრებულოს სხდომაზე მინიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილი საკითხები, პროექტები და მიმართვები მისი მოთხოვნის საფუძველზე რიგგარეშედ განიხილება  მუხლი 99🔗. საკრებულოს სხდომის წარმართვა 1. საკრებულოს სხდომას, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა საკრებულოს თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის მოადგილეს. 2. სხდომის თავმჯდომარე: ა) აუწყებს საკრებულოს სხდომის გახსნასა და დამთავრებას; ბ) უძღვება საკითხების განხილვას; გ) უზრუნველყოფს ამ რეგლამენტის დაცვას; დ) ადგენს კამათში მონაწილეთა რიგითობას და სიტყვას აძლევს მათ; ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ვ) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ საოქმო გადაწყვეტილებებს; ზ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვას ართმევს გამომსვლელს, გაფრთხილებას აძლევს, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს საკრებულოს წევრს ან მოწვეულ პირს; თ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყვეტს სხდომას, ცალკეულ შემთხვევებში აცხადებს შესვენებას; ი) პროექტის განხილვისას საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრაზე აყენებს კამათის შეწყვეტისა და მხარეთა მონაწილეობით საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის საკითხს; კ) კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლისას ან საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით აწყობს სარეიტინგო გამოკითხვას და ავტორებს სთავაზობს ნაკლებად რეალური წინადადებების მოხსნას; ლ) ახორციელებს ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საკითხთა განხილვაში. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილების გადაცემის შემდეგ თავისი მოვალეობის შესრულებას უბრუნდება გამოსვლის დამთავრებისთანავე. 4. სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, კომენტარი გაუკეთოს საკრებულოს წევრის გამოსვლას ან სიტყვა შეაწყვეტინოს მას ამ მიზნით, შეაფასოს საკრებულოს წევრის გამოსვლა, უპასუხოს შეკითხვას, თუ შეკითხვა უშუალოდ მას არ დაუსვეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკრებულოს წევრი არღვევს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს. მუხლი 100🔗. კვორუმისა და სხდომებზე დაუსწრებლობის პროცედურები 1. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 2. სხდომის გახსნის წინ და კენჭისყრის წინ ტარდება საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია. 3. თუ საკრებულოს სხდომის გახსნისას ჩატარებული რეგისტრაციის შედეგების მიხედვით სხდომათა დარბაზში არ იმყოფება საკრებულოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე რეგისტრაციის ჩატარებიდან 30 წუთის განმავლობაში ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა საკრებულოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, მომდევნო 45 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ არც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა საკრებულოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, მაშინ ცხადდება შესვენება ქვორუმის არ არსებობის გამო და 2 საათის შემდეგ ინიშნება ხელახალი რეგისტრაცია. საკრებულოს სხდომა ჩაშლილად ცხადდება თუ ამ შემთხვევაშიც ქვორუმი არ შედგა და სხვა დროისთვის ინიშნება. 4. საკრებულოს ყოველი სხდომის გახსნისას და კენჭისყრის წინ საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას აღრიცხავს საკრებულოს აპარატის ამისათვის უფლებამოსილი პირი. ფრაქციათა თავმჯდომარეები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – ფრაქციის წევრი, რეგისტრაციამდე საკრებულოს აპარატს წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი წევრების მიერ სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე. საკრებულოს წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, მის მიერ სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე სხდომამდე თვითონ აცნობებს წერილობით აპარატს. 5. თუ დადგენილ ვადაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირები არ მიაწვდიან აპარატს ინფორმაციას, საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად ჩაეთვლება.. 6. საკრებულოს წევრს სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე. ამის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. 7. საკრებულოს წევრის მიერ სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა, სამსახურებრივი მივლინება. ამ მიზეზების თაობაზე სხდომამდე ინფორმირებული უნდა იქნეს კომისიის თავმჯდომარე – კომისიის სხდომის გაცდენის შემთხვევაში და ფრაქციის თავმჯდომარე – საკრებულოს სხდომის გაცდენის შემთხვევაში.  მუხლი 101🔗. საკრებულოს სხდომების საჯაროობა 1. საკრებულოს სხდომები, გარდა დახურული სხდომისა, საჯაროდ მიმდინარეობს. საჯარო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირებს, მოწვეულ სპეციალისტებს (ექსპერტებს), საზოგადოების წარმომადგენელთა დაინტერესებულ პირებს და დადგენილი წესით აკრედიტებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებს. 2. თუ მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ადგილობრივი ტელემაუწყებლობა, მაშინ საკრებულოს სხდომა შეიძლება საჯაროდ გადაიცეს პირდაპირი ტელეტრანსლაციით. 3. ისეთი საკითხების განხილვისას, რომლებიც პირად ან სხვა სახის საიდუმლოების დაცვას საჭიროებს, სხდომის თავმჯდომარეს, მინიციპალიტეტის მერს, კომისიასა და ფრაქციას შეუძლიათ დასვან საკრებულოს სხდომის ან მისი ნაწილის დახურულად გამოცხადების საკითხი. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. 4. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე. 5. საკითხის დახურულ სხდომაზე განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი იკეტება. 6. საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას საკრებულოს წევრები და მოწვეული პირები ვალდებული არიან, დაიცვან ეთიკისა და ზნეობის ზოგადი ნორმები.  მუხლი 102🔗. სხდომის დაწყება და დასრულება 1. საკრებულო მუშაობას იწყებს სამუშაო დღის 10 საათზე და ამთავრებს 18 საათზე. საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას შესაძლებელია ნახევარ საათიანი შესვენებების გამოცხადება, რომელსაც კენჭს უყრის სხდომის თავმჯდომარე. საკრებულოს სხდომის გადადება შესაძლებელია თუ დღის წესრიგის საკითხების განხილვა ან კენჭისყრა ვერ ხერხდება ერთი სხდომის განმავლობაში. სხდომის გადადებას და მისი გაგრძელების თარიღის განსაზღვრას ესაჭიროება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედის მხარდაჭერა. საკრებულოს მიერ სხდომის გაგრძელება დასაშვებია საღამოს 21 საათამდე. ამ გადაწყვეტილებას მხარს უნდა უჭერდეს საკრებულოს უმრავლესობა მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. 2. საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას, საკრებულოს წევრების გარდა, სხდომათა დაბაზში ყოფნის უფლება აქვთ მხოლოდ აპარატის პასუხისმგებელ მუშაკებს, რომლებისთისაც საკრებულომ შეიძლება შექმნას განსხვავებული სამკერდე ნიშნები.  მუხლი 103🔗. ხმის მიცემა 1. კენჭისყრა ყველა განხილულ საკითხზე, გარდა საკადრო და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა გამონაკლისი საკითხებისა, იმართება, როგორც წესი, სხდომის დღეს, მაგრამ მას შემდეგ, როდესაც ამოიწურება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა. კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე საკრებულოს წევრთა გამოსვლები დაუშვებელია. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, მხოლოდ განსაკუთრებულ საკითხთან დაკავშირებით გააკეთოს განცხადება. მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. 2. კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ მოწმდება კვორუმი. თუ სხდომას არ ესწრება კენჭისყრისათვის საჭირო საკრებულოს წევრთა რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს გადადებული კენჭისყრის გამართვის დროს. 3. თუ შემოვიდა წინადადება კენჭისყრის გადადების შესახებ, მას პირველ რიგში ეყრება კენჭი. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. 4. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას 1-წუთიანი გამოსვლა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის პროცედურულ საკითხებზე. 5. საკრებულოს წევრი ხმას პირადად აძლევს. 6. თუ საკრებულოს წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, მას უფლება არა აქვს, ამ საკითხზე ხმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ მისცეს.  მუხლი 104🔗. კენჭისყრის ფორმები 1. საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა, სახელობითი ბიულეტენებით – სახელობითი კენჭისყრა ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში) ან ფარული (ბიულეტენებით კენჭისყრა ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში). 2. კენჭისყრა ყოველთვის ღიაა, გარდა ამ რეგლამეტით კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.და 3. ფარული კენჭისყრის წინ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის ფორმას. 4. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას საკრებულოს წევრის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება დაუშვებელია.  მუხლი 105🔗. კენჭისყრა და შედეგების დათვლა 1. ბიულეტენების მეშვეობით ფარული კენჭისყრის გამართვისას ხმის დამთვლელი კომისია ან საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისია ადგენს კენჭისყრის ადგილსა და ბიულეტენის ფორმას. ბიულეტენები ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს. 2. ბიულეტენის შევსებისას საკრებულოს წევრი გადახაზავს მისთვის არასასურველი კანდიდატის გვარს და დატოვებს მხოლოდ იმ კანდიდატის გვარს, რომელსაც მხარს უჭერს. თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი გვარია შეტანილი, მისთვის ხმის მიცემა გამოიხატება გვარის შემოხაზვით, ხოლო მიუცემლობა – მისი გადახაზვით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის დარღვევით შევსებული ბიულეტენი ბათილად ითვლება. 4. სახელობითი კენჭისყრის დროს საკრებულოს წევრი სახელობითი კენჭისყრისათვის განკუთვნილ სპეციალურ ბლანკზე ხელმოწერით ადასტურებს იმ ვარიანტს, რომელსაც იგი მხარს უჭერს. 5. ღია კენჭისყრა ტარდება საკრებულოს წევრების მიერ ხელის აწევის მეშვეობით. 6. კენჭისყრის შედეგებს ფარული კენჭისყრისას ითვლის ამისათვის შექმნილი დროებითი ხმის დამთვლელი ჯგუფი ( კომისია), ან საკრებულოს გადაწყვეტილებით საპროცედურო საკითხთა კომისია, ხოლო სახელობითი და ღია კენჭისყრის შედეგებს საკრებულოს აპარატი. კენჭისყრის შედეგებს აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე. 7. კენჭისყრის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების შემთხვევაში ფრაქციის, საკრებულოს წევრთა სამკაციანი ჯგუფის, მოთხოვნით შესაძლებელია კენჭისყრის მონაცემები გამოცხადდეს საკრებულოს წევრთა სახელითა გვარების მითითებით. თავი XIX საკრებულოს მაკონტროლებელი ფუნქციების განხორციელება  მუხლი 106🔗. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლი 1. საკრებულო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მეშვეობით ახორციელებს საერთო, თანამიმდევრულ კონტროლს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებაზე. სხვა კომისიები ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს, როგორც წესი, ახორციელებენ მათი მერობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით. 2. ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის მერიის საფინასო-საბიუჯეტო სამსახური საკრებულოს შესაბამის კომისიას წარუდგენს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით. 3. საბიუჯეტო წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას, როგორც წესი, ყოველკვარტალურად განიხილავენ საკრებულოს კომისიები. ისინი უფლებამოსილი არიან, ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოითხოვონ და მიიღონ შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებიდან. საკომისიო განხილვებს ორგანიზებას უწევს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია. აუცილებლობის შემთხვევაში შედეგები მოხსენდება საკრებულოს და შეიძლება მისი განხილვის საგანიც გახდეს. 4. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური ანგარიშის განხილვის წესი განსაზღვრულია ამ რეგლამენტით  მუხლი 107🔗. კონტროლის განხორციელების სხვა ფორმები 1. საკრებულო, როგორც წესი, ისმენს მუნიციპალური აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირთა და საკრებულოს კომისიის თამვჯდომარეთა ყოველწლიურ მოხსენებასა და ანგარიშებს მათ მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროცედურა ითვალისწინებს საკრებულოს წევრთა შეკითხვებს, უმცირესობის, უმრავლესობის ლიდერების, ფრაქციათა და კომისიის თავმჯდომარეთა გამოსვლებს, რომელთა პროცედურული რეგულაცია განსაზღვრულია ამ რეგლამენტით. 2. საკრებულო უფლებამოსილია მოითხოვოს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა რიგგარეშე ანგარიშების მოსმენა და მისცეს შესაბიმისი შეფასება; 3. საკრებულოს კონტროლის განხორციელების ფორმებს მიეკუთვნება სადეპუტატო შეკითხვები, ინტერპელაცია, პეტიცია, გადაყენების მოთხოვნა და გამგებლისათვის უნდობლობის გამოცხადება, რომელთა პროცედურული რეგულაცია განსაზღვრულია ამ რეგლამენტით. 4. საკრებულოს მიერ მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელებას შეიძლება შედეგად მოჰყვეს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა ან საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.  მუხლი 108🔗. საკრებულოს ინიციატივით განხორციელებული კონტროლის წესი საკრებულოს სხდომა, ბიურო, კომისია უფლებამოსილია აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, საკრებულოს წევრთაგან დანიშნოს მომხსენებელი ან მომხსენებელთა ჯგუფი, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მთავარ მომხსენებელს. მომხსენებელი ადგენს საკითხის შესწავლის გეგმასა და გრაფიკს, განსაზღვრავს მის შესწავლაში მონაწილე სპეციალისტებს, ხელმძღვანელობს საკითხის შესწავლას, პასუხისმგებელია მისი დამუშავებისა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებისათვის. საკრებულოს სხდომის მიერ დანიშნულ მომხსენებელს უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის და სხვა სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოსაგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის,, კონფიდენციალური) და წერილობითი განმარტება ნებისმიერ საკითხზე. მომხსენებელი გადაწყვეტილების პროექტს განსახილველად წარუდგენს საკრებულოს ბიუროს ან კომისიის სხდომას. მუხლი 109🔗. საკრებულოს მიერ მიღბული სამართლებრივი აქტების შესრულებაზე კონტროლი 1. საკრებულო აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის ინდივიდუალურ და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას, მათი შესრულების მდგომარეობას, შეისწავლის და აანალიზებს ამ აქტების აღსრულების მდგომარეობას, ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ასევე სამართლებრივი აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს. საკრებულო საჭიროების შემთხვევაში იღებს დადგენილებას, რომელშიც შეიძლება აისახოს საკრებულოს შეფასება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებასთან დაკავშირებით, სათანადო ცვლილების შეტანის რეკომენდაციით (დავალებით).  2. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში საკრებულოსა და მერიის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულების მდგომარეობას. 3. საკრებულო სხდომაზე რეგულარულად ისმენს შესაბამისი კომისიისა და აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირების ინფორმაციას მის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ. 4. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია სამუშაო გეგმის საფუძველზე, საკრებულოს სხდომების დღის წესრიგში შეიტანოს იმ ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა აღსრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა მოისმინოს საკრებულომ. აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს წარუდგენს ის კომისია, რომელიც პასუხისმგებელი იყო შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისთვის; თავი XX მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში მუხლი 110🔗. საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი 1. საკრებულოს თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად მოაწყონ მოქალაქეთა მიღება. 2. საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს ამომრჩევლების მიღება. ამომრჩევლების მიღების მიზნით საკრებულოს წევრს გამოეყოფა ოთახი საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში (მაჟორიტარული წესით არჩეულ საკრებულოს წევრს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგეობის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში) 3. საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ ამომრჩეველთა მიღების გრაფიკი, დღე, ადგილი და საათები ამ რეგლამენტის 124-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც. 4. მოქალაქეთა მიღების გრაფიკში აღნიშნება საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ მოქალაქეთა მიღების დღე, მიღების საათები (არანაკლებ 6 საათი), შესვენების დრო, მიღების ადგილი, თითოეული მოქალაქესთვის გამოყოფილი დროის რეგლამენტი (არანაკლებ 10 წუთი). 5. საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ მოქალაქეთა მიღებას აღრიცხავს და მოქალაქეთა მიღების ოქმს ადგენს საკრებულოს აპარატის თანამშრომელი. მოქალაქეთა მიღების ოქმში აღირიცხება მოქალაქეთა მიერ დასმული საკითხები. 6. მიღების საათების დამთავრების შემდეგ, საკრებულოს წევრი (საკრებულოს თანამდებობის პირი) ეცნობა და ხელს აწერს მოქალაქეთა მიღების ოქმს. მოქალაქეთა მიღების ოქმი ინახება საკრებულოს აპარატში. 7. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღების ოქმში დაფიქსირებული საკითხების შესრულების კონტროლს და საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილ ვადებში აწვდის ინფორმაციას მოქალაქეს მის მიერ დასმული საკითხის გადაწყვეტის მიმდინარეობის შესახებ. მუხლი 111🔗. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები და ფორმები მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულისა, მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და თანამდებობის პირისადმი საჯარო განცხადებით მიმართვა; ბ) საკრებულოს მიერ ამომრჩეველთა მოსმენის წესი („საკრებულოს ღია კარის სხდომა); გ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და მოსახლეობის გამოკითხვა; დ) მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება. მუხლი 112🔗. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის წესი 1. ნებისმიერ პირს უფლება აქვთ წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის ღია სხდომებს. 2. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის დარბაზში უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები სხდომაზე დასწრების მსურველ მოქალაქეებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ მსურველთა რაოდენობა მეტია გამოყოფილ ადგილების რაოდენობაზე, საკრებულოს აპარატი ვალდებულია უზრუნველყოს სხდომის ტრანსლაცია ან მათ ხელთ არსებული იმ ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რომელიც სხდომაზე დასწრების მსურველებს საშუალებას მისცემს მოუსმინონ სხდომის მსვლელობას. 3. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე პირს წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით უფლება აქვს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით და სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობის დაცვით დასვას შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განმარტება, განცხადება, ინფორმაცია ან მიმართვა. 4. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელს უფლება აქვს გამოვიდეს მომხსენებლად ან თანამომხსენებლად, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე საკითხის განხილვის დებატებში. ამ უფლების გამოსაყენებლად თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩეველი, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელი ვალდებულია სხდომამდე 2 დღით ადრე მაინც წერილობით მიმართოს საკრებულოს აპარატს. 5. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე (მონაწილე) პირი ვალდებულია დაიცვას ამ რეგლამენტით დადგენილი სხდომაზე წესრიგის დაცვის წესები. 6. ყველას აქვს უფლება ვინაობის მითითებით ან მის გარეშე საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრება მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხებთან დაკავშირებით. მუხლი 113🔗. საზოგადოებასთან მუშაობის ფორმები 1. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში, საფუძველზე, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან შეიძლება შეიქმნას საზოგადოებრივი დარბაზი. 2. საზოგადოებრივი დარბაზის შემადგენლობა და შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დარბაზი მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით თვეში ერთხელ მაინც. 3. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 4. საზოგადოებრივი დარბაზი ასრულებს თვითმმართველობის განხორციელების დამხმარე ფუნქციას, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობა უშუალოდ მონაწილეობს მის განხორციელებაში და მისი რეკომენდაციებით მიღებული საკრებულოს გადაწყვეტილება იძენს უფრო მაღალი ხარისხის ნდობისა და ლეგიტიმაციის საფუძვლებს. საზოგადოებრივი დარბაზის მიერ გამოთქმული მოსაზრებები და წინდადებები სარეკომენდაციო ხასიათისაა და მას საკრებულოსათვის სავალდებულო ძალა არ გააჩნია. 5. ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და/ან თანამდებობის პირს მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად. 6. მიმართვა შეიძლება შეეხებოდეს როგორც იმ საკითხებს, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება ამ პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ასევე შეიძლება შეეხებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალი საკითხის შესწავლას, გადაწყვეტილების მომზადებას, მიღებას, მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვას ან გაუქმებას. 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და/ან თანამდებობის პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში განიხილოს და გასცეს პასუხი მიმართვაზე. 8. საკრებულოს უფლება აქვს პერიოდულად ჩაატაროს ან გამართოს ამომრჩეველთა ღია ( საჯარო ) მოსმენა. ამომრჩეველთა მოსმენა ტარდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. ბრძანება გამოიცემა მოსმენამდე 7 დღით ადრე მაინც. 9. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს მოქალაქეთა შემოსულ განცხადებებს და განმცხადებლებთან შეთანხმებით ადგენს „ღია კარის სხდომაში” გამომსვლელთა სიას. 10. საკრებულოს აპარატი აცნობებს „ღია კარის სხდომაზე“ მონაწილე პირს მის მიერ დასმული საკითხის განხილვის მიმდინარეობის შესახებ და აკონტროლებს დასმული საკითხის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტას. მუხლი 114🔗. პეტიციის ცნება 1. პეტიცია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა წერილობით ან ელექტრონულ მიმართვას. 2. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი; ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები; გ) მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა. 3. პეტიცია იწერება და შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე. მუხლი 115🔗. პეტიციის წარდგენის უფლება პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ შემდეგ სუბიექტებს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს; ბ) დასახლების საერთო კრებას (შემდგომ – საერთო კრება). მუხლი 116🔗. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეკვიზიტები 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) შესაბამის განცხადების ტექსტს; ბ) პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა), სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; გ) პეტიციის წარდგენის თარიღს; დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ე) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ვ) კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 2. 114-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიას, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას. 3. საერთო კრების მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს; ბ) პეტიციის წარდგენის თარიღს; გ) დასახლების საერთო კრების რჩეულის (შემდგომში – რჩეულის) ან საერთო კრების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას; დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, 114-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ე) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს, 114-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ვ) კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას, 114-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მუხლი 117🔗. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარდგენის პროცედურა 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლები, ან საერთო კრების უფლებამოსილი პირი, ამ თავით განსაზღვრულ საკითხებზე, პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადებას თანდართულ მასალებთან ერთად წარადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოში. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადებას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 2. 15-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარდგენისას: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი პეტიციის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში პეტიციის წარმდგენ სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს გადასცემს პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობას. რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ თავით დადგენილი მოთხოვნები ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს გადასცემს მხარდამჭერთა სიის ბლანკებს, რომლის ფორმაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. მხარდამჭერთა სიის ბლანკი უნდა შეიცავდეს მხარდამჭერის სახელსა და გვარს, დაბადების თარიღს (რიცხვი, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერს, რეგისტრაციის ადგილს, ხელმოწერის თარიღს და ხელმოწერას; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემულ თითოეულ ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის (მომხსენებლის/მომხსენებლების) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი (პირადობის მოწმობის მიხედვით), ხელმოწერით დადასტურების თარიღი და ხელმოწერა და შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემული ბლანკი დამოწმებული უნდა იყოს აპარატის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ და თითოეულ ბლანკზე შესაძლებელია არაუმეტეს 50 ხელმოწერის განხორციელება; ე) პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტი ვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობის და შესაბამისი ბლანკების გადაცემიდან 45 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 115 მუხლის „ა“ ქვეპუნქტებით დადგენილი ოდენობის ხელმოწერათა შეგროვება და მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა; ვ) პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოში შესაბამისი ოდენობის ხელმოწერათა წარდგენის შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი რეგისტრაციაში ატარებს პეტიციას და 7 კალენდარული დღის ვადაში, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ამოწმებს წარდგენილი სიის 20%-ის ნამდვილობას; ზ) ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ: ზ.ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი; ზ.ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ზ.გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები); ზ.დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ ამომრჩეველთა სიის შედგენის ვადას; ზ.ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა; ზ.ვ) ამომრჩეველთა სიაში შეყვანილია სხვა დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი; ზ.ზ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით; ზ.თ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ზ.ი) ხელმოწერა შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება ამომრჩეველთა სიის დადგენილ და დამოწმებულ ფორმას; თ) თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, ან შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა 10%-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 10 კალენდარული დღის ვადა ხარვეზის შესავსებად; ი) ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამომრჩეველთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ზემოაღნიშნული წესით, 5 კალენდარული დღის ვადაში. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სია მთლიანად ბათილდება და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება პეტიციის წარდგენის შესახებ განცხადების რეგისტრაციაზე. 3. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს უფლება აქვს/აქვთ, რეგისტრაციაში გატარებაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სასამართლოში. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება 115-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში და საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი მხოლოდ საერთო კრების ოქმის ნამდვილობას ამოწმებს. მუხლი 118🔗. პეტიციის გამოქვეყნება 1. საკრებულოს აპარატი უზურუნველყოფს პეტიციის გამოქვეყნებას პროაქტიულად, როგორც ელექტრონული ასევე ბეჭდური ფორმით, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში. 2. პეტიცია ქვეყნდება ბეჭდური ფორმით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გამოყოფილ განცხადებების დაფაზე და დასახლებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ელექტრონული ფორმით პეტიცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. მუხლი 119🔗. პეტიციის განხილვისთვის მომზადება 1. 114-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პეტიციას მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. 114-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პეტიციის წარდგენის შემთხვევაში, საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, პეტიცია შესასწავლად გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან აღნიშნული პეტიცია უფლებამოსილების შესაბამისად, განსახილველად ეგზავნება მუნიციპალიტეტის მერს. მუხლი 120🔗. პეტიციის განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისია ან სამუშაო ჯგუფი პეტიციას ამ რეგლამენტის 119-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) პეტიციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის პროექტის მომზადების მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე; ბ) 114-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის შესწავლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე; გ) პეტიციის განხილვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე. 2. მუნიციპალიტეტის მერისთვის პეტიციის გაგზავნის შემთხვევაში, საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის მერს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა. 3. ამ რეგლამენტის 119 მუხლის და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოს პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს. 4. პეტიციის ინიციატორებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომების გამართვის თარიღი, დრო და მდებარეობა 1 კვირით ადრე მაინც უნდა ეცნობოთ. მუხლი 121🔗 . პეტიციის განხილვა 1. ამ რეგლამენტის 120-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, 1 თვის ვადაში, საკრებულოს სხდომას განსახილველად წარედგინება შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელსაც საკრებულო განიხილავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. ამ რეგლამენტის 120-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში მზადდება პეტიციის შესახებ დასკვნა და პეტიცია დასკვნასთან ერთად განსახილველად წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. საკრებულო პეტიციასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 1 თვის ვადაში. 3. 120-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რასაც იგი ცნობად იღებს ან არ ეთანხმება შესაბამისი კომისიის/სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას და იღებს განსხვავებულ გადაწყვეტილებას. 4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადები მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს. 5. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია განიხილოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ, უფლებამოსილების შესაბამისად, გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს, პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს. 6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პეტიციას წარადგენს/წარადგენენ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს/მონაწილეობენ პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელი/მომხსენებლები, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა. მუხლი 122🔗.. პეტიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება 1. პეტიციის განხილვის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს პეტიციის განხილვასთან დაკავშირებულ განცხადების წარმდგენ სუბიექტს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. თუ პეტიცია საერთო კრების მიერ არის წარდგენილი, პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისმა მოსამსახურეებმა საერთო კრებას უნდა წარუდგინონ უშუალოდ – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ან/და უნდა წარუდგინონ საერთო კრების რჩეულს – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 123🔗. საზოგადოებრივი აზრის კვლევა 1. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსახილველ საკითხზე მოსახლეობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აგრეთვე სხვა გაერთიანებების მიერ გამოთქმული შენიშვნების, წინადადებების, რეკომენდაციების შეგროვების, სისტემატიზაციისა და საკითხზე მათი დამოკიდებულების წარმოჩენის მიზნით. 2. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ფორმებია: ა) საერთო კრება; ბ) მოსახლეობის გამოკითხვა; გ) ინტერაქტიური განხილვა სატელევიზიო გადაცემის, ინტერნეტის ან მასობრივი ინფორმაციის და კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით. 3. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები ქვეყნდება და სავალდებულოა იქნეს მოსმენილი საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის, მერიის სტრუქტურული ერთეულისა და ტერიტორიული ორგანოს მიერ საკითხის განხილვისას. მუხლი 124🔗. დასახლების საერთო კრება 1. დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის, ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და ინიციირების პროცესში, ქმედითი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ტარდება დასახლების საერთო კრება. 2. მუნიციპალიტეტის ორგანოები და მისი თანამდებობის პირები უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულნი არიან: ა) განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი გონივრულ ვადებში აცნობონ საერთო კრების წარმართვაზე უფლებამოსილ პირს; ბ) დასახლების საერთო კრების დამტკიცებამდე ორი კვირით ადრე მაინც გადაუგზავნონ ინფორმაცია დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტების და მუნიციპალური პროგრამების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, დასახლებათა საზღვრების ცვლილების თაობაზე; გ) უზრუნველყონ დასახლების საერთო კრების ჩატარების ორგანიზაციული, მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა; დ) საერთო კრების მიერ შმოთავაზებული საკითხის განხილვამდე 3 სამუშაო დღით ადრე მაინც, უზრუნველყონ შესაბამისი დასახლების რჩეულის წინასწარი ინფორმირება, იმ შემთხვევაში თუკი საერთო კრებას ჰყავს რჩეული. 3. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) დასახლების საერთო კრების ტიპობრივი დებულების დამტკიცება; ბ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ დასახლების საერთო კრების მოწვევის პროცედურის განსაზღვრა; გ) საერთო კრების მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვა. 4. საერთო კრების გამართვის, საერთო კრებაზე საკითხების ინიცირების, მათი განხილვისა და კენჭისყრის გამართვის, საერთო კრების მდივნისა და რჩეულის უფლება მოვალეობების, აგრეთვე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, საერთო კრების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო. მუხლი 125🔗. მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფის ფორმებია: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაწეული საქმიანობაზე პერიოდული ანგარიშის ჩაბარება; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე (თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი, ადგილობრივი ბიუჯეტი, მუნიციპალური პროგრამები, ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, შესყიდვის განხორციელება, რომლის ღირებულებაც აღემატება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების 5%, თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოკა, გეოგრაფიულ ობიექტებისათვის სახელწოდებების მინიჭება და სხვ.) გადაწყვეტილების მიღებამდე საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ვალდებულება; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მუხლი 126🔗. საკრებულოს წევრის შეხვედრები ამომრჩევლებთან 1. საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად სამ თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს შეხვედრები თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან. 2. საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრა შეიძლება გაიმართოს წინასწარ შედგენილი დღის წესრიგით ან მის გარეშე. საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საკრებულოს დარბაზი, სხვა შენობა ან შეხვედრა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ. 3. საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათები, აგრეთვე დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) ამ რეგლამენტის 130-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც. 4. საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს წევრი. ოქმი საკრებულოს თავმჯდომარის ვიზირების შემდეგ ინახება საკრებულოს აპარატში. მუხლი 127🔗. საკრებულოს წევრის ანგარიში 1. საკრებულოს წევრი,(მათ შორის, საკრებულოს თანამდებობის პირიც), ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, წარუდგინოს ანგარიში ამომრჩევლებს; 2. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა ხდება საკრებულოს სხდომის დარბაზში (მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიში შესაძლებელია მოსმენილი იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულის საჯარო დაწესებულების დარბაზში). 3. საკრებულოს წევრის ანგარიშს ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და/ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, აგრეთვე საკრებულოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელ ფრაქციასაც წარმოადგენს საკრებულოს წევრი. 4. საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი ამ რეგლამენტის 130-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც. 5. საკრებულოს ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 6. ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომაში მონაწილე ამომრჩევლებს ეძლევათ საშუალება გამოთქვან თავის შენიშვნები და წინადადებები და შეაფასონ საკრებულოს წევრის საქმიანობა. 7. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 8. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და ინახება საკრებულოს აპარატში. მუხლი 128🔗. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში 1. საკრებულოს თავმჯდომარე მოვალეა წელიწადში ერთხელ მაინც საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. 2. საკრებულოს გადაწყვეტილებით საკრებულოს თავმჯდომარე მოვალეა ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს მისი მუშაობის შესახებ რიგგარეშე ანგარიში. 3. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი ამ რეგლამენტის 130-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც. 4. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკრებულოს მუშაობის ანგარიში. 5. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს მუშაობის ანგარიშის ტექსტის გამოქვეყნებას ამ რეგლამენტის 130-ე მუხლით დადგენილი წესით. 6. საკრებულოს მუშაობის ანგარიში განიხილება საზოგადოებრივი დარბაზის მიერ. საკრებულოს მუშაობის შეფასების მიზნით შეიძლება ჩატარდეს საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ამ რეგლამენტით დადგენილი ფორმებით. მუხლი 129🔗. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ანგარიშები 1. საკრებულო, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს კომისია, საკრებულოს ფრაქცია, გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები: საკრებულოს ბიუროს წევრები, მერი, მერიის სამსახურების უფროსები და მერიის ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ამ რეგლამენტის 130-ე მუხლით დადგენილი წესით, წელიწადში ერთხელ მაინც, გამოაქვეყნონ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. 2. საკრებულო საზოგადოებრივ დარბაზთან ერთად განიხილავს და აფასებს გამოქვეყნებულ ანგარიშს ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუადრეს 10 დღისა. მუხლი 130🔗. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ,,1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს: ა) ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ – შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც; ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები-სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში; გ) ბიუჯეტის პროექტი, ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) – საკრებულოში წარდგენიდან 3 დღის ვადაშიდ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს – რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში; დ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიში-საკრებულოში მისი წარდგენიდან 10 დღისვადაში; ე) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით – ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა; ვ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკის – გრაფიკის დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში; ზ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს – შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში; თ) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღეს, ადგილს და საათებს – მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც; ი) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღეს, ადგილს, საათებს და დღის წესრიგს (მისი არსებობის შემთხვევაში) – შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც; კ) საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტს, ანგარიშის წარდგენის დღეს, ადგილს და საათს – ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც. ლ) საკრებულოს, საკრებულოს წევრის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების მუშაობის წლიური ანგარიშები-ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში; მ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა-საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში; ნ) მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა-მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში; ო) პეტიცია-მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში; 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ტანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებული უნდა იქნეს მუნიციპლიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე. თავი XXI საკრებულოს აპარატი მუხლი 131🔗. საკრებულოს აპარატის ფუნქციები 1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს და მისი ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით. 2. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება საკრებულოს აპარატის დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. მუხლი 132🔗. აპარატის ფორმირების წესი 1. საკრებულოს აპარატის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები და მათი სამსახურში მიღების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სამსახურიდან გათავისუფლების საკითხები რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საკრებულოს აპარატის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო.  მუხლი 133🔗. საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა ატესტაცია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. საჯარო მოხელე ატესტაციას ექვემდებარება 3 წელიწადში ერთხელ. ტარდება საკრებულოს აპარატის მუშაკთა ატესტაცია, რისთვისაც იქმნება საკვალიფიკაციო-საატესტაციო კომისია, რომელსაც, როგორც წესი, ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო. 2. საატესტაციო-საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სტანდარტი განისაზღვრება საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებით. 3. საკრებულოს აპარატის სტრუქტურის რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შემთხვევაში, ასევე ვაკანტური თანამდებობის გამოცხადებისას, ტარდება კონკურსი, რისთვისაც იქმნება საკონკურსო კომისია საკრებულოს თავჯდომარის ხელმძღვანელობით. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საკრებულო. თავი XXII პასუხისმგებლობა რეგლამენტის დარღვევისათვის მუხლი 134🔗. კონტროლი საკრებულოს რეგლამენტის დაცვაზე და მისი დარღვევის შედეგები 1. ბათილია საკრებულოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ამ რეგლამენტის და კანონის მოთხოვნათა დარღვევით. 2. საკრებულოს რეგლამენტის დაცვაზე კონტროლს ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვაზე – საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე. მუხლი 135🔗. რეგლამენტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის სახეები რეგლამენტის დარღვევისათვის საკრებულოს წევრის მიმართ დაწესებულია ზემოქმედების შემდეგი ფორმები: ა) საკრებულოს სხდომაზე სიტყვის ჩამორთმევა; ბ) გაფრთხილება; გ) სხდომათა დარბაზის დატოვებინება; დ) ხელფასის დაკავება.  მუხლი 136🔗. საკრებულოს წევრისათვის სიტყვის ჩამორთმევა და გაძევება 1. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს წევრს სიტყვას ჩამოართმევს, თუ იგი: ა) სიტყვით სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოდის; ბ) სიტყვით გამოდის და არ მსჯელობს განსახილველ საკითხზე; გ) სიტყვა პროცედურულ საკითხებზე მიეცა და თავის გამოსვლაში სხვა საკითხებს შეეხო; დ) აჭარბებს ამ რეგლამენტით დადგენილ დროს ან იმ დროს, რომელიც მას გაუგრძელეს. 2. გაფრთხილება გამოიყენება საკრებულოს იმ წევრის მიმართ, რომელიც: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სიტყვის ჩამორთმევის შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას; ბ) სიტყვით უმიკროფონოდ გამოდის; გ) სჩადის მოქმედებას, რომელიც იწვევს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წარმართული სხდომის შეფერხებას. 3. სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენება საკრებულოს იმ წევრის მიმართ, რომელიც: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების შემდეგ აგრძელებს იმავე ქმედებას; ბ) სხდომათა დარბაზში გამოცხადდა ნასვამი ან შეუფერებელი ჩაცმულობით; გ) სჩადის ძალადობას ან ამგვარი მოქმედებისაკენ მოუწოდებს სხვა საკრებულოს წევრებს. 4. საკრებულოს წევრი, რომლის მიმართაც სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენეს, ვალდებულია დატოვოს სხდომათა დარბაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე შეაჩერებს სხდომას, რის შემდეგაც საკრებულოს აპარატი აღასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას. 5. საკრებულოს წევრს, რომლის მიმართაც სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენეს, დაექვითბა საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ანაზღაურება. 6. თუ საკრებულოს წევრი, რომელსაც ევალება სხდომაზე პროექტის წარდგენა (მომხსენებელია ან თანამომხსენებელია), პროექტის წარდგენის დროს არასაპატიო მიზეზით არ იმყოფება სხდომათა დარბაზში, მას დაუკავდება იმ დღის ხელფასი (როგორც წესი მომხსენებელი ან თანამომხსენებელი საკრებულოს თანამდებობის პირია). სხდომის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე, ფორმდება საოქმო ჩანაწერი, რომელსაც აპარატი 24 საათის განმავლობაში უგზავნის საფინანსო სამსახურს ამ პუნქტის შესაბამისად ხელფასიდან თანხის დასაკავებლად. 7. თუ კომისიის თავმჯდომარე თავისი მიზეზით კალენდარული თვის განმავლობაში არ მოიწვევს კომისიის სხდომას, მას დაუკავდება ხელფასის 50%. საკრებულოს ბიურო განიხილავს კომისიის სხდომის ჩაუტარებლობის მიზეზს და უფლებამოსილია დადგენილი წესით საკრებულოს სხდომაზე დასვას კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. 8. კომისია ყოველთვიურად ადგენს კომისიის სხდომების გამცდენ საკრებულოს წევრთა სიას, თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და გაცდენის თარიღების მითითებით. კომისიის სხდომების გამცდენ საკრებულოს წევრთა სია გადაეცემა საპროცედურო საკითხთა კომისიას, რომელიც მონაცემების სისწორის შესწავლის შემდეგ უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას და საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებას.  მუხლი 138🔗. გასაჩივრების წესი 1. საკრებულოს წევრს, რომლის მიმართაც გამოიყენეს ამ რეგლამენტის 135-ე მუხლში გათვალისწინებული სანქციის რომელიმე ფორმა, უფლება აქვს, წერილობით შეიტანოს დასაბუთებული პროტესტი საკრებულოს მომდევნო სხდომის დაწყებამდე. პროტესტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. საკრებულოს წევრის მიმართ ზემოქმედების რომელიმე ფორმის გამოყენების შემთხვევაში მომდევნო გამომსვლელებს უფლება არა აქვთ, კამათის საგნად აქციონ წესრიგის დაცვისაკენ მოწოდების საკითხი.  მუხლი 139🔗 საოქმო ჩანაწერის შეცვლა დაუშვებელია საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების პროექტის, სხვა სამართლებრივი აქტის, ოქმის, საკრებულოს სხვა დოკუმენტის გადაკეთება ან გასწორება საბოლოო კენჭისყრის შემდეგ. ამ ქმედების განხორციელება იწვევს კანონითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მუხლი 140🔗. სხვა პირების პასუხისმგებლობა რეგლამენტის დარღვევბისათვის 1. რეგლამენტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა კანონით და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ეკისრება მუნიციპალიტეტის მერიის თანმადებობის პირებს, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირებს, რომლებსაც ევალებათ საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობა. 2. თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება შემდეგი დარღვევებისათვის: ა) მოწვეულია საკითხის განხილვაზე და არ ცხადდება; ბ) არღვევს საკრებულოს წევრის შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის დაწესებულ პროცედურას; გ) არ ცხადდება საკრებულოს სხდომის მიერ დანიშნულ მოსმენაზე; დ) საკრებულოს აწვდის დამახინჯებულ ან არასწორ ინფორმაციას; ე) არ ასრულებს საკრებულოს დადგენილებებსა და რეკომენდაციებს; ვ) დაბრკოლებებს უქმნის საკრებულოს წევრს ამ რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებათა განხორციელებაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველ ასეთ შემთხვევაში საპროცედურო საკითხთა კომისია განიხილავს რეგლამენტის დარღვევის ფაქტს და საკითხს სათანადო რეაგირებისათვის გადასცემს საკრებულოს ბიუროს.  მუხლი 141🔗. სხვა თანამდებობის პირებზე გამოყენებული რეაგირების ზომები 1. რეგლამენტის დარღვევისათვის საკრებულო მიმართავს რეაგირების შემდეგ ფორმებს: ა) იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას დარღვევის გამო კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სათანადო რეაგირების ზომების მისაღებად; ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს ან სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს მიმართავს წარდგინებით მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ. 2. საკრებულოს სხდომაზე მოწვეული პირი ვალდებულია სხდომის დროს წესრიგი დაიცვას. მას ეკრძალება მოქმედება, რომელიც ხელს უშლის საკრებულოს ან საკრებულოს წევრს სახელმწიფო ფუნქციების შესრულებაში. კენჭისყრისას მან თავი უნდა შეიკავოს შედეგისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვისაგან. წესრიგის დამრღვევ სტუმრებს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარემ შეიძლება დაატოვებინოს სხდომათა დარბაზი. თავი XXIII საკრებულოს შენობისა და სხდომის დაცვის უზრუნველყოფა  მუხლი 142🔗. საკრებულოს შენობის დაცვა 1. საკრებულოს შენობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხოების ზომებით და მისი საქმიანობა დაცული უნდა იყოს სახელმწიფო ორგანოებისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საკრებულოს შენობაში დაუშვებელია, მათ შორის,, საქართველოს პარლამენტის წევრისათვის, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღების ტარება. ამ წესიდან გამონაკლისია დაცვის თანამშრომელთა გადაადგილება, რომლებიც შესაბამისი განრიგით მორიგეობენ.. 3.საკრებულოს შენობაში მოქალაქეები დაიშვებიან სპეციალური საშვის მეშვეობით და ექვემდებარებიან დათვალირებას ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის შენობაში შეტანის თავიდან აცილების მიზნით. მუხლი 143🔗. საკრებულოს სხდომის მუშაობის უზრუნველყოფა საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას დაუშვებელია ჩხუბისა და ძალადობრივი ექსცესების გამოვლინება. აღნიშნული და მსგავსი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით, საკრებულოს სხდომის დარბაზის შესასვლელთან უზრუნველყოფილია დაცვის ღონისძიებების ორგანიზება. თავი XXIV გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 144🔗. რეგლამენტის ძალაში შესვლა ეს რეგლამენტი ძალაში შევიდეს და ამოქმედდეს მისი ოფიციალურად გამოქვეყნების მომენტიდან. მუხლი 145🔗. ძალადარკული აქტები ამ რეგლამენტის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2014 წლის 8 ოქტომბრის მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №32 დადგენილება რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე. მუხლი 146🔗. რეგლამენტის მიღება და მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა 1. საკრებულოს რეგლამენტი მიიღება საკრებულოს მიერ დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. 2. რეგლამენტის დამტკიცების, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საკრებულო იღებს დადგენილებას, რომელსაც ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე; 3. რეგლამენტში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილი იქნეს: ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით; ბ) საკრებულოს ბიუროს ინიციატივით; გ) საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის ინიციატივით; დ) პეტიციის წესით; 4. საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება იგივე წესით, რომელიც რეგლამენტის მიღებისთვისაა განსაზღვრული.