1. მერს უფლება აქვს ამ რეგლამენტის 84-ე მუხლის მე–3 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე საკრებულოს სხდომაზე დააყენოს საკრებულოს მიერ უარყოფილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ნორმატიული ხასიათის დადგენილება და ინდივიდუალური ხასიათის განკარგულება) პროექტი ხელახალი განხილვის საკითხი მისი აუცილებლობის მოთხოვნით.

2. საკრებულოს შესაბამის კომისიას და/ან საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე დააყენოს საკითხი მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.

3. მერს ეთქმევა უარი, თუ ამ წინადადებას მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხვა შემთხვევაში შეიქმნება შემთანხმებელი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს და საკრებულოს სხდომას წარუდგენს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ნორმატიული ხასიათის დადგენილება და ინდივიდუალური ხასიათის განკარგულება) პროექტს.

4. საკრებულოს სხდომა, შემთანხმებელი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ნორმატიული ხასიათის დადგენილება და ინდივიდუალური ხასიათის განკარგულება) პროექტის განხილვას იწყებს ამ რეგლამენტის  84–ე მუხლით დადგენილი პროცედურის დაცვით.

5. თუ საკრებულოს მიერ ხელახლა იქნა უარყოფილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ნორმატიული ხასიათის დადგენილება და ინდივიდუალური ხასიათის განკარგულება) პროექტი, იგი მხოლოდ სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება იქნეს შემოტანილი ხელახლა განსახილველად.

თავი XIIIსაკრებულოს ორგანოებისა და თანამდებობის პირთა არჩევა და გადარჩე