1. მერიის სტრუქტურული ერთეულების შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ მერის და საკრებულოს გადაწყვეტილებებს და დავალებებს.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. მერიის სამსახურებია/სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური;

დ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ე) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;

ვ) შიდა აუდიტის სამსახური;

ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.

5. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნი