1. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

2. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მერის მიერ.

3. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

თავი VII

მერიის მუშაობის ორგანიზაც