დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.11.2017
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016284
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.11.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ოქრიაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.10.2017
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2017 წლის 24 ნოემბერი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2-ე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება“ (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს “დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცები შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №26 დადგენილება (ვებგვერდი 31/10/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016274).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი
დანართი №1
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში – სამსახურის უფროსი/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) არის თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) მერიის სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სხვა საკანონმდებლო/ნორმატიული აქტები, მერიის დებულება, თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) საკრებულოს და მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტები და ეს დებულება.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მერის წარმომადგენლების მუშაობის კოორდინაციისთვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მერიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.
3. სამსახურის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს საკრებულოს დამტკიცების მიზნით.
4. სამსახური ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების მიხედვით აღასრულებს საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებებს.
მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები და უფლებები
1. სამსახურის ფუნქციებია:
ა) მერიის სტრუქტურული ერთეულების, მერის წარმომადგენლების და თანამდებობის პირების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; მერიის სტრუქტურული ერთეულების, მერის წარმომადგენლების და თანამდებობის პირთა საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;
ბ) მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მერის წარმომადგენლების სამუშაო გეგმების პროექტების მომზადება, სამუშაო გეგმებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი მასალებით უზრუნველყოფა;
გ) მერის სტრუქტურული ერთეულების, მერის წარმომადგენლების და თანამდებობის პირების საკრებულოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
დ) სხვა თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებთან ურთიერთობების დამყარების ორგანიზება, მერის მიერ ოფიციალური დელეგაციების მიღებისა და გამგზავრების უზრუნველყოფა;
ე) მერის სტრუქტურული ერთეულების, მერის წარმომადგენლების და თანამდებობის პირების მიერ მათი უფლებამოსილების განხორციელებაში ორგანიზაციული და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
ვ) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;
ზ) მერის სამართლებრივი აქტების შესრულებაზე კონტროლი;
თ) მერიის ინტერესების სასამართლოში დაცვის ორგანიზება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი საქმისწარმოების (მათ შორის, ელექტრონული საქმისწარმოების) პროცედურების საორგანიზაციო უზრუნველყოფა; დოკუმენტბრუნვის ორგანიზება მერიაში; სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი წერილებისა და მიმართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატებისათვის; დასმული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხილვაზე კონტროლის განხორციელება; დოკუმენტაციის შენახვისა და საარქივო წარმოების უზრუნველყოფა;
კ) მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაცია, მათი საქმიანობის ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა;
ლ) მერიის სტრუქტურული ერთეულების, მერის წარმომადგენლების და თანამდებობის პირების საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფა; მერიის სტრუქტურული ერთეულების, ადმინისტრაციული ერთეულების და თანამდებობის პირების ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება, მერიის საინფორმაციო-ტელეკომუნიკაციური სისტემების ორგანიზება და განვითარება; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მუშაობის ორგანიზება; საჯარო ადმინისტრაციული საქმისწარმოებით მიღებული მერიის სამართლებრივი აქტების, მერის მიერ ინიციირებული ნორმატიული აქტების პროექტების, მერის ანგარიშების, მერიის პრესრელიზების გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
მ) მერთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებების აღრიცხვა და მათ შესრულებაზე კონტროლი;
ნ) მერიის საკუთრებაში არსებულ მატერიალურ ფასეულობათა (ტრანსპორტი, საოფისე ინვენტარი და მასალები, სხვა ქონება მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების გარდა) აღრიცხვაში, ინვენტარიზაციის დაგეგმვასა და ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება; წინადადებების მომზადება მერიის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში; მერიის შენობის, საოფისე-საორგანიზაციო ინვენტარისა და ტექნიკის, ტრანსპორტისა და სხვ. მოვლა-პატრონობა;
ო) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;
პ) მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება- მოვალეობების შესრულება, სტატუსის მინიჭება, სტატუსის შეჩერება, სტატუსის შეწყვეტა, სტატუსის აღდგენა, მონიტორინგი და სტატუსის შესახებ ცნობის გაცემა.
2. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში ფუნქციონირებს ,,ქალთა ოთახი“, რომლის მიზანია:
– გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის სხვადასხვა შესაბამისი ღონისძიების მოწყობა;
– ვიზიტები, ლექციები, „მასტერკლასების” ჩატარება;
– ცნობილი წარმატებული ქალების – პოლიტიკოსების, მეწარმეების, მსახიობების მოწვევა მთელი საქართველოს მასშტაბით, რათ მათ გაუზიარონ თვისი გამოცდილება დამსწრეებს, მისცენ რჩევები და ,,წარმატების ფორმულა“;
– სოციალურად დაუცველი ოჯახების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა და მათი დახმარების პროგრამის შემუშავება;
– ქალთა თანასწორი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში თემის დონეზე სოფლის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება;
– გაწეული საქმიანობით „ქალთა ოთახმა“ ხელი უნდა შეუწყოს სამართლიანობას ორივე სქესის წარმომადგენელთათვის, რომ ისინი თანასწორნი იყვნენ სამუშოზეც და სახლშიც;
– ყოველწლიურად ან წელიწადში 2-ჯერ ერთობლივ შეხვედრებს მართავს აქტიური ბენეფიციარების მონაწილეობით;
– თვალსაჩინო ადგილზე ათავსებს საინფორმაციო ფლაერებს სამუშო ოფისში და სახელმწიფო დაწესებულებებში.
მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის ხელმძღვანელის განყოფილების უფროსის და სამსახურის თანამშრომლებისაგან.
2. სამსახურის შემადგენლობაში შედის ერთი განყოფილება:
ა) მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
4. სამსახურის უფროსს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მერთან შეთანხმებით მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
5. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით არის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.
6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და მოხელის კარიერის მართვის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების ფუნქციები
1. წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული საკითხების დამუშავებას, მერის წარმომადგენლებთან ურთიერთკოორდინაციით;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;
გ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
დ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
ე) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;
ვ) თანამშრომლობს მერიის შესაბამის სამსახურთან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხებში;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულო.
2. თანამდებობრივ ინსტრუქციებს ამტკიცებს მერი.
3. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით.