კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.11.2017
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016332
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 841 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 04.12.2017 ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 06.04.2022 სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.02.2018 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.10.2017 ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 29.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №31 2017 წლის 24 ნოემბერი ქ. კასპი კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე  მუხლის 1-ლი, მე-2 პუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  კასპის  მუნიციპალიტეტის  მერიის  ადმინისტრაციული  სამსახურის  დებულება (დანართი №1-ის შესაბამისად). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №35 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 06/08/2014,010250020.35.149.016203). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე დანართი №1 კასპის მუნიციპალიტეტის  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მერიის ადმინისტრაციული სამსახური 1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზებასა და განხორციელებას, მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციას, ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან  და სხვა  გაერთიანებებთან,  სახელმწიფო  ორგანოებთან,  სხვა  თვითმმართველ  ერთეულებთან  და საერთაშორისო  ორგანიზაციებთან;    მერიის  ოფიციალური  ღონისძიებების  დაგეგმვასა  და ორგანიზებას; 2.   სამსახური   თავის   საქმიანობას   წარმართავს   მოქმედი   კანონმდებლობის,    მერიის  დებულების,   ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗.  სამსახურის სტრუქტურა 1.სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (სამსახურის უფროსი),სტრუქტურული  ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან და მოხელეებისაგან. 2.სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) შესყიდვების განყოფილება 3. სამსახურის  საქმიანობას  წარმართავს  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის  უფროსი), რომლის  უფლებამოსილებები  განისაზღვრება მერიის  დებულებით  და  სამუშაოთა  აღწერილობით. მისი არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი). 4. სამსახურის განყოფილება შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისგან (განყოფილების უფროსი) და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი), რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება  მერიის  დებულებით  და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. მისი არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის  ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; გ) მიღებული  კორესპონდენციის  რეგისტრაციასა  და მათ  განაწილებას  დანიშნულებისამებრ, საკრებულოს, მუნიციპალურ სამსახურებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის; დ) საკრებულოსა და მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს; ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას; ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას; ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; კ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლით გათვალისწინებული მერის უფლებამოსილებას მიკუთვნებული  საკითხების  შესაბამისად,  ამავე კანონის 85​1  მუხლით  განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას; ლ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით; მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ნ) მუნიციპალიტეტის  სხვა თვითმმართველ  ერთეულებთან,  ადგილობრივ  თვითმმართველობათა  ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას; ო) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; პ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას; ჟ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, რ) სამსახური ასევე უზრუნველყოფს: რ.ა) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონის მოთხოვნათა შესრულების   უზრუნველყოფას   და   კონტროლს,   საკადრო   საკითხებთან   დაკავშირებით   სამართლებრივი აქტების  პროექტების  მომზადებას;  მუნიციპალურ  მოსამსახურეთა  პირადი  საქმეების  წარმოებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის  წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე; რ.ბ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; მუნიციპალურ მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას; რ.გ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების   და   დენადობის   თაობაზე   სტატისტიკური   მონაცემების   დამუშავებას,   მათ  პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას; რ.დ) მუნიციპალიტეტის  მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა  და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა  მიერ სწავლების  (კვალიფიკაციის)  ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას; რ.ე.) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას,   აღჭურვას,   რემონტს,   კეთილმოწყობას,   დაგვა-დალაგებას, კომუნალურ  მომსახურებასა  და დაცვას; რ.ვ.) საინფორმაციო-საკომუნიკაციო  სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას; რ.ზ.) საკრებულოს,  მუნიციპალური  სამსახურებისა  და  ადმინისტრაციული  ერთეულების  საოფისე მასალებით მომარაგებას. ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; რ.თ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას; რ.ი) მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციას; ს) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. შესყიდვების განყოფილების ფუნქციები სამსახურის შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას; ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას; გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას; დ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას; ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას; ვ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას; ზ)   მოქმედი   კანონმდებლობით,    მერიის   დებულებით   და   მუნიციპალიტეტის   სხვა   სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.