კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.11.2017
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016336
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 962 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 17.03.2021 ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.12.2017 ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 16.11.2017 ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 01.04.2022 ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 14.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილებ №35 2017 წლის 24 ნოემბერი ქ. კასპი კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  საქართველოს  ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე  მუხლის 1-ლი, მე-2 პუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის  სამსახურის დებულება (დანართი №1-ის შესაბამისად). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს 2014 წლის 01 აგვისტოს №36 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 06/08/2014, 010250020.35.149.016204). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე დანართი №1 კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ზედამხედველობის სამსახური 1. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული   ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციისფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოფს: სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში სამართალდარღვევების  საქმეების წარმოებას ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად“, ადმინისტრაციულ წარმოებას ,,ნარჩენების მართვის კოდექსისა“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას  მიკუთვნებულ საკითხებზე, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად რეაგირებას და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით, მიწათსარგებლობის,  საზოგადოებრივი  მომსახურეობის,  ტერიტორიის  კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევების პრევენციასა და  აღკვეთას, ამზადებს წინადადებებს ადგილობრივი გადასახადებისა და  მოსაკრებლების შემოღებისა  და გაუქმების,  მათი განაკვეთების  განსაზღვრის შესახებ, კასპის მუნიციპალიტეტის  დაკვეთით მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობისა და ხარისხის კონტროლს, მშენებლობაზე  და არქიტექტურულ  საქმიანობაზე  ზედამხედველობას,  ასევე აღასრულებს  საკრებულოსა  და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებსა და მერის დავალებებს. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,  საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა (სამსახურის უფროსი) და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2.სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მოსაკრებლების კონტროლის განყოფილება; ბ) შესყიდვების ხარისხისა და უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილება. 3. სამსახურის  საქმიანობას  წარმართავს  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი), რომლის  უფლებამოსილებები  განისაზღვრება მერიის დებულებით და სამუშაოთა აღწერილობით. მისი არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი). 4. სამსახურის განყოფილება შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (განყოფილების უფროსი) და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი), რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება  მერიის  დებულებით  და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. მისი არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა  და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას; ბ) სამშენებლო  საქმიანობაზე  სამართალდარღვევების  საქმეების  წარმოებას ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა  და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად; გ) ადმინისტრაციულ წარმოებას ,,ნარჩენების მართვის კოდექსითა“ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; დ) რეაგირებას და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად; ე) წინადადებების  მომზადებას  ადგილობრივი  გადასახადებისა  და მოსაკრებლების  შემოღებისა  და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; ვ)  ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; ზ) კასპის   მუნიციპალიტეტის   დაკვეთით  მიმდინარე  და  დასრულებული   სამუშაოების ზედამხედველობას, ასევე, პროექტთან შესაბამისობისა და ხარისხის კონტროლს; თ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას; ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 2. სამსახურს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს  და შეუფერხებლად  მიიღოს მის კომპეტენციას  მიკუთვნებულ  საკითხებთან  დაკავშირებული ინფორმაცია;   საჭიროების   შემთხვევაში   ცალკეულ  საკითხთა  განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული  და ადმინისტრაციული ერთეულების, დაწესებულებებისა  და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს  თათბირები   და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; გ) განახორციელოს  საქართველოს  კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრეული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 4🔗. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღავანელი (სამსახურის უფროსი) 1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღავანელი (სამსახურის უფროსი): ა) წარმართავს  სამსახურის  საქმიანობას  და  პასუხისმგებელია  სამსახურზე  დაკისრებული  ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; დ) მერს  წარუდგენს   სამსახურის   მიერ   მომზადებულ   საკითხებს,   წინადადებებს, დასკვნებსა  და რეკომენდაციებს; ე) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ვ) შესაბამისი  განყოფილების  წარდგინებით  აწარმოებს  საქმეებს  პროდუქტის  უსაფრთხოებისა  და თავისუფალი  მიმოქცევის  კოდექსით გათვალისწინებული  პროცედურების  განხორციელების  მიზნით,  ასევე საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად; ზ) შესაბამისი განყოფილების წარდგინებით აწარმოებს ადმინისტრაციულ წარმოებას ,,ნარჩენების მართვის კოდექსით“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსით“ გათვალისწინებული  ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოების  კომპეტენციას  მიკუთვნებულ  საკითხებზე და ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ოქმს; თ) სამსახურის უფროსი    სამშენებლო    საქმიანობაზე    ზედამხედველობის    განხორციელების    პროცესში გამოსცემს დადგენილებას; ი) სამსახურის უფროსს უფლება აქვს შეადგინოს სააღსრულებო ფურცელი. მუხლი 5🔗. მოსაკრებლების კონტროლის განყოფილების ფუნქციები მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) წინადადებების    მომზადებას    ადგილობრივი    მოსაკრებლების    შემოღებისა    და   გაუქმების,    მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; ბ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; გ) მოსაკრებლის ერთიანი ბაზის შექმნას და მასში პერიოდულად ცვლილებების შეტანას; დ)   მოსახლეობაში უზრუნველყოფს მოსაკრებლის ქვითრის დარიგებას; ე) სხვა უფლებამოსილების განხორციელებას. მუხლი 6🔗. შესყიდვების ხარისხისა  და უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების ფუნქციები შესყიდვების   ხარისხისა     და   უნებართვო   საქმიანობის   კონტროლის   განყოფილება  დადგენილი   წესით უზრუნველყოფს: ა) მიწათსარგებლობის,  საზოგადოებრივი  მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა   და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას; ბ) სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას; გ) სამშენებლო  საქმიანობაზე  სამართალდარღვევების  საქმეების  წარმოებას  პროდუქტის უსაფრთხოებისა  და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად; დ) ადმინისტრაციულ წარმოებას ,,ნარჩენების მართვის კოდექსით“ და საქართველოს ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ე) რეაგირებას და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად; ვ) კასპის  მუნიციპალიტეტის  დაკვეთით მიმდინარე და დასრულებული  სამუშაოების  ზედამხედველობას, ასევე, პროექტთან შესაბამისობისა და ხარისხის კონტროლს; ზ) სხვა უფლებამოსილების განხორციელება.