1. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) ადამიანური რესურსის მართვის პრინციპები;
ბ) თანამშრომელთა მოტივაციის ფორმები;
გ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;
დ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ვ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
ზ) დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი მოვალეობები;
თ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;
ი) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, პერსონალის პროფესიული სტანდარტი.
2. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) პერსონალის მოტივაციაზე ზრუნვა;
ბ) პერსონალის საჭიროებების დადგენა;
გ) საკადრო ცვლილებების განხორციელება;
დ) პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
ე) პერსონალისა და ბავშვების პირადი საქმეების წარმოება;
ვ) პერსონალის სამსახურებრივი მოვალეობების დადგენა.
საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული სტანდარტე