⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.04.2018)
გაუქმებულია:

გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.11.2017
ძალის დაკარგვა 20.04.2018
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016410
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,981 სიტყვა · ~20 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.11.2017 მიღება
20.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 2017 წლის 24 ნოემბერი ქ. გორი გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე დანართი №1 გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში „წესი“) განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – „მუნიციპალიტეტი“) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, ასევე გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. თავი I სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და   დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია მუხლი 1🔗. ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო დახმარება 1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფი. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს მუნიციპალიტეტს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს), გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე; 4. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს), ამ მუხლში აღნიშნული დაავადების მკურნალობის ფარგლებში, გაეწევა შემდეგი სახის დახმარება: ა) ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, კვლევის თანააფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ბ) ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს ერთჯერადად, სამედიცინო მომსახურებისათვის პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მუხლი 2🔗. ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფის მედიკამენტებით უზრუნველყოფა 1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფი. 2. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში. 3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს მუნიციპალიტეტს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს), გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი, ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან; ე) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 4. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე. მუხლი 3🔗. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება 1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელი დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია და მათზე გაიცემა შემდეგი სამედიცინო დახმარება ერთჯერადად: ა) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რაც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით და გააჩნიათ 0-დან 100 000 ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა,დაფინანსება განესაზღვროს ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით; ბ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100000-ის ჩათვლით მინიჭებული სარეიტინგო ქულა, სამედიცინო სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან განესაზღვროს ერთჯერადად, პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; გ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70 000-ის ჩათვლით სოციალური სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა „C” ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული სამედიცინო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან უფინანსდებათ 70%-ით, გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად საწყისი ღირებულების 30%-ით, ან მკურნალობის მონიტორინგის კვლევები დაფინანსდეს ერთჯერადად, საწყისი ღირებულების 30%-ით; დ) იმ მოქალაქეების თანადაფინანსება, რომელთაც „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული სამედიცინო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან უფინანსდებათ 30%-ით, განისაზღვროს ერთჯერადად, საწყისი ღირებულების 50%-დან მკურნალობის მონიტორინგის კვლევები დაფინანსდეს ერთჯერადად, საწყისი ღირებულების 50%-ით. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია; ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში). 3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე. მუხლი 4🔗. უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა 1. მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია: ა) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები; ბ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები; გ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები; დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გლაუკომით დაავადებული, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პაციენტები, რომლებსაც გააჩნიათ 0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა. 2. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით, ამ მუხლით გათვალისწინებული თითოეული დაავადების მკურნალობის ფარგლებში. 3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა )განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან; ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია; ვ) ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში დახმარების მიმღებმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან დახმარების მიმღები პირის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო 0-დან 100 000-ის ქულის ჩათვლით შესწავლის შესახებ. 4. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე. მუხლი 5🔗. სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება 1. II-III ხარისხის სქოლიოზით დაავადებული ბავშვების დახმარება (0-დან18 წლამდე), რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში მოხდება ერთჯერადად, თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/ და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე;  ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; გ) ცნობა II-III ხარისხის სკოლიოზით დაავადების შესახებ (ფორმა №100), გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი თვის მანძილზე ორთოპედ/ტრავმატოლოგის მიერ; დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან; ე) დაბადების მოწმობის ასლი; ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია. 3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე. მუხლი 6🔗. ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება 1. ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე) დახმარება, ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში მოხდება: ა) სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად, თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; ბ) ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების სოციალური დახმარება ერთჯერადად, 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით; გ) ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებულ პაციენტებს (18 წლის ზევით) სოციალური დახმარება გაეწევათ ერჯერადად, 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; გ)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან; ე) დაბადების მოწმობის ასლი; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში, ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ (უფლებამოსილი) პირად ანგარიშზე. მუხლი 7🔗. სტუდენტების დახმარება 1. აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ სტუდენტებს, რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არ აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი: ა) დედ-მამით ობოლი; ბ) მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი, 18 წლამდე) ოჯახის წევრი; გ) სტუდენტები, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მინიჭებული აქვთ 0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/ და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგის სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის,თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ; გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. მუხლი 8🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; ბ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; გ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; დ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) გარდაცვლილის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის მოწმობის ასლი; ე) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ; ვ) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი; ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, დამკძალავი ბიუროდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე. მუხლი 9🔗. დედ-მამით ობოლი ბავშვების და მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდული შვილების დახმარება 1. დედ-მამით ობოლი 0-დან 18 წლამდე პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად სტაციონარული მკურნალობისათვის – არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით. 2. დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად, ყოველ ბავშვზე 800 (რვაასი) ლარის ოდენობით. 3. 0-დან 18 წლამდე მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდულ შვილებს ფულადი დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, ყოველ ბავშვზე 800 (რვაასი) ლარის ოდენობით. 4. 0-დან 18 წლამდე დედ-მამით ობოლ ან/და მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდული შვილების მეურვემ/მზრუნველმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის–დევნილის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ბენეფიციარის მეურვის ვინაობის შესახებ; დ)ცნობა მშობლის (მშობლების) უფლება შეზღუდვის შესახებ; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100); ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; ზ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; თ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. 6. ამ მუხლის მეორე და მესამე პუნქტების სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 10🔗. ხანძრებისა (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება 1. ხანძრებისა (გარდა განხრახ გამოწვეული ხანძრისა) და სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 1750 (ერთი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარისა. 2. დახმარების  მისაღებად  ბენეფიციარმა   ან/და  მისი  ოჯახის  უფლებამოსილმა წარმომადგენელმა  გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე დამდგარი ზიანიდან ოცი დღის ვადაში; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის–დევნილის მოწმობის ასლი; გ)დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში; დ) ცნობა საქართველოს  შსს/სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან.   ე) ექსპერტიზის დასკვნა წარმოშობილი ხანძრის (გარდა განზრახ  გამოწვეული ხანძრისა) მიზეზის დასადგენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის გორის რაიონული სამართველოდან; ვ) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან. 3. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს მერიის ეკონომიკური სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 11🔗. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება 1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან ერთჯერადად, 200 (ორასი) ლარის ოდენობით სოციალურ დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახები და ომის მონაწილეები: ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები; გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები. 2. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით დამატებით ერთჯერადად დახმარებას მიიღებენ: ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი); ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით (9 მაისი); გ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, „ვეტერანის დღესთან“ დაკავშირებით (17 ოქტომბერი). 3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/ და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი; ე) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელიც დაადასტურებს გარდაცვლილთა ნათესაურ (მეუღლე, მშობლები და შვილები) ურთიერთობას; ვ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში. 4. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) უნდა მიმართოს მერიას, გარდა სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ „ბ“ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარებით სარგებლობის შემთხვევაში. 5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 6. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) სოციალური დახმარებას მიიღებს, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრის ოჯახის ერთ-ერთი წევრი. მუხლი 12🔗. ოთხი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება 1. ერთჯერადად (თითო ბავშვზე) 100 (ასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი 0-დან 18-წლამდე. 2. სადღესასწაულო დღესთან, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან (მარიამობა 28 აგვისტო) დაკავშირებით დამატებით, ერთჯერადად, დახმარებას მიიღებენ 100 (ასი) ლარის ოდენობით გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი 0-დან 18-წლამდე, რომლებსაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ შეფასების შედეგად, მინიჭებული აქვთ 0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა. 3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის–დევნილის მოწმობის ასლი; გ)შვილების დაბადების მოწმობების ასლები; დ)ამ მუხლის მეორე პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები; ე) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში. 4.  ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 13🔗. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება 1. ერთჯერადად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოქალაქეები რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/ და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის–დევნილის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 14🔗. რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების დახმარება თანადაფინანსებით 1. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან/ და მეურვემ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; გ) საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა ბავშვის რეინტეგრაციაში ყოფნის შესახებ; დ)ცნობა ბავშვის მეურვის ან/და მზრუნველის ვინაობის შესახებ; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საბანკო ანგარიშზე. მუხლი 15🔗. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა პენსიონერების,  არასაპენსიო ასაკის მქონე შშმ პირების   (ბენეფიციარების)  დახმარება 1. ამ მუხლით, ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით, გაეწევათ სიღარიბის ზღვარს მიღმა/ზღვარზე მყოფ 0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირებს (ბენეფიციარებს, რომლებსაც არ ჰყავთ მარჩენალი: მეუღლე, მშობელი, შვილი და ა.შ). 2. ამ მუხლით დახმარების მიმღებია: ა) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა პენსიონერი; ბ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი არასაპენსიო ასაკის მქონე მარტოხელა ბენეფიციარი; გ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარი. 3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები; გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის)პირადობისმოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;   დ) შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში; ვ) დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს დაბადების მოწმობის ასლი (საკუთარი და ოჯახის წევრების, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ქორწინების მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას მიიღებს ბენეფიციარის მხოლოდ ერთი ოჯახის წევრი. მუხლი 16🔗. მარტოხელა მშობლის დახმარება 1. ამ მუხლით ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით გაეწევათ, მარტოხელა სტატუსის მქონე მშობელს, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის ან/და დედის შესახებ; პირი, რომელსაც ჰყავს შვილადაყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში; მარტოხელა მშობლის სტატუსი გაუქმდება, თუ ამ სტატუსის მქონე პირი დაქორწინდება (იგულისხმება რეგისტრირებული ქორწინება) ან მის შვილს (ნაშვილებს) შეუსრულდება 18 წლის ასაკი. შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება 1996 წლის 18 აპრილიდან 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე. კერძოდ, ისეთ შემთხვევებზე, როდესაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი დედისგან შობილი ბავშვის მამის გვარად მიეთითებოდა დედის გვარი, ხოლო მამის სახელი იწერებოდა დედის მითითებით. 2. ამ მუხლით დახმარების მიმღებია: ა) სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობელი, რომელსაც მინიჭებული აქვს 0-და70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა. ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა მშობელი. 3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული საზღვრები. გ) დახმარების მიმღები (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; დ) ცნობა იუსტიციის სახლიდან მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ; ე) დაბადების მოწმობის ასლი; ვ) შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარისწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 17🔗. ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის (ბენეფიციარების) დახმარების გაწევა 1. ამ მუხლით ფულადი დახმარება ბენეფიციარებს გაეწევათ 100 (ასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ძალადობის მსხვერპლობის შესახებ; დ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 18🔗. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე) ოჯახების დახმარება კომუნალურ გადასახადებზე ზამთრის პერიოდში. 1. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ (0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე) ოჯახებს კომუნალურ გადასახადებზე დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 60 (სამოცი) ლარის ოდენობით; 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია; დ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში; ე) დახმარების მიმღებნი შეიძლება იყვნენ მოქალაქეები, რომელთაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეფასების შედეგად მინიჭებული აქვთ 0-დან 65000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზის რეგისტრაციის ამონაწერში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები, გარდა ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო) პირებისა. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 19🔗. სოციალურად დაუცველი ოჯახების ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების“ თანამონაწილეობის წილის დაფინანსება 1. სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-დან 70000-ის ჩათვლით) თანამონაწილეობის წილის დაფინანსებას, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამაში“ მონაწილეობის მიღებისას გადახდისუუნაროები არიან, სრულად უზრუნველყოფს  გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტი, სამუშაოების მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება  გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია; დ) ამხანაგობის/კავშირის გადაწყვეტილება (კრების ოქმის ჩანაწერი) კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, პროექტი და ხარჯთაღრიცხვა; ე) ამხანაგობის მიერ დაფინანსებულ ჯამურ თანხაში განმცხადებლის წილობრივი თანხის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა ან ჩანაწერი კრების ოქმში). 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ამხანაგობის მიერ სამუშაოს შესრულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში. მუხლი 20🔗. მიუსაფარ პირთა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა.  1. განსაკუთრებულ შემთხვევებში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების და მიუსაფარ პირთა დახმარება განხორციელდება ერთჯერადი ფულადი დახმარების ან საქონლის/მომსახურების გადაცემის გზით. ბენეფიციარების გამოვლენა, წარდგენა მოხდება გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მიერ, (გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ინფორმირებით) საკითხს იხილავს სამუშაო ჯგუფი, გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, წარედგინება გორის მუნიციპალიტეტის მერს. დახმარების მოცულობა არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს. 2. მერის წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში  უნდა წარმოადგინოს: ა) მოხსენებითი ბარათი მერის სახელზე; (აქტი  რომელიც ადასტურებს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ინფორმირებულობას); ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის  დევნილის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) ოჯახის უკიდურესი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 21🔗. მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება კომუნალურ გადასახადებზე 1. ამ მუხლით ერთჯერადი ფულადი დახმარება 240 (ორას ორმოცი) ლარის ოდენობით კომუნალურ გადასახადებზე გაეწევათ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო) პირებს. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; გ) მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (სტატუსით –„უსინათლო“) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან; დ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში; ე) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის შემოწმების აქტის ამონაწერი. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. თავი II სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 22🔗. სოციალური დახმარების დანიშვნა, გაცემა და სამენეჯმენტო კონტროლი 1. გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების  პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნის, გაცემის და ამ პროცესებზე სამენეჯმენტო კონტროლს უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური). 2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მერიის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. 3. სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია, სამსახური ამზადებს გადაწყვეტილების დოკუმენტის პროექტს მერისათვის წარსადგენად, გარდა ამ წესის მე-10 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად. 4. ამ წესის მე-10 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში სამსახური მასალებს შემდგომი განხილვისათვის გადასცემს  მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს. 5. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატიურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება,ბავშვების სრულწლოვანების დადგენადა ა.შ. მუხლი 23🔗. სამუშაო ჯგუფის უფლებაუნარიანობა 1. სამუშაო ჯგუფი იქმნება  გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით ამ წესის მე-10 და მე-20 მუხლების განსახილველად. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება მერის ბრძანებით. 2. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 3. სამსახურის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე. 4. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს ამ დადგენილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 5. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე. მუხლი 24🔗. სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები 1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში. 3. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში, რიგითობის მიხედვით. 4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი. 5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას. 6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მერს. მუხლი 25🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე. ამ წესის მე-10 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების დოკუმენტის პროექტისა და მერის ბრძანების საფუძველზე. თავი III დასკვნითი დებულებები მუხლი 26🔗. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღებნი აჟარის, ახალგორის, ერედვის, ქურთისა და თიღვის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან.