შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავკასიის ფრანგული სკოლის დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ

მიღების თარიღი 31.08.2017
ძალაში შესვლა 21.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №12/16
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016505
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2017
matsne.gov.ge 363 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.08.2017 მიღება
21.11.2017 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
(ხელმოწერილია) საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) საქართველოს მთავრობის სახელით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავკასიის ფრანგული სკოლის დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 14.09.2017 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 85% „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 82% 13.09.2022 „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოების დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ“ 2014 წლის 13 მაისის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 82% „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 82% 26.11.2018

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავკასიის ფრანგული სკოლის დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავკასიის ფრანგული სკოლის დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ საქართველოს მთავრობა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობა შემდგომში  „მხარეებად“ წოდებულნი, ესწრაფვიან შემდგომშიც  განავითარონ ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობები განათლების სფეროში, 1997 წლის 3 თებერვლის   საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის კულტურულ, სამეცნიერო და ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის  შესახებ შეთანხმების შესაბამისად, დარწმუნებულნი   არიან,   რომ       განათლების   სფეროში   თანამშრომლობა   ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების განმტკიცებასადა  მათი ისტორიისა და კულტურის უკეთ ურთიერთგაცნობას, თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები ითანამშრომლებენ კავკასიის ფრანგული სკოლისთვის (შემდგომში - „სკოლა“), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ავტორიზაციის მინიჭების მიზნით და ამგვარად ხელს შეუწყობენ ამ ქვეყანაში აღნიშნული სკოლის ფუნქციონირებას. მუხლი 2🔗 მხარეები იხელმძღვანელებენ შემდეგი პრინციპებით: 1. კავკასიის ფრანგულ სკოლას მიენიჭება ავტორიზაცია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, სკოლას მიენიჭება საფრანგეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ლიცენზია, რამდენადაც იგი შეესაბამება საფრანგეთის კანონმდებლობასა და რეგულაციებს ამ მიმართებით. 2. სკოლა, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება, იფუნქციონირებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წვლილს შეიტანს საფრანგეთის რესპუბლიკისა და საქართველოს შორის თანამშრომლობაში, ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიერ უცხოური ენების შესწავლას, შესთავაზებს მსურველებს მაღალი ხარისხის განათლებასა და პოზიტიურ სასწავლო გარემოს; 3. სწავლების ძირითადი ენა იქნება ფრანგული, ამასთან, სავალდებულოა ქართული ენის სწავლება ყველა მოსწავლისთვის. სასკოლო პროგრამა შესაბამისობაში იქნება საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და ხელს შეუწყობს საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას. 4. სასწავლო პროცესი ძირითადად წარიმართება ფრანგული მხარის მიერ გამოგზავნილი მასწავლებლების მიერ, ამასთან, საგანმანათლებლო პროცესის თავისებურებების გათვალისწინებით, სკოლაში დასაქმებულნი იქნებიან ქართველი მასწავლებლებიც. მუხლი 3🔗 ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 4🔗 1. თითოეული მხარე აცნობებს მეორე მხარეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო თავისი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ. შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეტყობინების მიღების დღიდან. 2. წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია დამატებითი ოქმის გაფორმების გზით, რომელიც ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 3. შეთანხმება ძალაში იქნება 3 წლის განმავლობაში და ავტომატურად განახლდება. 4. ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, არანაკლებ ექვსი თვით ადრე, დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე მხარისთვის შეტყობინების შემთხვევაში. წინამდებარე შეთანხმება ხელმოწერილია 2017 წლის 31 აგვისტოს, ორ დედნად, თოთოეული ქართულ და ფრანგულ ენებზე ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. (ხელმოწერილია) საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) საქართველოს მთავრობის სახელით