1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლის ან დაბის მოსახლეობის   თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

2. ოზურგეთის  მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების უფლებამოსილებები, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 852 –
855 მუხლებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისა