📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.11.2017
ძალის დაკარგვა 16.03.2018
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016426
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,013 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.11.2017 მიღება
16.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 2017 წლის 28 ნოემბერი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 2017 წლის 28 ნოემბერი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე  მუხლის პირველი  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის დებულება“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №59 დადგენილება („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016228, 11/09/2014). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ ივანეიშვილი დანართი №1   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას, სამსახურების საქმიანობის საბუღალტრო მომსახურებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით და ბანკში შესაბამისი საბიუჯეტო (სალარე და სავალუტო) ანგარიშები.  მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის  – სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულისაგან  –  განყოფილებებისაგან და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საფინანსო-სახაზინო განყოფილება; ბ) ბუღალტრული აღრიცხვა-დაგეგმარების განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული შედგება უფროსისა და პროფესიული საჯარო მოხეელებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ერთ-ერთი მოხელე. 6. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულებით. მათი ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული წინსვლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:  ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას;  ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას; გ) მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; დ) ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი, სპეციალური და კაპიტალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად საჭირო ინფორმაციის დამუშავებისა და შესაბამისი წინადადებების მომზადებას; ე) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას; ვ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას; თ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე; ი) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე მერიაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე; კ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით პროექტის რედაქტირებას; ლ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით; მ) საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე; ნ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ო) წინადადებების შემუშავებას და შესაბამისი ფინანსური გაანგარიშებების მომზადებს ადგილობრივი გადასახადის განაკვეთის, ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებასა, მათი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე; პ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; ჟ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; რ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ; ს) მუნიციპალიტეტის საგადასახადო მონაცემთა ბაზის შექმნის უზრუნველყოფა; ტ) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას, ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას; წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას; უ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან, მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას; ფ) საკრებულოს და სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას; მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას; ქ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევაში ან/და მერის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე ან/და სამსახურის ინიციირების საფუძველზე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს, კერძოდ, მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, მომსახურების, სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენასა და შესყიდვის ობიექტის მიღებას. სამსახურის უფროსი ახდენს რეაგირებას ხელშეკრულების პირობების მოსალოდნელ ან უკვე აღმოჩენილ დარღვევებზე და წერილობით ატყობინებს მერს; ღ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.  მუხლი 4🔗. სამსახურის საფინანსო-სახაზინო განყოფილება სამსახურის საფინანსო-სახაზინო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:  ა) წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას; ბ) ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; გ) წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით; დ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ; ე) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; ვ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას; თ) საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად; ი) წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე; კ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით; ლ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გაანალიზებას და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; მ) მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნასა და განახლებას;  ნ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; ო) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; პ) ადგილობრივი ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე ზედამხედველობას; ჟ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო მონიტორინგს; რ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას;  ს) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.  მუხლი 5🔗. სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვა- დაგეგმარების განყოფილება სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვა-დაგეგმარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას; ბ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას; გ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან; დ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას; ე) მუნიციპალიტეტის საგადასახადო მონაცემთა ბაზის შექმნის უზრუნველყოფა;  ვ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას; ზ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას; თ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.  მუხლი 6🔗. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით. 2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და მერიის დებულებით დადგენილი წესით.