„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო/არაკომერციული იურიდიული პირების თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016405
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2017 წლის 29 ნოემბერი

ქ. ქუთაისი

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირების თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირების თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №99 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 29.06.2015. 010250020.35.123.016309), კერძოდ, შეიცვალოს დადგენილების დანართის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ატესტაციის ჩატარების ფორმას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია