1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს:

ა)  ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე.  შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც;

ბ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში.

გ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს - რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში;

დ) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით – ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;

ე) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკის - გრაფიკის დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში;

ვ) დასახლების საერთო კრების გადაწყვეტილებას – დასახლების საერთო კრების ჩატარებიდან ხუთი დღის ვადაში.

ზ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს – შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში;

თ) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღეს, ადგილს და საათებს –  მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

ი) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღეს, ადგილს, საათებს და დღის წესრიგს (მისი არსებობის შემთხვევაში) –  შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

კ) საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტს, ანგარიშის წარდგენის დღეს, ადგილს და საათს – ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც.

ლ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიურ ანგარიშს - წარდგენიდან 5 დღის ვადაში;

მ) მერის, მერიის სამსახურების უფროსების და მერიის ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელების წლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ - წარდგენიდან 5 დღის ვადაში;

ნ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველ სხვა დოკუმენტებს - საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებული უნდა იქნეს თვითმმართველი ერთეულის ვებ–გვერდზე, ,,თვითმმართველი ერთეულის ვებ–გვერდის დებულებით" დადგენილი წესი