1. საკრებულოს წევრს, საკრებულოს მიერ ინდივიდუალური ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები.
2. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების სახით.