1. საკრებულოს სხდომაზე მომხსენებელს გამოსვლისათვის ეძლევა 15 წუთამდე, თანამომხსენებელს  10 წუთამდე, თითოეულ მათგანს დასკვნითი სიტყვისათვის  10 წუთამდე; დებატებში გამოსვლისათვის საკრებულოს წევრს და სხვა პირებს ეძლევათ პირველად 5 წუთამდე, მეორედ გამოსვლისას 3 წუთამდე; პროცედურულ საკითხებთან, ხმის მიცემის მოტივებთან დაკავშირებით – 1 წუთამდე, წარდგენილი კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით, განმარტების, ინფორმაციის, მიმართვის, განცხადებებისა და შეკითხვებისათვის  2 წუთამდე.

2. საკრებულოს თავმჯდომარეს, გამომსვლელის მოთხოვნით, სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, შეუძლია გამომსვლელს გაუგრძელოს დრო არაუმეტეს 5 წუთით. ამასთან, ფრაქციას, რომელიც გამოდის ამ გამომსვლელის „მოწინააღმდეგედ“, უფლება აქვს მოითხოვოს მისი წარმომადგენლისთვისაც დროის შესაბამისად გაგრძელებ