საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ევროპის საერთაშორისო სტრუქტურებთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესების განვითარების, სამართლებრივი სისტემების დაახლოებისა და ჰარმონიზაციის, ევროპის კავშირის მიერ აღიარებულ პრინციპებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, 1998 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი და სხვა ნორმატიული აქტი უნდა შეესაბამებოდეს ევროპის კავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს.
2. საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში, შედარებითი ანალიზის საფუძველზე, ასახული უნდა იყოს საერთაშორისო ნორმების მოთხოვნები და ამ მოთხოვნებთან კანონპროექტის შესაბამისობა.
3. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 1997 წლის 1 ნოემბრამდე პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს წინადადებები ამ დადგენილების პირველ პუნქტში გათვალისწინებულ საკითხთა განსახორციელებლად ტექნიკური უზრუნველყოფის აუცილებელ ღონისძიებათა ნუსხის თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდ ომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
1997 წლის 2 სექტემბერი.
№828-Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/38704/