შპს ,,დიკას’’ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/28345-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე 330210317002134132

თბილისის საქალაქო სასამართლოს

განჩინება №2/ 28345-17

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

2017 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – ლევან მიქაბერიძე

განმცხადებელი – შპს ,,დიკა’’

წარმომადგენელი – გიორგი გვენეტაძე

მოთხოვნა – მოვალის გაკოტრება (საქმის წარმოება)

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,დიკას'' გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბერს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მომართა შპს ,,დიკას’’ წარმომადგენელმა გიორგი გვენეტაძემ, რომელმაც მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება.

2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,დიკას'' უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მას არ გააჩნდა ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,დიკას’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში,სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა,რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2017 წლის 24 ოქტომბერს. ამასთან, განჩინება გაგზავნილ იქნა განმცხადებლის მიერ მითითებულ კრედიტორის DIKA STYLE LTD მისამართზე.

2017 წლის 8 ნოემბერს DIKA STYLE LTD-ს წარმომადგენელმა გიორგი გულუამ წარმოადგინა განცხადება იმაზე მითითებით, რომ არ აპირებდა შპს ,,დიკას'' მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარდგენას სასამართლოში, რადგან ცნობილი იყო საზოგადოების უპერსპექტივო ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იმავე კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. შესაბამისად, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, შპს ,,დიკა’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით

დაადგინა:

1. შპს ,,დიკა’’ (ს/კ 204509399) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,დიკას’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე ლევან მიქაბერიძე