„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010220020.17.010.016063
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №7

2017 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1.

 

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის აპარატი შედგება დეპარტამენტებისა და სამსახურებისაგან, ასევე  ადმინისტრაციისაგან.“

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს ე) და ვ) ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ე) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.“>

4. მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტი. 

5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ლ), მ), ნ) ქვეპუნქტი, მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-11 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური“

7. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:“.

8. მე-11 მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:“.

9. მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს 191 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„191 მუხლი. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

1.  ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ძირითადი მიმართულებებია:

ა) კომისიის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და განხორციელება;

ბ) კომისიის ადამიანური რესურსების მართვა;

გ) კომისიის ადამიანური რესურსების  კვალიფიკაციის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების  განვითარების უზრუნველყოფა.

2.  ადამიანური რესურსების მართვის  სამსახურის ფუნქციებია:

ა) კომისიის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და განხორციელება;

ბ) კომისიის აპარატში დასაქმებულთა შერჩევის უზრუნველყოფა კომისიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

გ)  კომისიაში დასაქმების პროცედურის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

დ) პოზიციათა რანჟირების, კომისიის აპარატში დასაქმებულთა შეფასების, მოტივაციის, შრომის ანაზღაურების სისტემის შემუშავება და რეკომენდაციების წარდგენა კომისიისათვის;

ე) კომისიის საშტატო და არასაშტატო პოზიციათა სამუშაოსა და სამუშაო პროცესების ანალიზი;

ვ) კომისიის აპარატში დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება და განახლების უზრუნველყოფა;

ზ) ცოდნის მართვისა და გაზიარების შიდაორგანიზაციული სისტემის შემუშავება, დანერგვის ხელშეწყობა და ზედამხედველობა;

თ) კომისიაში ადამიანური რესურსების კვალიფიკაციის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების  განვითარების მხრივ არსებული საჭიროებების პერიოდული შესწავლა და მოკვლევის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;

ი) კომისიაში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა -  ადგილზე სწავლების, შიდა ან გარე ტრენინგებისა და მენტორინგის ღონისძიებათა განხორციელებაზე რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება;

კ) ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის შექმნა,  ადმინისტრირება, კომისიის აპარატში დასაქმებულთა პირადი საქმეების, სხვა შესაბამისი მონაცემების   პროგრამაში ინტეგრირება, განახლება;

ლ) კომისიის აპარატში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება, ანალიზი  და ანგარიშგება კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიისა და პროცედურების შესაბამისად;

მ) კომისიის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების შესახებ კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის ინფორმაციის მიწოდება და მეთოდური დახმარების გაწევა;

ნ) კომისიის ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული ძირითადი სტატისტიკურ-ანალიტიკური ინფორმაციისა და რეკომენდაციების პერიოდულად მომზადება;

ო) კომისიის ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

პ) კომისიაში დასაქმებულთა მიერ კომისიის შრომის შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობა;

ჟ) კომისიის აპარატში დასაქმებულთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება.“

 


მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრივახტანგ აბაშიძე
თავმჯდომარეკახი ბექაური
კომისიის წევრიელისო ასანიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.11.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.11.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.17.010.016063.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.11.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №7, 30.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010220020.17.010.016063 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3871730/