მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებაში გამოიყენება შემდეგი სახის დოკუმენტები:
1. ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები:
ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება;
ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება;
გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება;
დ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება;
ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ბრძანება;
ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება;
ზ) სხვა სამართლებრივი აქტები.
2. საქმისწარმოების დოკუმენტები:
ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი;
ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმი;
გ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმი;
დ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმი;
ე) სხვადასხვა კომისიის ოქმები;
ვ) სამართლებრივი აქტის პროექტის განმარტებითი ბარათი;
ზ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, თანამდებობის პირის დავალება (მითითება);
თ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს (მუნიციპალიტეტის მერის) ცნობა;
ი) მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული გარიგება;
კ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ლ) მუნიციპალიტეტის საფინანსო დოკუმენტაცია;
მ) მოხსენებითი ბარათი;
ნ) განცხადებები;
ო) მინდობილობები;
პ) შესრულებული (შემოსული და გასული) კორესპონდენცია