ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმება საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ევროპა-კავკასია-აზია დერეფნის განვითარებისათვის

მიღების თარიღი 08.09.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430000000.00(3).00.000306
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 18/04/2000
matsne.gov.ge 3,273 სიტყვა · ~16 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
თევზსაჭერ გემებს. 2. ტერმინი „ეკიპაჟის წევრი“
ნიშნავს კაპიტანსა და ნებისმიერ პირს, რომელიც რეისის განმავლობაში დაკავებულია გემის მართვასთან, ექსპლუატაციასა და მომსახურებასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებით და რომელიც შეტანილია გემის ეკიპაჟის სიაში.
მუხლი 2

დოკუმენტის ტექსტი

ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმება საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ევროპა-კავკასია-აზია დერეფნის განვითარებისათვის ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმება საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ევროპა-კავკასია-აზია დერეფნის განვითარებისათვის წინამდებარე შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოები, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, გამოხატავენ რა სურვილს, განავითარონ ეკონომიკური ურთიერთობები, ვაჭრობა და სატრანსპორტო მიმოსვლა ევროპის, შავი ზღვის, კავკასიის, კასპიის ზღვის და აზიის რეგიონებში, შეთანხმდნენ დადონ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმება საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ევროპა-კავკასია-აზია დერეფნის განვითარებისათვის (შემდგომში „ძირითად შეთანხმებად“ წოდებული). მუხლი 1🔗 ზოგადი დებულებანი ძირითადი შეთანხმების დებულებები აწესრიგებენ საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვებს მხარეებს შორის, ასევე სატრანზიტო გადაზიდვებს მხარეების ტერიტორიების გავლით. მუხლი 2🔗 განსაზღვრებანი ძირითადი შეთანხმების მიზნებისათვის „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს საქონლის ან მგზავრების გადაადგილებას: ა) საავტომობილო ტრანსპორტის (მათ შორის მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები); ბ) სარკინიგზო ტრანსპორტის; გ) საწყლო ტრანსპორტის; დ) საჰაერო ტრანსპორტის; ე) კონტეინერების შესახებ საბაჟო კონვენციის შესაბამისად ყველა სახის კონტეინერების; ვ) მილსადენების მეშვეობით, ან უშუალოდ მათში, თუ ტვირთის ან მგზავრების მიღების ადგილი და მიწოდების დანიშნული ადგილი, როგორც ეს მითითებულია კონტრაქტში, სხვადასხვა ქვეყანაშია, სადაც ერთ-ერთი მაინც ძირითადი შეთანხმების მხარეა, ასევე შენახვა ტვირთების ტრანზიტის დროს. მუხლი 3🔗 ძირითადი შეთანხმების მიზნები ძირითადი შეთანხმების მიზნებს წარმოადგენს: ა) ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარება ევროპის, შავი ზღვის, კავკასიის, კასპიის ზღვისა და აზიის რეგიონებში; ბ) საავტომობილო საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტის, აგრეთვე სავაჭრო ნაოსნობის საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა. გ) ტვირთების, მგზავრების საერთაშორისო გადაზიდვა-გადაყვანის და ნახშირწყალბადის პროდუქტების საერთაშორისო ტრანსპორტირებისათვის ხელშეწყობა; დ) მოძრაობის უსაფრთხოების, ტვირთების შენახვისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფა; ე) სატრანსპორტო პოლიტიკის, ასევე ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ჩარჩოების ჰარმონიზაცია; ვ) ტრანსპორტის ცალკეულ სახეობებს შორის კონკურენციის თანაბარი პირობების შექმნა. მუხლი 4🔗 საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეწყობა 1. თითოეული მხარე აძლევს დანარჩენ მხარეებს საერთაშორისო სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთებისა და მგზავრების ტრანზიტის უფლებას თავის ტერიტორიის გავლით, ძირითად შეთანხმებაში მითითებული პირობებით. 2. მხარეები უზრუნველყოფენ თავის ტერიტორიებზე სატრანზიტო გადაზიდვების ხელშეწყობის ყველაზე ეფექტიან ორგანიზებას. 3. ძირითადი შეთანხმების დებულებები არ ეხება მხარეების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობენ სხვა საერთაშორისო კონვენციებიდან და შეთანხმებებიდან, რომელთა მონაწილეებიც ისინი არიან ან შეიძლება გახდნენ. მუხლი 5🔗 გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების გადახდა გადასახადები, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელები, მიუხედავად მათი დასახელების ან დანიშნულებისა, არ გადაეხდევინებათ სატრანზიტო გადაზიდვების დროს, გარდა სატრანსპორტო, საბაჟო მომსახურების, გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურების ანაზღაურების ხარჯებისა, აგრეთვე გადასახდელებისა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებისათვის. მუხლი 6🔗 შეღავათიანი პირობები და ტარიფები 1. სატრანზიტო გადაზიდვების უზრუნველყოფის მომსახურებისათვის ტარიფები დგინდება შეღავათიან პირობებზე. 2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ორ მხარეს შორის ძირითადი შეთანხმების 1 მუხლში მითითებული გადაზიდვების სახეობებისათვის დადგინდება უფრო შეღავათიანი პირობები და ტარიფები, არანაკლებ შეღავათიანი პირობები და ტარიფები, არანაკლებ შეღავათიანი პირობები და ტარიფები გამოიყენება ამ ორ მხარესა და სხვა მხარეებს შორის. მუხლი 7🔗 მოძრაობის უსაფრთხოება, ტვირთების შენახვა და გარემოს დაცვა მხარეები მიიღებენ შესაბამის ზომებს, რათა ძირითადი შეთანხმების 1 მუხლით გათვალისწინებული საერთაშორისო გადაზიდვების დროს უზრუნველყონ მოძრაობის, მგზავრებისა და გადამზიდავების უსაფრთხოება, ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შენახვა, აგრეთვე გარემოს დაცვა. მუხლი 8🔗 მთავრობათშორისი კომისია 1. მხარეები, ძირითადი შეთანხმების დებულებების განხორცელებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით, ქმნიან მთავრობათაშორის კომისიას. 2. მთავრობათაშორისო კომისია შედგება მხარეთა მაღალი სამთავრობო თანამდებობის პირებისა ან ძირითადი შეთანხმების ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილი მათი წარმომადგენლებისაგან. მთავრობათაშორისი კომისია გადაწყვეტილებებეს იღებს კონსენსუსის პრინციპის საფუძველზე. 3. მთავრობათაშორისი კომისია რეგულარულად ატარებს სხდომებს, წელიწადში არანაკლებ ერთისა, რიგ-რიგობით თითოეული მხარის ტერიტორიაზე. ამასთან, მიმღები მხარე თავმჯდომარეობს ერთი წლის განმავლობაში. მთავრობათაშორისი კომისიის თავმჯდომარე იმ მხარის დელეგაციის მეთაურია, რომელშიც ტარდება სხდომა. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომები ტარდება თავმჯდომარის ან ნებისმიერი მხარის წინადადებით მხარეების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებსაც მონაწილეობის მისაღებად შეუძლიათ მოიწვიონ შესაბამისი ექსპერტები. 4. მთავრობათაშორისი კომისა იღებს პროცედურის საკუთარ წესებს. 5. საჭიროების შემთხვევაში მთავრობათაშორის კომისიას შეუძლია შეიტანოს წინადადებები ძირითად შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე ძირითადი შეთანხმებისათვის ახალი ტექნიკური დანართების მიღების შესახებ. 6. მთავრობათაშორისი კომისია შეიმუშავებს გადაწყვეტილებებს მხარეებისათვის მისაღებად და შესაბამის რეკომენდაციებს ძირითადი შეთანხმების საკითხებზე, მათ შორის: ა) სატრანსპორტო პოლიტიკის კოორდინაცია; ბ) ძირითადი შეთანხმების დებულებების დაცვის უზრუნველყოფა; გ) შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება და თავისუფალი გაცვლა; დ) მხარეებს შორის გადაზიდვების ჰარმონიული განვითარება, უპირველეს ყოვლისა მოძრაობის უსაფრთხოების, ტვირთების შენახვისა და ეკოლოგიური ასპექტების გათვალისწინებით; ე) სატრანსპორტო საწარმოებსა და დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა; ვ) მულტიმოდალური გადაზიდვების ხელშეწყობა; ზ) დადგენილ გამშვებ პუნქტებში გამოსაყენებელი საბაჟო პროცედურებისა და პრაქტიკის გამარტივება. 7.მთავრობათაშორის კომისიას აქვს უფლება შექმნას სამუშაო ჯგუფები ძირითადი შეთანხმების მე-10 მუხლის 1 პუნქტში მითითებული სფეროების მიხედვით და განსაზღვროს მათი უფლებები და მოვალეობები. მუხლი 9🔗 მუდმივი სამდივნო 1. ძირითადი შეთანხმების ეფექტიანი გამოყენების მიზნით მთავრობათშორისი კომისია აფუძნებს მუდმივ სამდივნოს. 2. სამდივნო განლაგებულია ქ. ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკა და გააჩნია მუდმივი წარმომადგენლობები თითოეულ მხარეში. 3. მთავრობათშორისი კომისია შეიმუშავებს და დაამტკიცებს დებულებას მუდმივი სამდივნოს შესახებ, განსაზღვრავს მის უფლებამოსილებებს, უფლებებსა და მოვალეობებს, თანამდებობის პირების დანიშვნის პროცედურას, აგრეთვე მოამზადებს წინადადებებს მუდმივი სამდივნოს მუშაობის ერთობლივი ფინანსირების სისტემის შესახებ. ფინანსირების სისტემა მტკიცდება მხარეების მთავრობების მიერ. 4. მუდმივი სამდივნო ახორციელებს ზედამხედველობას ძირითადი შეთანხმების დებულებების შესრულებაზე, აგრეთვე ასრულებს მთავრობათშორისი კომისიის გადაწყვეტილებებს და შედის შესაბამისი წინადადებებით მთავრობათშორის კომისიაში. მუხლი 10🔗 ტექნიკური დანართები 1. ტექნიკური დანართები საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტზე, საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტზე, საერთაშორისო სავაჭრო ნაოსნობაზე და საბაჟო პროცედურებსა და დოკუმენტების დამუშავებაზე წარმოადგენენ ძირითადი შეთანხმების განუყოფელ ნაწილს, ისევე როგორც სხვა ტექნიკური დანართები, რომლებიც შემდგომში, აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მიღებულ იქნას. 2. ტექნიკურ დანართებს აქვს ისეთივე სავალდებულო ხასიათი მხარეებისათვის იმგვარადვე და იგივე მოცულობით, როგორც ძირითად შეთანხმებას, და უზრუნველყოფენ ძირითადი შეთანხმებით განსაზღვრულ საკითხების დეტალურ მოწესრიგებას. ამასთან, ძირითადი შეთანხმების დებულებებსა და ნებისმიერი ტექნიკური დანართის დებულებებს შორის წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში, აუცილებელია ძირითადი შეთანხმების დებულებებით ხელმძღვანელობა. 3. თითოეულ მხარეს აქვს უფლება წარმოადგინოს შესწორებები ტექნიკურ დანართებისათვის და, აუცილებლობის შემთხვევაში, წარმოადგინოს მუდმივ სამდივნოში ტექნიკური დანართების ახალი პროექტები. 4. ტექნიკური დანართებისათვის შემოთავაზებული შესწორებები და ახალი პროექტები განიხილება მთავრობათაშორისი კომისიის მიერ. მუხლი 11🔗 ცვლილებებისა და დამატებების შეტანა 1. მხარეების თანხმობის შემთხვევაში, ძირითად შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ფორმდება ოქმით, რომელიც არის ძირითადი შეთანხმების განუყოფელი ნაწილი. 2. ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ოქმი ძალაში შედის იგივე წესით, როგორც ძირითადი შეთანხმება. მუხლი 12🔗. დავების გადაჭრა 1. მხარეებს შორის ნებისმიერი დავა, უთანხოება ან პრეტენზია, როლებიც წარმოიშვება ძირითადი შეთანხმების გამოყენებასთან, განმარტებასთან, დარღვევასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით და რომლებიც ვერ გადაწყდება მოლაპარაკებების გზით, ნებისმიერი დაინტერესებული მხარის მიერ გადაეცემა განსახილველად მთავრობათაშორის კომისიას. 2. ნებისმიერი ასეთი დავა, უთანხოება ან პრეტენზია, რომელიც ვერ გადაიჭრება მთავრობათაშორი კომისიის მიერ, ყველა დაინტერესებული მხარის თხოვნით გადაეცემა შესაბამის საერთაშორისო ან საარბიტრაჟო სასამართლოს, ან საერთაშორისო სასამართლოს ჰააგაში მისი კომპეტენციის ფარგლებში. - - მუხლი 13🔗 ძალაში შესვლა 1. ძირითადი შეთანხმება ძალაში შედის ძირითადი შეთანხმების მე-15 მუხლში მითითებულ დეპოზიტარისათვის, მხარეების მიერ მათი ეროვნული კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ მეოთხე შეტყობინების ჩაბარებიდან 30 დღის შემდეგ. 2. ძირითადი შეთანხმება დანარჩენი მხარეებისათვის ძალაში შედის დეპოზიტარისათვის მათი ეროვნული კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ შეტყობინების ჩაბარებიდან 30 დღის შემდეგ. მუხლი 14🔗 შეთანხმებასთან შეერთება 1. ძირითადი შეთანხმება ღიაა შესაერთებლად ნებისმიერი სახელმწიფოსათვის. 2. შეერთების შესახებ დოკუმენტები ასეთ შეერთებაზე ყველა მხარის თანხმობის შემთხვევაში, ბარდება შესანახად ძირითადი შეთანხმების მე-15 მუხლში მითითებულ დეპოზიტარს. 3. ძირითადი შეთანხმება ძალაში შედის შეერთებული სახელმწიფოებისათვის დეპოზიტარისათვის შეერთების შესახებ დოკუმენტების ჩაბარებიდან 30-ე დღეს. 4. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციებს შეუძლიათ შეუერთდნენ ძირითად შეთანხმებას ასოცირებული წევრის სტატუსით. 5. მთავრობათშორის კომისიას შეუძლია შეიმუშაოს პირობები, რომლებიც განაპირობებენ ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციების ძირითადი შეთანხმების მხარეებთან ასოციაციაში შესვლას. მუხლი 15🔗 დეპოზიტარი 1. ძირითადი შეთანხმების დეპოზიტარი არის აზერბაიჯანის რესპუბლიკა, რომელიც გაუგზავნის ძირითადი შეთანხმების ხელმომწერ მხარეებს მის დამოწმებულ ასლებს. 2. დეპოზიტარი აცნობებს მხარეებს ძირითადი შეთანხმებისადმი სხვა სახელმწიფოების მიერთების შესახებ და ნებისმიერი მხარის მიმართ ძირითადი შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. მუხლი 16🔗 მოქმედების ვადა 1. ძირითადი შეთანხმება დაიდო 10 წლის ვადით. ძირითადი შეთანხმების მოქმედება გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ მხარეები სხვაგვარად არ გადაწყვეტენ. 2. ძირითადი შეთანხმების მოქმედება შეიძლება შეწყდეს მხარის ტერიტორიაზე, თუ ეს მხარე ექვსი თვით ადრე წერილობით შეატყობინებს დეპოზიტარს თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს მისი მოქმედება თავის ტერიტორიაზე. 3. ძირითადი შეთანხმების დებულებების შესაბამისად ხელმოწერილი ხელშეკრულებების, შეთანხმებისა და სხვა მოლაპარაკებებიდან წარმოშობილი ვალდებულებები ინარჩუნებენ ძალას მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც, მათ საბოლოო შესრულებამდე. შესრულებული ქ. ბაქოში 1998 წლის 8 სექტემბერს, ერთ ნამდვილ ეგზემპლარად ინგლისურ და რუსულ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. რის დასადასტურებლადაც, ქვემორე ხელისმომწერ სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები ხელს აწერენ წინამდებარე ძირითად შეთანხმებას, თანდართული შენიშვნების ჩათვლით. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელით სომხეთის რესპუბლიკის სახელით ბულგარეთის რესპუბლიკის სახელით საქართველოს სახელით ყაზახეთის რესპუბლიკის სახელით ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელით რუმინეთის სახელით ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელით თურქეთის რესპუბლიკის სახელით უზბეკეთის რესპუბლიკის სახელით უკრაინის სახელით. აზერბაიჯანის რესპუბლიკის დათქმა ევროპა-კავკასია-აზია დერეფნის განვითარებისათვის საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმებისათვის 1. აზერბაიჯანის რესპუბლიკა აცხადებს, რომ ძირითად შეთანხმებაში და მის ტექნიკურ დანართებში ჩამოყალიბებული არანაირი უფლება-მოვალეობანი და დებულებანი არ იქნება გამოყენებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მის ტერიტორიაზე: იმ გადაზიდვების მიმართ, რომლებისთვისაც სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია არის საწყისი, სატრანზიტო ან საბოლოო ტერიტორია. 2. აზერბაიჯანის რესპუბლიკა იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს ან გააუქმოს წინამდებარე დათქმის პირველი პუნქტის დებულებები და წერილობითი ფორმით შეატყობინოს სხვა მხარეებს ნებისმიერი ასეთი ცვლილების ან გაუქმების შესახებ. აზერბაიჯანის რესპუბლიკის                                                                                ჰეიდარ ალიევი              პრეზიდენტი ყაზახეთის რესპუბლიკის დათქმა ევროპა-კავკასია-აზია დერეფნის განვითარებისათვის საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმებისათვის საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ ტექნიკური დანართის მე-4 მუხლისა და მისი მე-2 შენიშვნის დებულებები ყაზახეთის რესპუბლიკაზე არ ვრცელდება. ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციის• მეთაური, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი                                                                                ერკინ კალიევი რუმინეთის დათქმა ევროპა-კავკასია-აზია დერეფნის განვითარებისათვის საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმებისათვის რკინიგზის შესახებ ტექნიკური დანართის მე-2 შენიშვნა რუმინეთის მიმართ არ გამოიყენება. რუმინეთის პრეზიდენტი                                                                               ემილ კონსტანტინესკუ ძირითადი შეთანხმების ტექნიკური დანართი საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტების დამუშავების შესახებ მუხლი 1🔗 ზოგადი დებულება 1. წინამდებარე ტექნიკური დანართის დებულებები აწესრიგებენ საბაჟო პროცედურებსა და დოკუმენტების დამუშავებას მხარეების ტერიტორიებზე საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის და სამგზავრო გადაყვანის დროს. 2. ყველა შემთხვევაში, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ტექნიკური დანართით, გამოიყენება შესაბამისი მხარის კანონმდებლობა. მუხლი 2🔗 საერთაშორისო კონვენციები 1. მხარეებს რეკომენდაცია ეძლევა მიიღონ ზომები, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში შეუერთდნენ შემდეგ საერთაშორისო კონვენციებს: ა) 1975 წლის საბაჟო კონვენციას ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის შესახებ თIღ-ის წიგნაკის გამოყენებით; ბ) 1982 წლის საერთაშორისო კონვენცია საზღვრებზე ტვირთების კონტროლის პირობების შეთანხმების შესახებ; გ) 1972 წლის საბაჟო კონვენციას კონტეინერების შესახებ. 2. მხარეები შეთანხმდებიან თავიანთ საქმიანობაში იხელმძღვანელონ ამ მუხლის 1 პუნქტში ჩამოთვლილი კონვენციების დებულებებით. მუხლი 3🔗 საბაჟო კონტროლი 1. საბაჟო გაფორმება ხორციელდება სპეციალურად განსაზღვრულ საბაჟო კონტროლის პუნქტებში. 2. მხარეების ტერიტორიებზე გადასაზიდი საერთაშორისო ტვირთების გაჩერებისა და შემოწმების უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებს თავისი მხარის ტერიტორიის ფარგლებში. მუხლი 4🔗 დოკუმენტების დამუშავება 1. თითოეული მხარე ინახავს სატვირთო საბაჟო დეკლარაციას, როგორც ძირითად დოკუმენტს. 2. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის გაეროს სტანდარტის შესაბამისი ჰარმონიული ფორმატი და ფორმა იქნება შემუშავებული და დანერგილი მხარეების ტერიტორიებზე. 3. მხარეები შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში გამოიყენებენ თავიანთ ტერიტორიებზე ტვირთის თანდართულ დოკუმენტებს, რომლებიც შედგენილია ორ ენაზე და შეესაბამება გაეროს სტანდარტს. 4. მხარეები უზრუნველყოფენ საბაჟო ბროკერის სალიცენზიო მომსახურების შექმნასა და განვითარებას. ძირითადი შეთანხმების ტექნიკური დანართი საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ მუხლი 1🔗 ზოგადი დებულებები ამ ტექნიკური დანართის დებულებები აწესრიგებენ ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებსა და მგზავრების გადაყვანას: ა) ორმხრივს, მხარეთა შორის; ბ) სატრანზიტოს, მხარეთა ტერიტორიების გავლით. მუხლი 2🔗 განსაზღვრებანი ამ ტექნიკური დანართის მიზნებისათვის შემდეგი ტერმინები ნიშნავს: 1 ტერმინი „გადამზიდავი“- ნებისმიერ ფიზიკურ ან იურდიულ პირს, რეგისტრირებულს ერთ-ერთი მხარის ტერიტორიაზე და დაშვებულს მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შესრულებისათვის. 2. ტერმინი „საავტომობილო საშუალება“ ტვირთების გადაზიდვისას - სატვირთო ავტომობილებს, სატვირთო ავტომობილებს მისაბმელით, ავტოგამწევს ან ავტოგამწევი ნახევარმისაბმელით. მგზავრების გადაყვანისას - მგზავრთა გადაყვანისათვის განკუთვნილ ავტობუსს, ე.ი. საავტომობილო საშუალებას, რომელშიც მძღოლის ადგილის გარდა არანაკლებ 8 დასაჯდომი ადგილია და რომელსაც აგრეთვე აქვს მისაბმელი ტვირთების გადაზიდვისათვის. 3. ტერმინი „გადაზიდვა“ ნიშნავს გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილებას ტვირთით ან ტვირთის გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ავტომობილის, მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის მარშრუტის ნაწილი გადის საწყლოსნო ან სარკინიგზო გზაზე.4. ტერმინი „საშიში ტვირთები“ ნიშნავს ტვირთებს, რომლებიც საშიში ტვირთების საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ 1957 წლის ევროპული შეთანხმების თანახმად ითვლებიან საშიშად. 5. ტერმინი „მალფუჭებადი ტვირთები“ ნიშნავს ტვირთებს, რომლებიც მალფუჭებადი პროდუქტების საერთაშორისო გადაზიდვებისა და ასეთი გადაზიდვებისას გამოყენებული სპეციალური აღჭურვილობის შესახებ შეთანხმების თანახმად (1970წ) ითვლებიან მალფუჭებად ტვირთებად. 6. ტერმინი ”ნებართვა“ ნიშნავს დოკუმენტს, რომელიც გაიცემა მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ და აძლევს მეორე მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას პირველი მხარის ტერიტორიაზე შემოსვლის, გასვლის ან ტრანზიტი გავლის უფლებას. 7. ტერმინი „სპეციალური ნებართვა“ ნიშნავს დოკუმენტს, გაცემულს ერთი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელიც მეორე მხარეში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას უფლებას აძლევს განახორციელოს სპეციალური კატეგორიის გადაზიდვების პირველი მხარის ტერიტორიაზე ან ტერიტორიის გავლით.8. ტერმინი "რეგისტრაცია“ ნიშნავს ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას ამ მხარის ეროვნული კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ბაზარზე დაშვება 1. ყოველი მხარე უფლებას აძლევს მეორე მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ გადამზიდავს გადაიყვანოს მგზავრები ან გადაზიდოს ტვირთი თავისი ტერიტორიასა და მეორე მხარის ტერიტორიას ნებისმიერ პუნქტებს შორის ან უკან, აგრეთვე ტრანზიტით თავის ტერიტორიაზე, ნებართვის არსებობისას, ყოველგვარი დაუსაბუთებელი შეფერხებებისა და შეზღუდვების გარეშე. 2. გადამზიდავს შეუძლია აწარმოოს მესამე ქვეყნის გადაზიდვები, თუ აქვს ასეთი გადაზიდვების განხორციელებისათვის მხარეების კომპეტენტური ორგანოების ან ორგანიზაციების მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა. მუხლი 4🔗 წონა და მოცულობა 1. ტვირთით ან ტვირთის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების წონა და ზომები უნდა შეესაბამებოდეს ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოფიციალური რეგისტრაციის დოკუმენტების პირობებს და არ უნდა აღემატებოდეს მიმღები მხარის შეზღუდვებს. 2. იმ შემთხვევაში, როცა ტვირთით ან ტვირთის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების წონა და ზომა, რომელიც ამ ტექნიკური დანართის თანახმად ახორციელებს გადაზიდვებს, აღემატება მიმღებ მხარეში ამისათვის დადგენილ ზღვრულ ნორმას აუცილებელია სპეციალური ნებართვის არსებობა. მუხლი 5🔗 გადაზიდვების სპეციალური კატეგორიები 1. საშიში და მალფუჭებადი ტვირთების გადაზიდვები უნდა ხორციელდებოდეს მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის თანახმად. 2. საშიში და მალფუჭებადი ტვირთების ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვისას მხარეთა ტერიტორიაზე აუცილებელია სპეციალური ნებართვა. მუხლი 6🔗 მართვის მოწმობები და ტექნიკური მდგომარეობის სერტიფიკატები მართვის მოწმობებს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ვარგისიანობის სერტიფიკატებს და ოფიციალური სარეგისტრაციო დოკუმენტებს, რომლებიც გაცემულია ერთი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ და ძალაშია მის ტერიტორიაზე, აღიარებენ დანარჩენ მხარეთა ტერიტორიაზე. მუხლი 7🔗 დარღვევები მხარის გადამზიდავის მიერ ტექნიკური დანართის დებულებათა დარღვევის შემთხვევაში, მხარე, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა დარღვევა, ვალდებულია უმოკლეს ვადაში დარღვევის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს, რომელიც მიიღებს მისი ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. ეს მხარეები ატყობინებენ ერთმანეთს ყველა მათ მიერ დაკისრებული სანქციის შესახებ. მუხლი 8🔗 ფინანსური საკითხები გადაზიდვების შესრულებისას ამ ტექნიკური დანართის საფუძველზე ნაცვალგების პრინციპით საბაჟო მოსაკრებლების, ბაჟისა და გადასახადებისაგან თავისუფლდება მეორე მხარის ტერიტორიაზე შემოტანილი: 1. მხარეთა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში საწვავი და საცხები მასალები, რომლებიც მოთავსებულია ქარხანა-დამამზადებლის მიერ დაყენებულ ავტომობილის სტანდარტულ რეზერვუარში. 2. იმ დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რემონტისათვის გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილები და ინსტრუმენტები, რომლებიც ასრულებენ ამ გადაზიდვებს. გამოუყენებელი სათადარიგო ნაწილები ექვემდებარება უკან გატანას, ხოლო შეცვლილი სათადარიგო ნაწილები უნდა გამოიტანონ, ჩააბარონ ან გაანადგურონ შესაბამისი მხარის ტერიტორიაზე დადგენილი წესით. ძირითადი შეთანხმების ტექნიკური დანართი საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ მუხლი 1🔗 ზოგადი დებულებები წინამდებარე ტექნიკური დანართის დებულებები აწესრიგებს მგზავრთა გადაყვანას და ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებს: ა) ორმხრივს, მხარეებს შორის; ბ) სატრანზიტოს, მხარეთა ტერიტორიების გავლით; მუხლი 2🔗 განსაზღვრებანი ამ ტექნიკური დანართის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები ნიშნავს: 1. ტერმინი „ეროვნული სარკინიგზო კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებულია ერთ-ერთ მხარეში და დაფუძნების ქვეყანაში კანონიერადაა დაშვებული საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტზე, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად; 2. ტერმინი „მატარებელი" ნიშნავს ერთ-ერთ მხარეში რეგისტრირებულ ლოკომოტივს და/ან ვაგონებს, რომლებიც გამოიყენება და აღჭურვილია ტვირთების გადაზიდვისა და/ან მგზავრთა გადაყვანისათვის; 3. ტერმინი „გადაზიდვა" ნიშნავს სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობას რკინიგზაზე, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც გადაზიდვების ნაწილი ხორციელდება საწყლოსნო გზით. მუხლი 3🔗 ტექნიკური დანართის განხორციელება ტექნიკური დანართის დებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოები შეტანილია ტექნიკური დანართის 1-ლ შენიშვნაში. მუხლი 4🔗 შეღავათიანი პირობები და ტარიფები შეღავათიანი პირობები და ტარიფები განისაზღვრება ძირითადი შეთანხმების მე-6 და მე-8 მუხლისა და ტექნიკური დანართის მე-2 შენიშვნის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დოკუმენტები მხარეები აღიარებენ მათი ეროვნული წესების შესაბამისად გაცემულ ლიცენზიას გადაზიდვების, საექსპედიტორო და სხვა საქმიანობის განხორციელებაზე, ასევე მოწმობებსა და სხვა დოკუმენტებს მხარეთა ტერიტორიაზე მატარებლის მართვასა და გაყოლაზე. მუხლი 6🔗 თანამშრომლობის მიზნები 1. მხარეები ითანამშრომლებენ მთავრობების დონეზე შემდეგი მიზნებისათვის: ა) საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარება, მათ შორის მულტიმოდალური მიმოსვლის ჩათვლით; ბ) მხარეთა ეროვნულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურებს შორის დამყარებული სარკინიგზო მიმოსვლის და ეროვნული სარკინიგზო სისტემებით ურთიერთორგანიზებული მართვის განვითარება და შენარჩუნება. გ) ეროვნულ სარკინიგზო კომპანიებსა და სხვა შესაბამის საწარმოებს შორის პირდაპირი ეკონომიკური კავშირების დამყარება, ყველაზე შეღავათიანი პირობებით ტერმინალებისა და საწყობების ერთობლივი გამოყენების ჩათვლით; დ) მხარეთა ტერიტორიებზე ეროვნული სარკინიგზო კომპანიების წარმომადგენლობათა გახსნა; ე) ინფორმაციის, მათ შორის სტატისტიკური მონაცემების გაცვლა. 2. მხარეები კომპეტენტურ ორგანოთა დონეზე ითანამშრომლებენ შემდეგი მიზნებისათვის: ა) სასაზღვრო პროცედურების გავლის გამარტივება; ბ) საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტის ენერგეტიკული რესურსებით უზრუნველყოფა; გ) თვითღირებულების გამოთვლის შეთანხმებული მეთოდის შემუშავება, როგორც შეღავათიანი ტარიფებისა და ერთიანი გამჭოლი განაკვეთის საფუძველი; დ) მხარეთა ეროვნული სარკინიგზო კომპანიების კუთვნილი მატარებლების დატვირთვისა და ჩამოტვირთვის, დაბრუნების, გადასაზიდი სამუშაოების ტექნოლოგიური პარამეტრების დარღვევისა, აგრეთვე გარემოს დაბინძურებისათვის პასუხისმგებლობის სისტემის განსაზღვრა; ე) ტექნიკისა და დანადგარების, კონტეინერების, მატარებლების შეძენასა და შეკეთებაზე ეროვნული სარკინიგზო კომპანიების ურთიერთვალდებულებების შესრულება; ვ) სარკინიგზო ტრანსპორტის პერსონალის მომზადების განვითარება სწავლების საერთაშორისო სტანდარტების დონეზე; ზ) სარკინიგზო ტრანსპორტის პერსონალისათვის დახმარების გაწევა მეორე მხარის ტერიტორიაზე ყოფნისა და სამსახურეობრივი ვალდებულებების შესრულების დროს, ხოლო უეცარი დაავადებებისა და ტრამვების შემთხვევაში პირველადი უფასო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. შენიშვნა 1 საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი შეთანხმების ტექნიკური დანართისათვის საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ ტექნიკური დანართის მე–3 მუხლის თანახმად პასუხისმგებელი ორგანოებია: 1. აზერბაიჯანის „რესპუბლიკისათვის - აზერბაიჯანის სახელმწიფო რკინიგზა; 2. სომხეთის რესპუბლიკისათვის – სახელმწიფო დახურული სააქციო საზოგადოება „სომხეთის რესპუბლიკის რკინიგზა“; 3. ბულგარეთის რესპუბლიკისათვის - ეროვნული კომპანია „ბულგარეთის სახელმწიფო რკინიგზა“; 4. საქართველოსათვის - სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტი; 5. ყაზახეთის რესპუბლიკისათვის - რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „ყაზახსტან ტემირ ჟოლი“; 6. ყირგიზეთის რესპუბლიკისათვის - ყირგიზეთის რკინიგზის სამმართველო; 7. მოლდოვას რესპუბლიკისათვის - სახელმწიფო საწარმო „მოლდოვას რკინიგზა; 8. რუმინეთისათვის - რუმინეთის ტრანსპორტის სამინისტრო; 9. ტაჯიკეთის რესპუბლიკისათვის-ტაჯიკეთის რკინიგზის სამმართველო; 10. თურქეთისათვის - სახელმწიფო სარკინიგზო ადმინისტრაცია (თჩ). 11. უზბეკეთის რესპუბლიკისათვის - სახელმწიფო სააქციონერო სარკინიგზო კომპანია „უზბეკისტონ ტემირ იულლარი“; 12. უკრაინისათვის - უკრაინის რკინიგზები „უკრზალიზნიცა“; შენიშვნა 2 საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი შეთანხმების ტექნიკური დანართისათვის საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ ტექნიკური დანართის მე-4 მუხლის შესაბამისად ძირითადი შეთანხმების მხარეებისათვის გამოიყენება შემდეგი შეღავათიანი პირობები და ტარიფები: ა) ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვებზე მთელი მოქმედი ტარიფის 50%–მდე გარდა შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების შესაბამისად მოქმედი შეღავათიანი ტარიფებისა; ბ) ცარიელი ვაგონების სარკინიგზო ბორანებით გადაზიდვისას ენიჭებათ 50%–მდე ფასდაკლება მთელი მოქმედი ტარიფიდან. სარკინიგზო ბორანებით ცარიელი ვაგონების გადაზიდვის ღირებულების გადახდა განხორციელდება ტვირთის გამგზავნის მიერ უშუალოდ ბორანების მფლობელებისათვის ან ექსპედიტორებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ ხელშეკრულება ბორანების მფლობელებთან. ძირითადი შეთანხმების ტექნიკური დანართი საერთაშორისო ვაჭრობის ნაოსნობის შესახებ მუხლი 1🔗 ზოგადი დებულებანი ტექნიკური დანართის დებულებები აწესრიგებს მხარეებს შორის საერთაშორისო სავაჭრო ნაოსნობას, აგრეთვე, სატრანზიტო გადაზიდვებს, რომელსაც ახორციელებს ნებისმიერი მხარის გემები. მუხლი 2🔗. წინამდებარე ტექნიკური დანართის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები ნიშნავს: 1. ტერმინი „გემი“ გულისხმობს ნებისმიერ სავაჭრო გემს, რომელიც შეტანილია რეესტრში ან მხარის სხვა ოფიციალურ ჩამონათვალში და ცურავს ამ მხარის დროშის ქვეშ მისი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ეს ტერმინი არ მოიცავს: ა) სამხედრო ხომალდებს და სამოქალაქო გემებს, რომლებიც გამოიყენება არაკომერციული მიზნებისათვის. ბ) თევზსაჭერ გემებს. 2. ტერმინი „ეკიპაჟის წევრი“ ნიშნავს კაპიტანსა და ნებისმიერ პირს, რომელიც რეისის განმავლობაში დაკავებულია გემის მართვასთან, ექსპლუატაციასა და მომსახურებასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებით და რომელიც შეტანილია გემის ეკიპაჟის სიაში. მუხლი 3🔗 დახმარების გაწევა მხარეები, თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში, იღებენ ყველა საჭირო ზომას სავაჭრო ნაოსნობის ხელშეწყობის, გემთა არამწარმოებლური მოცდენის შემცირების, საბაჟო და საპორტო პროცედურების მაქსიმალურად დაჩქარებისა და გამარტივების მიზნით. მუხლი 4🔗 1. მხარეები, თანასწორუფლებიანობის პრინციპების გათვალისწინებით, ხელს შეუწყობენ სავაჭრო ნაოსნობის განვითარებას. 2. ტვირთთა გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანისას მხარეები განახორციელებენ მჭიდრო თანამშრომლობას მათ საფრახტო, სანაოსნო და ნაოსნობასთან დაკავშირებულ საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის. მუხლი 5🔗 საერთაშორისო სავაჭრო ნაოსნობის განვითარება 1. მხარეები შეთანხმდნენ: ა) მხარეთა პორტებს შორის ზღვითა და შიდა საწყლოსნო გზებზე გადაზიდვებში მათი გემების მონაწილეობის ხელშეწყობის; აგრეთვე მესამე ქვეყნების ტვირთების სატრანზიტო გადაზიდვებისას მხარეთა საზღვაო და შიდა წყლების გამოყენებისა და ამ სფეროში სირთულეთა აღმოფხვრის შესახებ. ბ) პატივი სცენ მიმღები მხარის კანონმდებლობას და უზრუნველყოს მულტიმოდალური გადაზიდვებისათვის ხმელეთზე თავისუფალი დაშვება. 2. წინამდებარე მუხლის დებულებები არ ეხება მხარეთა პორტებს შორის გადაზიდვებში მესამე ქვეყნების გემების მონაწილეობის უფლებას. მუხლი 6🔗 მხარეები, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გაუწევენ შესაბამის დახმარებას ნებისმიერი მხარის სანაოსნო და ნაოსნობასთან დაკავშირებულ საწარმოებსა და კომერციულ ორგანიზაციებს მეორე მხარის პორტებთან მისასვლელი ან პორტებიდან გამოსასვლელი ხაზების გახსნაში, აგრეთვე, მეორე მხარის ტერიტორიაზე მათი წარმომადგენლობებისა და ერთობლივი საწარმოების დაარსებაში. მუხლი 7🔗 მხარეები მიიღებენ ყველა ზომას სავაჭრო ნაოსნობის საკითხებით დაკავებული ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს შორის ეფექტიანი საქმიანი ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის, აგრეთვე, ხელს შეუწყობენ მათ შესაბამის საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის კონტაქტების განვითარებას, მათ შორის შემდეგ საკითხებზე: ა) საზღვაო სავაჭრო ფლოტისა და პორტების ეფექტიანი გამოყენებით ეკონომიკური და სამეცნიერო კავშირების გაფართოება. ბ) საზღვაო გზებზე სატრანსპორტო ნაკადის დაჩქარებისა და გამარტივების მიზნით სხვადასხვა საზღვაო ოპერაციების შესახებ ინფორმაციისა და სამუშაო გამოცდილების გაცვლა. გ) სავაჭრო ნაოსნობის პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობასთან დაკავშირებული პოლიტიკის კოორდინაცია და საზღვაო ტრანსპორტის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებში მონაწილეობა. მუხლი 8🔗 თითოეული მხარე თავს შეიკავებს ნებისმიერი დისკრიმინაციული ზომებისაგან მეორე მხარის გემებთან მიმართ, რომლებიც ახორციელებენ მხარეთა შორის სახაზინო და სატრამპო მიმოსვლას. მუხლი 9🔗 უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი 1. საგარეო ვაჭრობისა და ნაოსნობისათვის გახსნილ თავის პორტებში თითოეული მხარე მეორე მხარის გემებს მიანიჭებს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს. 2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ეხება საბაჟო პროცედურებს, მოსაკრებლებსა და საპორტო გადასახდელებს, პორტებთან დაშვების თავისუფლებას და მათი სიმძლავრეების გამოყენებას, აგრეთვე, ნაოსნობისა და გემების, ეკიპაჟის წევრების, მგზავრებისა და ტვირთების მიმართ კომერციულ ოპერაციებთან დაკავშირებული ხელშეწყობის ყველა ზომას. 3. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებები: ა) არ ეხება პორტებს, რომლებიც დახურულია უცხოური გემების შემოსვლისათვის. ბ) არ ეხება საზღვაო კაბოტაჟსა და სხვა საქმიანობას, რაც რეზერვირებულია მხოლოდ საკუთარი მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისათვის. გ) არ ავალდებულებს არც ერთ მხარეს, გაავრცელოს მეორე მხარის გემების მიმართ სავალდებულო სალოცმანო გაცილების შესახებ წესებიდან გამონაკლისი, რაც დაშვებულია საკუთარი გემებისათვის. მუხლი 10🔗 დოკუმენტები 1. თითოეული მხარე აღიარებს გემების ეროვნული კუთვნილების დამადასტურებელ და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც გაცემულია ან აღიარებულია მეორე მხარის მიერ. 2. თითოეული მხრის გემები, რომლებიც გემების გაზომვის შესახებ 1969 წლის საერთაშორისო კონვენციის თანახმად აღჭურვილნი არიან გაზომვის მოწმობებით, თავისუფლდებიან გაზომვისაგან მეორე მხარის პორტებში და ეს დოკუმენტი მიღებულია საფუძვლად საპორტო მოსაკრებლების დარიცხვისას. მუხლი 11🔗 გარემოს დაცვა 1. საერთაშორისო წესების თანახმად, მხარეების გემები იღებენ ზომებს, რათა ნებისმიერი მხარის ტერიტორიაზე თავიდან აიცილონ გარემოს დაბინძურება. 2 ნებისმიერი მხარის მესაკუთრის კუთვნილი გემები პასუხს აგებენ წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მიყენებული ზარალის გამო დაზარალებული ქვეყნის კანონმდებლობისა და საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად.