1. მერიის შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა) სამუშაო დროს დასაწყისი და დასასრული;
ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;
დ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;
ე) ხელფასის გაცემის დრო, ფორმა და ადგილი;
ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ზ) საოფისე ტექნიკითა და სხვა მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესები;
თ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი.
2. მერიის შინაგანაწესს ამტკიცებს მერი.
3. შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს მერი.
4. მერი ვალდებულია სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით), აგრეთვე უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობ
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.01.2026
მუხლი 30. მერიის შინაგანაწესი
თავი VI — მერიის მუშაობის ორგანიზაცია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 24. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება და შეწყვეტა
- მუხლი 25. მერიის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები
- მუხლი 26. მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები
- მუხლი 27. მერის ადმინისტრაციული წარმოების ვადები
- მუხლი 28. მერიის დოკუმენტები და მათი გაფორმების სტანდარტები
- მუხლი 29. მერიის საქმისწარმოების ინსტრუქცია
- მუხლი 31. მერიის და მერიის სამსახურის სამუშაო გეგმები
- მუხლი 32. მოხელის სამუშაო გეგმა
- მუხლი 33. ანგარიშგება
- მუხლი 34. საქმიანობის შეფასება
- მუხლი 35. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერიის საქმიანობაში
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 30, №29, 04.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016248 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3874418/muxli-30/