„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №71 |
|
2017 წლის 4 დეკემბერი ქ. ბოლნისი |
1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 მუხლი:
„მუხლი 2
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის გეგმის ცვლილების ცნობა, დანართი №2-ის შესაბამისად.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის:
ა) მე-2 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს (გარდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს: ერთი პრიორიტეტის ფარგლებში, პროგრამებს და ქვეპროგრამებს შორის, რომელიც არ აღემატება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) ბრძანების შესაბამისად.
4. პრიორიტეტის, პროგრამისა და ქვეპროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება განხორციელდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტი სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ.
5. სამსახური უფლებამოსილია:
ა) მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შეაბამისად განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში;
ბ) მოამზადოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარუდგინოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს;
გ) მოამზადოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის სარეზერვო ან წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებებით დააზუსტოს ბიუჯეტი.“;
ბ) მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც მიკუთვნებულია ეს გადასახდელები, მიმართავს მუნიციპალიტეტის მერს ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთებული მომართვის საფუძველზე სამსახური, მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში, ამზადებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს.
3. სამსახური უფლებამოსილია, მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაატაროს სათანადო ცვლილება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამსახური ამზადებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს, ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მუნიციპალიტეტის მერისთვის შესაბამისი არგუმენტაციისა და დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთსა და იმავე პროგრამაში/ქვეპროგრამაში ხარჯების ეკონომიკური, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციების მუხლებით და ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ ასიგნებებში სამსახური, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, უფლებამოსილია გაატაროს შესაბამისი ცვლილებები ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
6. მოთხოვნა წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე მუნიციპალიტეტის მერს წარედგინება წერილობითი სახით, შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
7. სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, ამზადებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს ასიგნების გადანაწილებაზე, ხოლო გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით.“.
3. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
გეგმის ცვლილების ცნობა №
20 წლის „__“ _________
___________________________________________________________________________
(საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი)
___________________________________________________________________________
(ცვლილების საფუძველი)
20 წლის „__“ _________
___________________________________________________________________________
(ცვლილების შინაარსი)
(ლარებში)
პროგრამული კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი ცვლილების თანხა +/-
(გადიდებული, შემცირებული)
წლიური გეგმა
მათ შორის: კვარტალების მიხედვით
I II III IV
ჯამი
დაფარვის ან მიმართვის წყარო
1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან
2. მერის სარეზერვო ფონდიდან
3. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა
4. დანარჩენი ცვლილება
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი:“
|