აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაცია ნატურით გადაცემასთან დაკავშირებით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაცია ნატურით გადაცემასთან დაკავშირებით
მოგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით, საქმე №2/15987-17, შპს „საქართველოს მარკის“ (ს/კ 202906962) მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმე. ამავე სასამართლოს 2017 წლის 9 აგვისტოს განჩინებით, დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო.“.
სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ მოხდა შპს „საქართველოს მარკის“ (ს/კ 202906962) ქონების აუქციონზე განთავსება, რის შედეგადაც ჩატარდა სამი აუქციონი და გაიყიდა მხოლოდ ერთი ლოტი, ხოლო მეორე ლოტი, რომელიც წარმოადგენს მარკებს, არ გაყიდულა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის შესაბამისად, თუ მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, ან მესამე აუქციონის ჩატარების შემდეგ დარჩა სამეურვეო ქონების ნაწილი, აღსრულების ეროვნული ბიურო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს ამ ქონების კრედიტორებისათვის საერთო საკუთრებაში გადაცემის შეთავაზებას. ქონება საკუთრებაში გადაეცემათ იმ კრედიტორებს, რომლებიც შეთავაზების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარადგენენ განცხადებას ამ ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ. კრედიტორებს ქონება ნატურით გადაეცემათ საბაზრო ღირებულებით, ამ კანონის მე-40 მუხლით დადგენილი რიგითობის შესაბამისად. კრედიტორების წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მათი მოთხოვნების შესაბამისად. იმ კრედიტორების წილი, რომლებიც არ გამოთქვამენ ქონების საკუთრებაში მიღების სურვილს, თანაბრად გადანაწილდება სხვა კრედიტორებზე. თუ დადგენილ ვადაში ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ განცხადებას არცერთი კრედიტორი არ წარადგენს, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ან/და გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელების, ასევე, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სააუქციონო მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
ზ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ქონების ნატურით გადაცემისას – ნატურით გადასაცემი ქონების საბაზრო ღირებულების 7%.
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების
სამსახურის ქეისმენეჯერი
ლელა ხაციკიდუ