სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.12.2017
გამომცემი ორგანო სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016255
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/12/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.12.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია | სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 24.09.2014
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის,
ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2017 წლის 4 დეკემბერი
ქ. სამტრედია
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 29.09.2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016126).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია
დანართი №1
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
1. მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; წინადადებების შემუშავებას სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის სფეროში; წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვის სფეროში; წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვის სფეროში.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის საჯარო მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით. სამსახურის საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) წინადადებების შემუშავებას სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის სფეროში;
გ) წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვის სფეროში;
დ) წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვის სფეროში;
ე) წინადადებების შემუშავებას განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის საკითხებზე;
ზ) მუნიციპალიტეტში მოქმედი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობას;
თ) თეატრის, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი, პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური შემოქმედების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნასა და პოპულარიზაციას;
ი) ნიჭიერ, პერსპექტიულ ხელოვანთათვის, სპორტსმენთათვის, ასევე სხვადასხვა ტიპის სასწავლებლების წარჩინებულ სტუდენტთათვის ფინანსური დახმარების გაწევის ორგანიზებას;
კ) მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიული მოღვაწეობის ნიმუშების, ისტორიულ-არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ. რელიგიურ, ესთეტიკურ, მხატვრულ და სხვა ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია. მნიშვნელოვანია ხელოვნების დარგების პოპულარიზაცია, ხელოვნების მენეჯმენტის, კულტურული ტურიზმის განვითარების უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ მიზნით მისი სისტემატური შემოწმება; ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების გამოვლენა. კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა. შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ხელყოფის აღკვეთა;
ლ) სამსახური ზედამხედველობას უწევს განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირების მიერ მათ მოვალეობათა შესრულებას;
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის მიმართულების ფუნქციები
სამსახური განათლების, კულტურის ძეგლთა დაცვის და ტურიზმის მიმართულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;
დ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ე) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ვ) ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ზ) ძეგლთა დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
თ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;
ი) მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიული მოღვაწეობის ნიმუშების, ისტორიულ-არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ. რელიგიურ, ესთეტიკურ, მხატვრულ და სხვა ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანია ხელოვნების დარგების პოპულარიზაცია, ხელოვნების მენეჯმენტის, კულტურული ტურიზმის განვითარების უზრუნველყოფას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ მიზნით მისი სისტემატური შემოწმებას; ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების გამოვლენას. კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას. შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ხელყოფის აღკვეთას;
კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულების ფუნქციები
სამსახური სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მიმართულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას;
დ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;
ე) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებს;
ვ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.