1.  მერიის სამსახური არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში –
სამსახური), რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტებს.

2.  სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3.  სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის  წინაშე.

4.  მერიის  სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) შიდა აუდიტის სამსახური;

გ) ზედამხედველობის სამსახური;

დ) ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური;

ე) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახური;

ვ) სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური;

ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

თ) საფინანსო-საბიუჯეტო, შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;

ი) იურიდიული სამსახური;

კ) ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.

5. მერიის  სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს საკრებულოს დამტკიცების მიზნი