1. მერიის სამსახური არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის ხელმძღვანელი. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. მერიის სამსახურებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საბიუჯეტო სამსახური;
გ) იურიდიული უზრუნველყოფის სამსახური;
დ) ზედამხედველობის სამსახური;
ე) ეკონომიკური განვითარების სამსახური;
ვ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური;
ზ) განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური;
თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
ი) შიდა აუდიტის სამსახური.
5. მერის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნი