თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 12.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №193/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430120000.22.022.017445
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.12.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№193/ნ
2017 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი, განხორციელების ვადები და დაფინანსების წესი ამ ბრძანების დანართის 1-ის შესაბამისად
.
მუხლი 2🔗
განისაზღვროს თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი ამ ბრძანების დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე მოსწავლეთა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადების და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის №146/ნ ბრძანება (www.matsne.gov.ge
, 28/10/2015, სარეგისტრაციო კოდი: 430120000.22.022.017053).
მუხლი 4🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი