ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.12.2017
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016448
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.12.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი | ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 18.02.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №40
2017 წლის 4 დეკემბერი
ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –
იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –
იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №37 დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 17/07/2014, 010250020.35.143.016266).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ ჯანაშვილი
დანართი №1
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –
იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის სტატუსი
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული უზრუნველყოფის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე და არის ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღასრულებს ხაშურის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, ამ დებულებისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2🔗.
სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და მოხელეებისაგან
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით. ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციები
იურიდიული უზრუნველყოფის სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის, მერის, მერის მოადგილეების და მუნიციპალური სამსახურების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
გ) მერის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე წარსადგენი მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას, ამზადებს სათანადო დოკუმენტაციას და კოორდინაციას უწევს პროექტების შეთანხმების პროცესს;
დ) სათანადო ღონისძიებების გატარებას მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ცალკეული პროექტისა და საკითხის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად;
ე) ადმინისტრაციულ წარმოებას მერიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ასევე მერიის თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე;
ვ) საკრებულოს დადგენილებების სისტემატიზაციასა და კოდიფიცირებას;
ზ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
თ) მერისათვის რეკომენდაციის მომზადებას მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ცალკეულ სამართლებრივ საკითხებზე და მერიის თანამშრომელთა კონსულტირებას საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;
ი) მერიის საქმიანობიდან გამომდინარე, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების შეთანხმებას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
კ) ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;
ლ) მერიის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;
მ) მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენციას ან/და მათი რისკფაქტორების გამოვლენას და ანალიზს;
ნ) მერიის მოსამსახურეთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენას;
ო) ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივ კონტროლი;
პ) ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშეწყობის მიზეზების დადგენისა და პრევენციის, მერიის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მერისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებასა და წარდგენას;
ჟ) მერიის მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებას;
რ) ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობას და მხარდაჭერას, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას;
ს) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.