📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.12.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016450
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 609 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.12.2017 მიღება
01.01.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №42 2017 წლის 4 დეკემბერი ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხაშურის  მუნიციპალიტეტის  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №38 დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  (www.matsne.gov.ge  17/07/2014; 010250020.35.143.016267). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ ჯანაშვილი დანართი N1 ხაშურის  მუნიციპალიტეტის  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –   სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება         მუხლი 1🔗. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სტატუსი 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  საფუძველზე და არის ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღასრულებს ხაშურის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, ამ დებულებისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და  მოხელეებისაგან; 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის  უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით. ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი  მოხელე. 3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესი განისაზღვრება  „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗.  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის  ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზებას და შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წვემამდელთა წარდგენას; ბ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსების მობილიზაციას, მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ადგილობრივი რესურსების ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გასვლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადებას; გ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შემადგენლობის განსაზღვრას, მათ შერჩევას, მოზიდვას და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას; დ) თეორიული მეცადინეობის მოწყობას თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებულნი არიან სამსახურზე მობილიზაციის დროს; ე) ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობით მუშაობას, ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტული აღზრდის საკითხების განხილვებში და გადაჭრაში მონაწილეობას; ვ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში სამხედრო პატრიოტული სწავლებისა და აღზრდის ხელშეწყობას; ზ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლს; თ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი“ 196​1, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმეების განხილვას და სამართალდამრღვევი პირისათვის შესაბამისი სახდელის შეფარდებას; ი) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვას, შესაბამისი ზომების მიღებას, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტას; კ) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვასთან, სამხედრო სამსახურში გაწვევასთან და მობილიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კანონით დადგენილი ვადითა და წესით შენახვას; ლ) ხელმძღვანელობს წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებას. მ) ორგანიზებას უწევს სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელთა გაწვევასა და მათ გადაყვანას წვევამდელთა გამწვევ-გამანაწილებელ პუნქტში. ნ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და წარმოება-ორგანიზაციებიდან ინფორმაციის გამოთხოვას, წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე დასაყენებლად საბუთების მომზადებას. ო) უზრუნველყოფს ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას; პ) ახდენს 17 წლის წვევამდელთა პირველად სამხედრო აღრიცხვას; ჟ) ახდენს 18-დან 27 წლამდე ასაკის სამხედრო ვალდებულ მოქალაქეთა აღრიცხვას; რ) უზრუნველყოფს ზღვრულ ასაკს (27 წელი) მიღწეულ წვევამდელთა გადარიცხვას რეზერვში; ს) უზრუნველყოფს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვას და მათთან მუშაობის ორგანიზებას; ტ) უზრუნველყოფს სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას; უ) უზრუნველყოფს რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას; ფ) განახორციელებს სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის კონტროლს; ქ) უზრუნველყოფს სამხედრო არღიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მასალების გადაცემას სამართალდამცავი ორგანოებისათვის; ღ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამსახურის სხვა ფუნქციების განხორციელებას.