1.
მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერისადმი (შემდგომში – მერი) დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას.
2.
მერიას ხელმძღვანელობს მერი.
3.
მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან – მერიის სამსახურებისგან (შემდგომში – მერიის სამსახური), რომლებიც შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – საკრებულო) და მერის დავალებების შესრულება