შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე შპს „ინტერ ლითონ პროდუქტი 2002“)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო შეტყობინება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2017 წლის 01 დეკემბერი

 

სპეციალისტი:                   სს თიბისი ბანკი (ს/კ 204854595) დავალებით       

აუქციონატორი                 შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536

დირექტორი                      გიორგი ლოლაშვილი

მისამართი:                         ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა №23

ელ ფოსტა:                                     auction@consultinggroups.com.ge

საბანკო ანგარიში:             GE44TB7747836020100004

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ.

საჯარო შეტყობინება გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

საჯარო შეტყობინების შინაარსი: აუქციონატორი აცხადებს მეორე საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს თიბისსი ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

 

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: CG005(01)

იპოთეკის ხელშეკრულება: № 123123330907 26.12.2016

უძრავი ქონების რეკვიზიტები: ქ. რუსთავი, ქუჩა მშვიდობა №24; საკადასტრო კოდი: 02.07.01.015

მესაკუთრის სახელი და მისამართი:

შპს „ინტერ ლითონ პროდუქტი 2002“ (ს/კ 204981261) თბილისი, ფალიაშვილის ქ, №87

 

აუქციონის ჩატარების დრო: 15.12.2017 წლის 13:00 სთ-დან 18.12.2017 წლის 14:00 სთ-მდე

აუქციონის ჩატარების ადგილი: www.eAuction.ge , განმკარგავი ორგანიზაცია შპს „კონსალტინგ გრუპს”

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 881,961 (რვაას ოთხმოცდაერთი ათას ცხრას სამოცდაერთი) ლარი

უძრავი ნივთის აღწერა: ქალაქი რუსთავი, ქუჩა მშვიდობა №24; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამურნეო; 2831 კვ.მ და შენობა N1; განაშენიანების ფართი: 2830.83 კვ.მ.; საერთო სასარგებლო ფართი: 2590.0 კვ.მ.; საკადასტრო კოდი: 02.07.01.015

გარდამავალი უფლებები:

იჯარა:

აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის შედეგად ნივთს მოყვება ვალდებულებით-სამართლებრივი უფლება - იჯარა; მეიჯარე: შპს „ინტერლითონპროდუქტი 2002“ (204981261); მოიჯარე: შპს „იბერია სთილი“ (416316285); საგანი: მიწის ფართი 2831 კვ.მ და შენობა №1 - განაშენიანების ფართით 2830.83 კვ.მ, იჯარის ვადა 5 წელი 2020 წლის 1 თებერვლამდე; განცხადების რეგისტრაციის ნომერი 882015082032; დამოწმების თარიღი 17/02/2015

იპოთეკა:

1. იპოთეკარი: სააქციო საზოგადოება "თიბისი ბანკი";

მესაკუთრე: შპს "ინტერლითონპროდუქტი 2002" 204981261;

საგანი:მიწის ნაკვეთი ფართით 2831 კვ.მ და შენობა №1 - განაშენიანების ფართით 2830.83

კვ.მ, (საერთო სასარგებლო ფართი 2590.0 კვ.მ) ;

იპოთეკის ხელშეკრულება №123123330907, დამოწმების თარიღი28/01/2015,

2. იპოთეკარი: სააქციო საზოგადოება "თიბისი ბანკი";

მესაკუთრე: შპს "ინტერლითონპროდუქტი 2002" 204981261;

საგანი:მიწის ნაკვეთი 2831 კვ.მ და შენობა N1 - განაშენიანების ფართით 2830.83 კვ.მ,

(საერთო სასარგებლო ფართი 2590.0 კვ.მ) ;

იპოთეკის ხელშეკრულება: N123123330907, დამოწმების თარიღი06/11/2014,

3. იპოთეკარი: სააქციო საზოგადოება "თიბისი ბანკი" 204854595;

მესაკუთრე: შპს "ინტერლითონპროდუქტი 2002" 204981261;

საგანი:მიწის ნაკვეთი ფართით 2831 კვ. მ და შენობა №1;

იპოთეკის ხელშეკრულება N123123330907, რეესტრის ნომერი №140036549, დამოწმების

თარიღი17/01/2014

შენიშვნა:

კრედიტორის განცხადებით აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულებები გარდამავალ ვალდებულებებად არ განიხილება და შემძენზე არ გადავა ხსენებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები.

აუქციონის პირობები: ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს. ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით : 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებ გვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე 3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით .გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისიფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა. გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს. დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი. ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს ”კონსალტინგ გრუპს” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

 

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ სს „თიბისი ბანკის“–ს მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.

ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოსა უქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

 

აუქციონატორი:                                       შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536

დირექტორი                                             გიორგი ლოლაშვილი