შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე მანანა თედიაშვილი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო შეტყობინება
აუქციონის დანიშვნის შესახებ
2017 წლის 05 დეკემბერი
სპეციალისტი: სს თიბისი ბანკი (ს/კ 204854595) დავალებით
აუქციონატორი შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536
დირექტორი გიორგი ლოლაშვილი
მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა N23
ელ ფოსტა: auction@consultinggroups.com.ge
საბანკო ანგარიში: GE44TB7747836020100004
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ.
საჯარო შეტყობინება გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
საჯარო შეტყობინების შინაარსი: აუქციონატორი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს თიბისსი ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
| საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: CG007 |
| იპოთეკის ხელშეკრულება: 123123292800, თარიღი: 27.11.2013 |
| უძრავი ქონების რეკვიზიტები: ქ.თბილისი, ქუჩა აგლაძე N34, კორპუსი 4, სართული3, ბინა N32, ფართი: 98.85 კვ.მ; საკადასტრო კოდი: 01.13.05.001.036.01.032 |
| მესაკუთრის სახელი და მისამართი: მანანა თედიაშვილი პ/ნ 57001016563; ქ.თბილისი, ქუჩა აგლაძე N 34, კორპუსი 4, სართული3,ბინა N32 |
| აუქციონის ჩატარების დრო: 14.12.2017 წლის 13:00 სთ -დან 18.12.2017 წლის 14:00 სთ -მდე |
| აუქციონის ჩატარების ადგილი: www.eAuction.ge , განმკარგავი ორგანიზაცია შპს ”კონსალტინგ გრუპს” |
| უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 54400 აშშ დოლარი და 590 ლარი; |
| უძრავი ნივთის აღწერა: ქ.თბილისი, ქუჩა აგლაძე N34, კორპუსი 4, სართული3, ბინა N32, 98.85 კვ.მ.; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი:1854.00 კვ.მ.; ნაკვეთის წინა ნომერი: 36; შენობა-ნაგებობები: N1-დან N25-ის ჩათვლით; საკადასტრო კოდი: 01.13.05.001.036.01.032 |
| გარდამავალი უფლებები: არ აქვს |
| აუქციონის პირობები: ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს. ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით : 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge -ს ვებ გვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე 3. eAuction.ge -ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით .გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისიფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა. გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1% _იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს. დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი. ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს ”კონსალტინგ გრუპს” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ. |
ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ სს „თიბისი ბანკის“–ს მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.
ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოსა უქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
აუქციონატორი: შპს ”კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536
დირექტორი გიორგი ლოლაშვილი