წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.12.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.155.016250
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი | წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
- წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 24.07.2014
დოკუმენტის ტექსტი
წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2017 წლის 4 დეკემბერი
ქ. წალკა
წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალკის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №23 დადგენილება (ვებგვერდი, 30/07/2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.155.016138).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი
დანართი
წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
1. წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (შემდგომ –
სამსახური) წარმოადგენს წალკის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ –
მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს წალკის მუნიციპალიტეტში (შემდგომ –
მუნიციპალიტეტი) მცხოვრებ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.
2. სამსახურის მისამართია: საქართველო, ქალაქი წალკა, არისტოტელეს ქუჩა №22.
3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება, ასევე, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;
ბ) ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობით მუშაობას;
გ) წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლს;
დ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზებას;
ე) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;
ვ) ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტ აღრიცხვას;
ზ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველად სამხედრო აღრიცხვას;
თ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლს;
ი) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებას;
კ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზებას და გაწვეულთა საქართველოს შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებზე წარდგენას;
ლ) სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამზედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;
მ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაციას, სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ადგილობრივი რესურსების ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის ბაზის მომზადებას;
ნ) თეორიული მეცადინეობების მოწყობას გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებულები არიან სამხედრო სამსახურზე მობილიზაციის დროს;
ო) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვას და მათთან მუშაობის ორგანიზებას;
პ) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვას, შესაბამისი ზომების მიღებას, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტას;
ჟ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემას იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს;
რ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;
ს) სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებთან დაკავშირებული წესების დარღვევის ფაქტებზე სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემას;
ტ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელებას;
უ) საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. პირველადი სტურქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი):
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) ასრულებს შესაბამისი სამსახურის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ფუნქციებს;
თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (სამსახურის უფროსი) არყოფნის, ან მის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას მერის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 4🔗.
დასკვნითი დებულებანი
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და მერიის დებულებით დადგენილი წესით.