⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.06.2023)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.12.2017
ძალის დაკარგვა 02.06.2023
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.155.016249
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 855 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.12.2017 მიღება
02.06.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №38 2017 წლის 4 დეკემბერი ქ. წალკა წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №38
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №38 2017 წლის 4 დეკემბერი ქ. წალკა წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2  პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის   შესაბამისად, წალკის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №22 დადგენილება (ვებგვერდი, 30/07/2014,  010250000.35.155.016137). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი დანართი  წალკის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. წალკის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება 1. წალკის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური (შემდგომ –  სამსახური) არის წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვას, მშენებლობის ნებართვის თაობაზე გადაწყვეტილების მომზადებას, დოკუმენტაციის შემუშავებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას. 2. სამსახურის მისამართია: საქართველო, ქალაქი წალკა, არისტოტელეს ქუჩა №22. 3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის ორგანოების/თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი, ბლანკი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული გერბის გამოსახულებით და სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები  1. სამსახურს სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაზე, მშენებლობისა და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისთვის გააჩნია შემდეგი ფუნქციები: ა) არქიტექტურულ-სამშენებლო კუთხით: ა.ა) მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე; ა.ბ) კონტროლი შენობა-ნაგებობის გაფართოებასა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვაზე; ა.გ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოები წესების დაცვაზე, მუნიციპალიტეტის დაზიანებული ქუჩების და გზების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება; ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კუთხით: ბ.ა) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ დამრღვევ ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართალდარღვევის ოქმის შედგენა (239-ე, 240-ე, 241-ე, 243-ე, 252-ე მუხლები) და კომპეტენციის ფარგლებში კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება (51​3, 53​3, 55-ე, 55​2, 55​3, 119​1, 146​1, 148-ე, 150-ე, 150​1, 152-ე, 152​2, 153​3, 159-ე, 159​1 მუხლები); ბ.ბ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა, სარეკლამო ატრიბუტიკის უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა და მათი აღკვეთის ღონისძიების განხორციელება; ბ.გ) განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საფუძველზე. გ) მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვის კუთხით: გ.ა) მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკრებულოს მიერ დადგენილ წესებზე ზედამხედველობა; გ.ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობის, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების, სხვა ადგილობრივი ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი; გ.გ) მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონმდებლობის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის ცალკეული დავალების შესრულება. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებამოსილებანი 1. საქართველოს კანონმდებლობისა და წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამართლებრივი აქტების შესაბამისად სამსახური უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს საზედამხედველო ობიექტში შენობა-ნაგებობების მშენებლობის, გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების კონტროლის მიზნით; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა; ბ) აწარმოოს კონტროლი გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის და ღონისძიებათა შესრულება; გ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითებები, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე; დ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები; ე) მშენებლობის მონაწილეებზე მითითება გასცეს როგორც სამშენებლო ნორმების ან/და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული ან/და შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნას; ვ) დადგენილი წესით შეაჩეროს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე ან უნებართვო დემონტაჟი; ზ) სამსახური, კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე; თ) დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფს ინფორმაციის წარდგენას წალკის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოში; ი) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 4🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი): ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) ასრულებს შესაბამისი სამსახურის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ფუნქციებს; თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (სამსახურის უფროსი) არყოფნის, ან მის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას მერის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი 1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და მერიის დებულებით დადგენილი წესით.