ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.12.2017
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.116.016367
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა | ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 17.07.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №48
2017 წლის 6 დეკემბერი
ქ. ცაგერი
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულება თანდართული რედაქციით (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 17 ივლისის №21 დადგენილება (www. matsne.gov.ge, 21/07/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.116.016180)
.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გუგავა
დანართი №1
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომისიის დებულება
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 1🔗.
კომისიის სტატუსი
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია (შემდგომ ,,კომისია“
) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. კომისია იქმნება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 28-ე მუხლის, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.
4. კომისიის საქმიანობის წესი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით .
მუხლი 2🔗.
კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს:
ა) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;
ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ფორმით შექმნისა და მათ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;
დ) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;
ე) მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;
ვ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების პირობების დადგენის შესახებ;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.
2. კომისია ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
მუხლი 3🔗.
კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 28-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;
ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;
გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;
დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;
ე) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს;
ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;
ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;
თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;
ი) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;
კ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას;
ლ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
მ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ნ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.
მუხლი 4🔗.
კომისიის სამუშაო ჯგუფები
1. კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფებების მიხედვით კომისიის წევრებისაგან იქმნება კომისიის სამუშაო ჯგუფები.
2. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი.
3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს და მოამზადოს კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები.
4. კომისიაში იქმნება შემდეგი სამუშაო ჯგუფები:
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
ბ) სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი.
5. განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“-,,დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.
6. სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“-,,ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.
მუხლი 5🔗.
კომისიის საკონსულტაციო საბჭოები
1. კომისიის საკონსულტაციო საბჭოები იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან.
2. კომისიის საბჭოების პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
3. საკონსულტაციო საბჭოები კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავენ კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებს. განიხილავენ კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტის შესაძლო გზებს.
მუხლი 6🔗.
კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის, კომისიის სამუშაო ჯგუფებისა და კომისიის საკონსულტაციო საბჭოების ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არაუმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.