ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ დებულებების შესრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ დებულებების შესრულების შესახებ
2017 წლის განმავლობაში ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 26 განცხადება შემოვიდა. აქედან ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.
საკრებულოს არ მიუღია არც ერთი გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ყველა ინფორმაცია გაიცა კანონით დადგენილ ვადებში, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა საკრებულოში არ შემოსულა.
2017 წლის განმავლობაში ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციის დამუშავებასთან და გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაუწევია.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ. გადაწყვეტილების შესრულება დაევალა საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს საკრებულოს აპარატის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის (იურიდიული განყოფილება) უფროსს ქეთევან ყუფარაძეს.
2017 წლის განმავლობაში ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
2017 წლის მანძილზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არ განხორციელებულა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების ფაქტი.
საჯარო მოსამსახურეების მიერ კოდექსის დარღვევისა და და პასუხისმგებელი პირისათვის დისციპლინარული სახდელის დადების ფაქტს ადგილი არქონია.
ხონის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე