📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.12.2017
ძალის დაკარგვა 19.03.2018
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016368
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,709 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.2017 მიღება
19.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №49 2017 წლის 6 დეკემბერი ქ. ცაგერი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი‘‘ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ’’ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული  სამსახურის დებულება  თანდართული რედაქციით (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 25 ივლისის  №29 დადგენილება (www. matsne.gov.ge,  30/07/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016188) მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გუგავა დანართი №1 ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის  სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მერიის  სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური 1. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის  სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული  სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის, მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლებთან დადგენილი წესით საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთშორისო ორგანიზაციებთან, სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას, საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, ხოლო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები – საკრებულოს დაადგენილებით. 4. სამსახურს აქვს შტამბი, ბეჭედი, ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში – სამსახურის უფროსი), პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის (შემდგომში – სამსახურის უფროსის მოადგილე), სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან  (ტექსტში შემდგომ – განყოფილება)  და მოხელეებისაგან. 2. სამსახურის  –   სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფებია: ა) წერილებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილება; ბ) იურიდიული განყოფილება; გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; დ) ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება (პრესცენტრი); ე) მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში მისი ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით და შინაგანაწესით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობებზე დანიშვნა-განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; ბ)  საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, მერიის სამსახურებსა და მერის წარმომადგენლებს შორის; დ)  მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს; ე) მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების სამუშაო გეგმების მომზადებას; ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას; თ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, მერის კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; ი) ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების  საქმიანობის კოორდინაციას; საჭირო ინსტრუქციებითა და რეკომენდაციებით მათ უზრუნველყოფას; მასალებისა და ინფორმაციების მომზადებას ზემდგომ ორგანოებში წარსადგენად; კ) მერთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას; მერიის თათბირების მომზადებას; ლ) მერის, მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; მ) საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ ვიზირებას; ნ) სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას; საჭიროების შემთხვევაში, მერიის სამსახურებში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას; ო) მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების  საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას; პ) მერიის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან წარმოშობილ დავებთან დაკავშირებით; ჟ) მერიის საჯარო მასამსახურეთა ადამიანური რესურსების პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; რ) მერიის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ს) მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; ტ) მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, ოფიციალური დელეგაციების მიღებას და ორგანიზებას; უ) მერიის მოსამსახურეთა შეფასებას ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესის და პირობების შესახებ“   საქართველოს   მთავრობის   დადგენილებით   დამტკიცებული      წესის შესაბამისად; ფ) მერიის  ვებგვერდის ადმინისტრირებას; ქ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ღ) მერისა  და მერიის საინფორმაციო მომსახურებას და საინფორმაციო ბაზის შექმნას; ყ) მერისა და მერიის  საქმიანობაზე ოფიციალური ინფორმაციის ოპერატიულ გავრცელებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში; შ)  წინადადებების მომზადებას კრიტიკულ გამოსვლებზე რეაგირების მიზნით; ჩ)   საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; ც) მერიის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციასთან  თანამშრომლობის ორგანიზებას. ძ) მუნიციპალიტეტში მერიაში  შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელ პიროვნებებზე შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, აღრიცხვას და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;   წ) მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა დისციპლინალური გადაცდომის შესახებ საკითხების განხილვას და დისციპლინალური ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას; ჭ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას; ხ) საკონკურსო კომისიისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმების წარმოებას და მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას; ჯ) ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; ჰ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) 1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს; თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლებ-მოვალეობებს ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში მისი ერთ-ერთი  მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსი. 4. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი. მუხლი 5🔗. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე (სამსახურის უფროსის მოადგილე) 1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე – სამსახურის უფროსის მოადგილეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას სამსახურის უფროსის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში. 3. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. მუხლი 6🔗. წერილებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილება წერილებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის კორესპონდენციების მიღებას და ადრესატისათვის გადაგზავნას; ბ) მიღებული კორესპონდენციების რეგისტრაციას და ინდექსაციას; გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; დ) საკრებულოს თავმჯდომარის და მერის დავალებების რეგისტრაციას, მისი შესრულების კონტროლს. ე) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებასა და დოკუმენტთბრუნვას; ვ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ზ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას; თ) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; ი) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების და ბლანკების გამოყენების წესების დაცვას; კ) მერიის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესების გაცნობას და კონტროლს მათ შესრულებაზე. მუხლი 7🔗. იურიდიული განყოფილება იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს თავმჯდომარის, მერის, მერიის სტრუქტურული ერთეულების და სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფების(განყოფილებების), ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; დ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; ე) ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; ვ) მერისთვის რეკომენდაციების მომზადებას მერიის საქმიანობიდან გამომდინარე ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით; ზ) მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს. ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას. მუხლი 8🔗. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის მოხელის კლასის მინიჭების საკითხის მომზადებას; ბ) მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზს და შეფასებას; გ) მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა რეზერვის შექმნასა და რეზერვისტთა მიზნობრივ გამოყენებას; დ) მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა შეფასების  ჩატარების ორგანიზებას; ე) მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; ვ) მუნიციპალიტეტის  მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; ზ) მუნიციპალიტეტში  მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელ პიროვნებებზე შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, აღრიცხვას და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;   თ) მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა დისციპლინური გადაცდომის შესახებ საკითხების განხილვას და დისციპლინური ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას კანონით დადგენილი წესით; ი) მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოსამსახურეთა  ჯილდოებზე წარსადგენი დოკუმენტების მომზადებას. მოსამსახურეთა წახალისების შესახებ წინადადებების მომზადებას; კ) მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; ლ) ღია, დახურული და გამარტივებული კონკურსის სხდომის ოქმის წარმოებას და მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას. მუხლი 9🔗. ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება    ინფორმაციული  უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს: ა)   მერიაში მოქლაქეთა მიღებას და მათ საინფორმაციო მომსახურებას; ბ) მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის შესახებ მასალების გამოქვეყნებას, მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან; გ) მერიის სტრუქტურული ერთეულების, სტრუქტურული ერთეულის განყოფილებების და მერის  წარმომადგენლებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას და ხელმისაწვდომობას; დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 10🔗. მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება  მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება ა)  წარმართავს წარმომადგენლების  საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის კავშირს მერიასთან; გ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს წარმომადგენლების  საქმიანობას; დ) წარმომადგენელთა  ინფორმაციის საფუძველზე მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ე) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას; ვ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში  ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს მერს; ზ) კორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვას და მიზნობრივ გამოყენებას. მუხლი 11🔗. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები 1.  სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.