შპს „ფარსის“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/22823-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/ 22823-17

 

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების

წარმოებაში მიღების თაობაზე

 

2017 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

 განმცხადებელი: სსიპ ,,შემოსავლების სამსახური“

 

 მოთხოვნა: შპს ,,ფარსის“ მიმართ გადახდისუუნარობის

                     საქმის წარმოების დაწყება

 ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2017 წლის 20 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ფარსის“ წარმომადგენელმა ჯიმშერ ტყებუჩავამ და მოითხოვა შპს ,,ფარსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს ,,ფარსს” ერიცხება 31311,55 ლარის ოდენობის დავალიანება და საწარმოს არ გააჩნია ქონება. ასევე, სსიპ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს” და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობების მიხედვით , შპს ,,ფარსის“ სახელზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. ის ასევე არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. შესაბამისად, შპს ,,ფარსს” არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები, აგრეთვე მას არ გააჩნია არანაირი ქონება, რომლითაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის განჩინებით , განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე და განემარტა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანდა განცხადებას გადახდისუუნარობის შესახებ. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,ფარსის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

ზემოაღნიშნული განჩინება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 2017 წლის 1 აგვისტოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 30 აგვისტოს განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა, კანონით დადგენილ ვადაში და მოითხოვა შპს ,,ფარსის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და მისი, როგორც კრედიტორის, მოთხოვნის დაკმაყოფილება.

განმცხადებელმა განმარტა, რომ შპს ,,ფარსს“ სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის“ მიმართ ერიცხება საგადასახადო დავალიანება 31621.71 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს განჩინებით , სსიპ ,,შემოსავლების სამსახურს" დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის გამოსწორების მიზნით დაევალა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. სსიპ – შემოსავლების სამსახურს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადა.

2017 წლის 8 სექტემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ „შემოსავლების სამსახურმა“ და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორების მიზნით დადგენილი ვადის 14 დღით გაგრძელება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 სექტემბრის განჩინებით სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის" შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სსიპ ,,შემოსავლების სამსახურს'' სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 10 დღით.

2017 წლის 22 სექტემბერს სასამართლოს კვლავ განცხადებით მომართა სსიპ ,,შემოსავლების სამსახურმა“, მიუთითა, რომ მას ესაჭიროება დამატებითი დრო ხარვეზის გამოსასწორებლად და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორების მიზნით დადგენილი ვადის 14 დღით გაგრძელების თაობაზე. სასამართლომ დააკმაყოფილა განმცხადებლის შუამდგომლობა.

2017 წლის 19 ოქტომბერს სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ "შემოსავლების სამსახურმა" და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორების მიზნით დადგენილი ვადის 14 დღით გაგრძელება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით , სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სსიპ ,,შემოსავლების სამსახურს“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღით.

2017 წლის 9 ნოემბრის განცხადებით სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ წარმომადგენელმა შეავსო მითითებული ხარვეზი.

სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები და მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებული უნდა იქნეს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-14, მე-17, მე-19, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, და 29-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ განცხადება შპს „ფარსის“ (ს/კ 404501712) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

2. მეურვედ დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.

3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.

4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით.

5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

6. შეჩერდეს შპს „ფარსის“ მიმართ იძულებითი აღსრულება.

7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.

8. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 11 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომათა დარბაზში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).

9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.

10. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                  ლაშა ქოჩიაშვილი