📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის - არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.12.2017
ძალის დაკარგვა 19.03.2018
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016369
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 849 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.2017 მიღება
19.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის - არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №50 2017 წლის 6 დეკემბერი ქ. ცაგერი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ემუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 დეკემბრის  №66 დადგენილება. (www. matsne.gov.ge,   04/12/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016225) მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.   ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გუგავა დანართი №1 ცაგერის  მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის –   არქიტექტურისა და ზედამხედველობის  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მერიის  სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური 1. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის  სტრუქტურული ერთეულის– არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის  სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.   მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში – სამსახურის უფროსის), სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან (შემდგომ – განყოფილება)  და მოხელეებისაგან. 2. სამსახურის – სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფებია: ა) სივრცითი მოწყობისა და არქტურული სამშენებლო რეგულირების განყოფილება. ბ)არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე  ზედამხედველობის და ინპექტირების განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ახორციელებს  ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა (განყოფილების უფროსის) და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სტრუქტურული ერთეულის-სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას; გ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ზ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების და პროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; თ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; ი) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას. კ) მშენებლობის ნებართვის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერის ბძანებების შემუშავებას; ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას; მ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას. ნ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას; ო) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე; პ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; ჟ) მშენებლობის ნებართვის თაობაზე მუნჯიციპალიტეტის მერისთვის სამართლებრივი აქტების შემუშავებას; რ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას; ს) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას; ტ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურული სამშენებლო რეგულირების განყოფილების ფუნქციები სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურული სამშენებლო რეგულირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვა, უფლებრივ ზონირებას; გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ზ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქ მშენებლობის საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას. თ) მშენებლობის ნებართვის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებების შემუშავებას; ი) მშენებლობის ნებართვის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერისთვის სამართლებრივი აქტების შემუშავებას. მუხლი 5🔗. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე  ზედამხედველობისა და ინსპექტირების  განყოფილების ფუნქციები არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე  ზედამხედველობისა და ინსპექტირების  განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; ბ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას; დ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას; ე) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას; ვ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე; ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; თ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას; ი) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას; კ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.    მუხლი 6🔗. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.