📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებლებისდამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.12.2017
ძალის დაკარგვა 19.03.2018
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №51
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016370
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 774 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.2017 მიღება
19.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებლებისდამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №51 2017 წლის 6 დეკემბერი ქ. ცაგერი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 დეკემბრის №65 დადგენილება (www. matsne.gov.ge, 04/12/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016224) . მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გუგავა დანართი №1 ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის  სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მუნიციპალური ღონისძიებების პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის,  მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში – სამსახურის უფროსი), სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან (ტექსტში შემდგომ – განყოფილება)  და მოხელეებისაგან. 2. სამსახურის –    სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფებია: ა) განათლებისა, კულტურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილება; ბ) სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-12 მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.  უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერის დავალებით სამსახურის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. 5. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და მერიის დებულებით, მათი ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. 6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა, გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით,  „საჯარო სამსახურის შესახებ’’  საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების და კულტურის ღონისძიებების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სასწავლო დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას; გ) მუნიციპალური მუზეუმის, თეატრის, ბიბლიოთეკების, ძეგლთა დაცვისა და კულტურის სხვა დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას; დ) წინადადებების შემუშავებას სპორტის, განათლების და კულტურის დაწესებულებების რეორგანიზაციის საკითხებზე; ე) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; ვ) მუნიციპალური სპორტული, ახალგაზრდული და ტურიზმის დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას; ზ) მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას; თ) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას; ი) წინადადებების შემუშავებას გენდერული თანასწორობის საკითხებზე; კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. განათლების, კულტურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილება განათლების, კულტურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილება უზრუნველყოფს:        ა) ცაგერის მუნიციპალიტეტში განათლების და კულტურის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას; ბ) მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობას; გ) განათლების სფეროს დაწესებულებების ობიექტების რეაბილიტაციის და განვითარების მიზნით წინადადებების მომზადებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას; დ) კულტურის ობიექტების რეაბილიტაციის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით წინადადებების მომზადებას; ე) კულტურის განვითარების მიზნით საინვესტიციო წინადადებების მომზადებას და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას; ვ) კულტურის სფეროში მოღვაწე პირებისათვის საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი ჯილდოებზე წარდგენის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და წარდგენას კანონით დადგენილი წესით; ზ) გენდერული თანასწორობის საკითხებზე წინადადებების მომზადებას და ღონისძიებების გატარებას; თ) ქალთა უფლებების დაცვის ღონისძიებების გატარების ხელშეწყობას.            მუხლი 5🔗. სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფუნქციები. სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყუფილება  დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას; ბ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; გ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას. დ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას; ე) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.