ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.12.2017
ძალის დაკარგვა 19.03.2018
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016372
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა | ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 19.03.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.05.2015
დოკუმენტის ტექსტი
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №53
2017 წლის 6 დეკემბერი
ქ. ცაგერი
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის –
კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61 მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის –
კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 მაისის №29 დადგენილება (www. matsne.gov.ge, 02/06/2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016261)
.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გუგავა
დანართი №1
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის –
კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის –
კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვას და ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგულარული სამგზავრო გადაყვანების ორგანიზებას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოების კოორდინაციას, მუნიციპალური და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა-განთავსებას, ადგილობრივი გზების მოვლა-პატრონობას და შენახვის უზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებას და შესაბამისი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში –
სამსახურის უფროსი), პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის (შემდგომში –
სამსახურის უფროსის მოადგილე), სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან (შემდგომ –
განყოფილება) და მოხელეებისაგან.
2. სამსახურის – სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფებია:
ა) კეთილმოწყობის და კომუნალური მომსახურების განყოფილება;
ბ) ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება.
3.სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით, უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის მოვალეობას ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე.
4. სამსახურის უფროსის მოადგილეს, „საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
5. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას სამსახურის უფროსის არყოფნის დროს ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.
6. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებას და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
7. განყოფილება შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (განყოფილების უფროსი) და განყოფილების მოხელეებისაგან;
8. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით, განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
9. სამსახურის მოხელეების უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწეილობით.
10. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის –
ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების ობიექტების მოვლა-პატრონობას;
გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
დ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვას და ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
ე) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვის, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ვ) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური დასუფთავების და ნარჩნების გატანის საკითხებზე, ტერიტორიის დასუფთავების და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას;
თ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
ი) ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების დადგენის პროგრამებისა და პროექტების განხორციელებისას მოსახლეობის ჩართულობის ორგანიზებას;
კ) კანალიზაცია-წყალარინების ფუნქციების საკითხების გადაწყვეტისათვის წინადადებების მომზადება-შესრულების მონიტორინგს;
ლ) მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნას, მათი გადაწყვეტისათვის წინადადებების შემუშავებას;
მ) სოფლისა და დასახლებული უბნების წყალმომარაგების სისტემით უზრუნველყოფის საკითხზე წინადადებების შემუშავება-შესრულების კოორდინაციას;
ნ) ტექტონოგენური და სტიქიური პროცესების პირობებში მოსახლეობის დაცვას, მათ ევაკუაციას დროებითი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფას.
ო) მოწვეულ და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სტიქიის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვას და შესრულების კოორდინაციას;
პ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღებას;
ჟ) ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე საქმიანი ურთიერთობის ორგანიზებას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, წყალმომარაგების კომპანიასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და სხვა;
რ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შედგენის ორგანიზებას, მათი განხორციელებისა და განახლების კოორდინაციას და მათი შესრულების მიმდინარეობაზე მერისთვის ანალიტიკური ინფორმაციების მომზადებას;
ს) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები (განყოფილებები)
1. კეთილმოწყობის და კომუნალური მომსახურების განყოფილების ფუნქციებია:
ა) კეთილმოწყობის და კომუნალური მომსახურების განყოფილება შეიმუშავებს წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების და ნარჩენების გატანის საკითხებზე, კოორდინაციას უწევს მის შესრულებას;
ბ) ორგანიზებას უკეთებს ტერიტორიების გამწვანებისა და მწვანე ნარგაობის მოვლა-პატრონობის საკითხების გადაწყვეტის წინადადებების შემუშავებას და კოორდინაციას;
გ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამების და პროექტების მოწყობას და მიღებული პროგრამების შესრულებას;
დ) უზრუნველყოფს გარე განათების სწორ განთავსებას და ექსპლოატაციის საკითხების გადაწყვეტას;
ე) წინადადებებს შეიმუშავებს სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებში;
2. ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ფუნქციებია:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შექმნის, რეაბილიტაციის და განვითარების დაგეგმვის და მათი შემდგომი განახლების კოორდინაცია;
ბ) წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითრების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;
გ) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, საინჟინრო ნაგებობების შეკეთება-რეაბილიტაციის საკითხებზე წინადადებების მომზადება და მისი განყოფილების კოორდინაცია;
დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენა, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამისი ნებართვების გაცემა;
ე) მუნიციპალიტეტში კანალიზაცია-წყალარინების სისტემის უზრუნველყოფა, მოვლა-ექსპლოატაცია;
ვ) სოფლებში და დასახლებულ უბნებში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა, მოვლა-შენახვა და სწორი ექსპლოატაცია;
ზ) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-შენახვა;
თ) ტექტონოგენური და სტიქიური პროცესების პირობებში მოსახლეობის დაცვა, მათი ევაკუაცია და დროებითი საცხოვრებელი სადგომებით უზრუნველყოფა;
ი) დაზარალებული მოსახლეობის განსახლების თაობაზე მასალების მომზადება და შესაბამის სამინისტროში წარდგენა;
კ) მოწვეულ და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სტიქიის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება;
ლ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი განვითარების პროგრამების შედგენა-ორგანიზება და მათი განხორციელების კოორდინაცია და შესრულებაზე მერისთვის ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;
მ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 5🔗.
სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები
1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.