,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ “ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №59 |
|
2017 წლის 6 დეკემბერი ქ. ცაგერი |
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 15/11/2017წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016359) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 10. მერიის სტრუქტურული ერთეულები
1. მერიის სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სტრუქტურული ერთეულის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3. სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას უძღვება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი), რომელიც ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. მერიის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური;
დ) კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;
ე) განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
ვ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ზ) შიდა აუდიტის სამსახური;
თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
ი) არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური.
4. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.“
2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 11. მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები:
1. სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა, მერის წარმომადგენლეთან და აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.
2. სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.
3. სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, ზედამხედველობის უზრუნველყოფა, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა.
4. სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება. ტურიზმის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია.
5. სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია. მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად.
6. სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
7. სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვა, უფლებრივი ზონირება. დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავება. მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების და პროექტების მშენებლობის კოორდინაცია. არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციის და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება. მშენებლობის ნებართვის თაობაზე საკრებულოს თავჯდომარის სამართლებრივი აქტების შემუშავება.
8. სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება. მუნიციპალიტეტის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება, ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვა. უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადება და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა. წინადადების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე, ასევე პროექტების მომზადება სოციალურად დაუცველ (მ/შორის ვეტერანები, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული) პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათებისა და დახმარების თაობაზე.
9. სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვის შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობა; წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი.
10. მერიის სტრუქტურულ ერთეულში მისი დებულების შესაბამისად შეიძლება შეიქმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები – განყოფილებები.’’.
2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 12. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე (სამსახურის უფროსის მოადგილე)
1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს სამსახურის უფროსის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე ანგარიშვალდებულია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.”.
3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 12. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი)
1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი(სამსახურის უფროსი):
ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის (განყოფილების) საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს დასამტკიცებლად წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამუშაო გეგმებს;
დ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმისწარმოებას;
თ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას;
ი) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთეულის მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;
კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი) ანგარიშვალდებულია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|