ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში 2017 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის საკითხებთან დაკავშირებით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშს 2017 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის საკითხებთან დაკავშირებით.
1. 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 21 განცხადება. გაცემულ საჯარო ინფორმაციაზე შესწორების შესახებ არ შემოსულა არცერთი განცხადება.
2. ინფორმაციის მთლიანად დაკმაყოფილების შესახებ მიღებულია 21 გადაწყვეტილება. საჯარო ინფორმაციის გაცემა ხორციელდება განსაზღვრული პასუხისმგებელი პირის, საკრებულოს აპარატის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში) ნონა მთიულიშვილის მიერ.
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წელს არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ.
4. პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა არ განხორციელებულა.
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში არ მომხდარა საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევა.
6. საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემაზე უარის თქმა არ მომხდარა, შესაბამისად საკრებულოს მიერ გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდას ადგილი არ ჰქონია.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი