ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში შემოსული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ 2017 წლის ანგარიშს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე:
● 2017 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 96 განცხადება;
● საჯარო ინფორმაცია სრულად იქნა დაკმაყოფილებული 85 შემთხვევაში;
● საჯარო ინფორმაცია ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11 შემთხვევაში;
● საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადება 3 შემთხვევაში დაუბრუნდა განმცხადებელს, განცხადების სრულყოფილად შევსების მიზნით;
● საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, გასაჩივრების არცერთი შემთხვევა არ შემოსულა;
● საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში არ შემოსულა განცხადება;
● 2017 წლის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინფორმაციის დამუშავება და გაცემა ხდებოდა ელექტრონული ფორმით, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად;
● საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ პერსონალური მონაცემების გაცემის თაობაზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა;
● საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნის დარღვევის ფაქტი და დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა 2017 წლის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში არ დაფიქსირებულა.
2017 წლის 10 იანვრიდან დღემდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი „მერიის საზოგადოებრივი ურთიერთობისა და საინფორმაციო საკითხებში“ დოდო სამყურაშვილი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი