⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.09.2020)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.12.2017
ძალის დაკარგვა 01.09.2020
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016257
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 606 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.2017 მიღება
01.09.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №36 2017 წლის 6 დეკემბერი ქ. ტყიბული ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე საქართველოს კანონის  „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 25 დეკემბრის №55 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 26/12/2014., 010250050.35.125.016144) მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 4🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია კობახიძე დანართი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური)არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სტრუქტურული ერთეული საქმიანობას  წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 4. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი. მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამის შემუშავება და განხორციელება; ბ) თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან; გ) უსახლკაროთა რეგისტრაცია შემოსული განცხადებების საფუძველზე; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ომის ვეტერანებისათვის სოციალური დახმარების თაობაზე წინადადების შემუშავება; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები/რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, აგრეთვე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სოციალური შეღავათების დაწესებისა და დახმარებების გაცემის თაობაზე წინადადების შემუშავება; ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე; ზ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სტატისტიკური მონაცემების წარმოება კატეგორიების გათვალისწინებით (მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ. პირები და ა.შ.) შესაბამისი სამსახურების ჩართულობითა და სოციალური დახმარებების თაობაზე წინადადებების შემუშავებით; თ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემებში დანერგილი სიახლეების შესახებ მასობრივი ინფორმაციისა და სხვა საშუალებების გამოყენებით; ი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სტრუქტურული ერთეული შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის, მესამე რანგის პირველი კატეგორიისა და მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტებისაგან. მუხლი 4🔗. სამსახურის ხელმძღვანელი ა) მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და მერს წარუდგენს სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციურ განაწილებასა და სამუშაო გეგმას; გ) განსაზღვრავს სამსახურის მომსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს. მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; დ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ; ე) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე; ვ) სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ახორციელებს მერის ბრძანებით მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი. მუხლი 5🔗. სამსახურის განყოფილება და განყოფილების უფროსის ფუნქციები მეორადი სტრუქტურული ერთეული დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; ბ) სოციალური დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვა; გ)მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; დ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მიერ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; ე) ანაწილებს დავალებებს, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით და სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ვ) განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე; ზ) განყოფილების უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში მოვალეობას ახორციელებს მერის ბრძანებით სამსახურის ერთ-ერთი მოსამსახურე. მუხლი 6🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1.სამსახურს უფლება აქვს: ა) თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების შესახებ – აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ – კომპეტენციის ფარგლებში. 2) სამსახური ვალდებულია: ა)გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები. უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება. გ) ანგარიში წარუდგინოს მუნიციპალიტეტის მერს თავისი საქმიანობის შესახებ.