შპს „ალგეთი პირველის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/6735-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/6735-17

 

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

2017 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი – მარიამ ხიდაშელი

განმცხადებელი (მოვალე) შპს ,,ალგეთი პირველი)

(საიდენტიფიკაციო კოდი 234224568)

დირექტორი – ვაჟა ღოღელიანი

გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ

კრედიტორები: 1. შპს „კუმისი XX1“

                               წარმომადგენელი – მაკა კეშელავა

            2. სს „პროკრედიტ ბანკი“

                               წარმომადგენელი – მუხრან დიდმანიძე

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება

 

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და

 

გამოარკვია:

2017 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ალგეთი პირველის” დირექტორმა ვაჟა ღოღელიანმა და მოითხოვა შპს „ალგეთი პირველის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო და კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2017 წლის 2 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით შპს „ალგეთი პირველის“ მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო.

2017 წლის 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლელა ხაციკიდუმ, რომელმაც შპს „ალგეთი პირველის“ გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკვაშირებით წარმოადგინა საბოლოო ანგარიში. ამავე მომართვიდან გაკოტრების მმართველმა მოითხოვა შპს „ალგეთი პირველის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.

2017 წლის 04 დეკემბერს 10:30 სთ-ზე დანიშნულ კრედიტორთა კრებაზე, გაკოტრების მმართველის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლელა ხაციკიდუმ წარმოადგინა შპს ,,ალგეთი პირველის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოკვლეული იქნა შპს „ალგეთი პირველის “ ქონება, საიდანაც დადგინდა რომ საწარმოს უძრავი ქონება არ გააჩნია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შპს „ალგეთი პირველის“ (ს/ნ 234224568) სახელზე დარეგისტრირებულია 2 სატრანსპორტო საშუალება, ამათგან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს განკარგულებით შპს „ალგეთი პირველის“ (ს/ნ 234224568) სახელზე რიცხული FORD TRANZIT სანომრე ნიშნით VHV243 გაყიდული იქნა აუქციონზე. დღეის მდგომარეობით ავტომობილი FORD TRANZIT შპს „ალგეთი პირველის“ სახელზე ირიცხება, რადგან არ მომხდარა სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა. რაც შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებას · მოდელი: IVECO DAILY; სატვირთო ფურგონი; ნომერი: ILI-741; შეფასებულ იქნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ და მისი საბაზრო ღირებულება შეადგენს 250 ლარს. კომპანიას არ აქვს დადებითი ნაშთი არც ერთ საბანკო დაწესებულებაში და არ აქვს დებიტორული მოთხოვნები სხვა ფიზიკური თუ იურიდიული კომპანიების მიმართ.

მოვალის მიერ მოწოდებული ინფორმაციით შპს „ალგეთი პირველი“ ფლობს 100% წილს შპს „ალგეთი დისტრიბუციაში“ (ს/კ 206338774), რომელიც სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის საფუძველზე შეფასებულ იქნა სსიპ – ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის მიერ, შეფასების დასკვნის მიხედვით ქონებას საბაზრო ღირებულება არ გააჩნია.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა აღნიშნული ქონების რეალიზაცია საჯარო აუქციონზე. სადაც ქონება გაიყიდა ერთიანი კომპლექსის სახით, ქონების სრულად რეალიზაციიდან ამოღებულმა თანხამ შეადგინა 150 ლარი. აქედან 18% რაც შეადგენს 22,88 ლარს გადარიცხულ იქნა დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში. დარჩენილმა თანხამ შეადგინა 127,12 ლარი.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მომსახურების საფასური წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას.

ვინაიდან, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის 5000 ლარით, შპს ,,ალგეთი პირველის“ კუთვნილი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა - 127.12 ლარი უნდა გადაირიცხოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე.

ვინაიდან აღნიშნულმა თანხამ სრულად ვერ დაფარა პირველი რიგის კრედიტორის სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ (როგორც მეურვისა და გაკოტრების მმართველის) მოთხოვნა – რომელიც ჯამში შეადგენს 5000 ლარს, პირველი რიგის კრედიტორის – სსიპ ”აღსრულების ეროვნული ბიუროს” დაუკმაყოფილებელ მოთხოვნად დარჩა 4872.88 ლარი. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა კმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. შესაბამისად, ვინაიდან თანხა სრულად ვერ ფარავს წინა რიგის კრედიტორის მოთხოვნებს, შემდგომი რიგის კრედიტორთა მოთხოვნების თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილება შეუძლებელია. აღნიშნულის შესაბამისად, დაუკმაყოფილებელი რჩება როგორც მე-6 რიგის კრედიტორის – შპს ,,კუმისი XXI“- ის მოთხოვნა – 15564.60 ლარი, ასევე მე-7 რიგის კრედიტორის: სს „პროკრედიტ ბანკის“ მოთხოვნაც - 436 910.86 ლარის ოდენობით.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა გაკოტრების მმართველს ა და კრედიტორს, მიაჩნია , შპს „ალგეთი პირველის“ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს .

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7–9-ე, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დასრულდეს შპს „ალგეთი პირველის“ გაკოტრების საქმის წარმო ება (იურიდიული მისამართი: საქართველო, მარნეული, ალგეთის საკრებულო, სოფ. ლომთაგორი (ს/კ: 234224568) და კომპანია გამოცხადდეს გაკოტრებულად;

2. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს დაევალოს შპს „ალგეთი პირველის“ რეგისტრაციის გაუქმება, (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”, განთავსდეს სასამართლოს ვებგვერდზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                         თამარ ბურჯანაძე