„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.165.016281
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2017 წლის 6 დეკემბერი

ქ. საგარეჯო

 

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/07/2014, 010260020.35.165.016137).

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“

2. დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი



                                                                                                                    დანართი 

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულება
ეს დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ შესაბამისად განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის (ტექსტში შემდგომ – მერია ) სტრუქტურას , მერიის თანამდებობის პირების და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და მუშაობის ორგანიზაციას .

 

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მერია

1. მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება , რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას .

2. მერია შედგება მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტუქტურული ერთეულებისაგან .

მუხლი 2. მერიის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები

1. მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის , ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპის ქარტიის , „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ საქართველოს ორგანული კანონის , მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად .

2. მერიის თანამდებობის პირები , სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების , საჯაროობის და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით .

მუხლი 3. ადმინისტრაციული წარმოების ენა

მერიაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე .

მუხლი 31. მერიის ბეჭედი , შტამპი და ბლანკი

1. მერიას აქვს საკუთარი გერბით და დასახელებით შედგენილი ბეჭედი , შტამპი და ბლანკი , დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშები ხაზინასა და ბანკში .

2. მერიის ცალკეული უფლებამოსილებიდან გამომდინარე , მისი სტრუქტურული ერთეულებისათვის შესაძლებელია დამატებით დაიშვას ერთი ან რამდენიმე ბეჭედი და შტამპი , აგრეთვე ბლანკი , რომელთა არსებობა , აღწერილობა და გამოყენების წესი განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების ) დებულებით (დებულებებით ).

მუხლი 4. მერიის ადგილსამყოფელი

მერიის ადგილსამყოფელია : ქ . საგარეჯო , დავით აღმაშენებლის ქ . №9.

 

თავი II

მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები

მუხლი 5. მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები

1. მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან :

ა ) მერი ;

ბ ) მერის პირველი მოადგილე ;

გ ) მერის მოადგილე ;

დ ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი .

2. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით ) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს .

3. მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების უფლებამოსილება , არჩევა -გადაყენების , დანიშვნა -გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით , „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით და ამ დებულებით .

მუხლი 6. მუნიციპალიტეტის მერი

1. მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი . მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის , საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად .

2. მერი აირჩევა 4 წლის ვადით , პირდაპირი არჩევნებით , საყოველთაო , თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე , ფარული კენჭისყრით , საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ დადგენილი წესით . მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან , რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც .

3. მერი :

ა ) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში :

ა .ა ) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას ;

ა .ბ ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებას და მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს ;

ა .გ ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს ;

ა .დ ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს ;

ა .ე ) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს , დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ ;

ა .ვ .) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას , გარდა ამ პუნქტის „ა .ა “−„ა .გ “, „ბ .ა “−„ბ .გ “, „დ .კ “, „ე .ვ “ და „ე .ზ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა , აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა , რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს ; ახდენს მერის /მერიის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით /უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში .

ა .ზ ) იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ;

ა .თ ) მერი ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს , აგრეთვე მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ;

ბ ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში :

ბ .ა ) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც , მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ , აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს ;

ბ .ბ ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “ შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების პროექტებს ;

ბ .გ ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით , საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი , უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს ;

ბ .დ ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების აღსრულებას ;

გ ) საფინანსო -საბიუჯეტო სფეროში :

გ .ა ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს ; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ;

გ .ბ ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ;

გ .გ ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად , საკრებულოს მიერ დადგენილი წესით , მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ ;

გ .დ ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების , ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს ;

გ .ე ) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით ;

გ .ვ ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს ; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ;

დ ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში :

დ .ა ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით “ და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ ;

დ .ბ ) მერი საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების , რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ ; ამ კანონის შესაბამისად , კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ ; მეწარმე იურიდიული პირის წილის /აქციების შეძენის შესახებ ;

დ .გ ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “ გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით , პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ ;

დ .დ ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით , პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს ;

დ .ე ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის /სარგებლობის უფლებით მიმღების /მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული /დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი ;

დ .ვ ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან /და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების ) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი , გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა ;

დ .ზ ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “ შესაბამისად , საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების გასხვისების შესახებ ;

დ .თ ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა -პატრონობას , მშენებლობას , რეკონსტრუქციასა და აღდგენას ;

დ .ი ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას ;

დ .კ ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე ;

დ .ლ ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე ;

ე ) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში :

ე .ა ) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს ;

ე .ბ )წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას , მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს , მათ შორის , რწმუნებებს (მინდობილობებს ), გარდა საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით “ გათვალისწინებული შემთხვევებისა ;

ე .გ ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ - ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების , სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას , საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას ;

ე .დ ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს ;

ე .ე ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს ;

ე .ვ ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად , შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს ;

ე .ვ 1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან /და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის , შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ) მიზნით ქმნის კომისიებს , რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით /უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან /და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ;

ე .ზ ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს ;

ე .თ ) უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “ მე -16 და მე -17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონით , საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით ;

ე .ი ) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით “, მერიის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს ;

ე .კ ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის , აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს , თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის მერის წარმომადგენელი .

4. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი . მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით .

5. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია , წელიწადში ერთხელ მაინც , არაუგვიანეს 1 ნოემბრისა , მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყოს საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომჩევლებთან და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ , ანგარიშის განხილვისას უპასუხოს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს .

მუხლი 7. მერის პირველი მოადგილე

მერის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი . მერის პირველი მოადგილე ასრულებს მერის მოვალეობებს მერის არყოფნისას , მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და /ან გადაყენებისას .

მუხლი 8. მერის მოადგილე (მოადგილეები )

1. მერის მოადგილე (მოადგილეები ) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს მერის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს ), ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას , მერიის დებულების შესაბამისად , თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს .

2. მერის მოადგილე ანგარიშვალდებულია მერის წინაშე .

3. მერის მოადგილეს (მოადგილეებს ) ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .

მუხლი 9. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .

2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი :

ა ) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის ;

ბ ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს ;

გ ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების , დისციპლინური პასუხისმგებლობის , შვებულების , სამსახურებრივი მივლინების , კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ ;

დ ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს , ფორმებსა და მეთოდებს ; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს ;

ე ) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს , წინადადებებს , დასკვნებსა და რეკომენდაციებს ;

ვ ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ;

ზ ) მერიის დებულების შესაბამისად , თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს ;

თ ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე .

3. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი .

4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის , აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით .

 

თავი III

მერიის სტრუქტურა

მუხლი 10. მერიის სტრუქტურული აგებულება

1. მერია შედგება მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულებისაგან .

2. მერიის სტრუქტურული ერთეულები - მერიის სამსახურები იქმნება (უქმდება ) და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით . მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით , რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო .

3. მერიის სამსახური , სამსახურის დებულების შესაბამისად , ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად – განყოფილებებად .

მუხლი 11. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია :

ა ) გომბორის ადმინისტრაციულ ერთეული , მოიცავს : გომბორი , რუსიანი , ვერონა , ვაშლიანი , ასკილაური .

ბ ) უჯარმის ადმინისტრაციულ ერთეული , მოიცავს : უჯარმა , პალდო , მუხროვანი .

გ ) კოჭბაანის ადმინისტრაციულ ერთეული , მოიცავს : კოჭბაანი , ოთარაანი , სასადილო , გორანა , ბოტკო , ხინჭები , იკვლივ გორანა .

დ ) ხაშმი .

ე ) პატარძეული .

ვ ) წყაროსთავი .

ზ ) ნინოწმინდა .

თ ) ქალაქი საგარეჯო .

ი ) გიორგიწმინდის ადმინისტრაციულ ერთეული , მოიცავს : გიორგიწმინდა , ანთოკი , მარიამჯვარი , ქვემო სამგორი .

კ ) თოხლიაური .

ლ ) სათაფლე .

მ ) მანავის ადმინისტრაციულ ერთეული , მოიცავს : მანავი , ზემო ბურდიანი .

ნ ) დიდი ჩაილური .

ო ) პატარა ჩაილური .

პ ) კაკაბეთი .

ჟ ) ვერხვიანი .

რ ) ყანდაურის ადმინისტრაციულ ერთეული , მოიცავს : ქვემო ყანდაურა , ზემო ყანდაურა .

ს ) ბადიაური .

ტ ) მზისგული .

უ ) შიბლიანი .

ფ ) იორმუღანლოს ადმინისტრაციულ ერთეული , მოიცავს : მუღანლო , ქეშალო .

ქ ) დუზაგრამის ადმინისტრაციულ ერთეული , მოიცავს : პალდო , წიწმატიანი , დუზაგრამა .

ღ ) ლამბალოს ადმინისტრაციულ ერთეული , მოიცავს : ზემო ლამბალო , ქვემო ლამბალო .

ყ ) თულარის ადმინისტრაციულ ერთეული , მოიცავს : კაზლარი , თულარი .

შ ) უდაბნო .

მუხლი 12. მერიის სამსახურები

1. მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული , რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას , აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით - საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს .

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის , ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად .

3.სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი . სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე .

4. მერიის სამსახურებია :

ა ) ადმინისტრაციული სამსახური , რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები :

ა .ა ) მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება ;

ა .ბ ) საზოგადოებასთან ურთიერთობის , საინფორმაციო , ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილება ;

ბ ) საფინანსო -საბიუჯეტო , ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური , რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები :

ბ .ა ) საფინანსო -საბიუჯეტო და სამეურნეო განყოფილება ;

 ბ .ბ ) ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა განყოფილება ;

ბ .გ ) შესყიდვების განყოფილება .

გ ) ქონების მართვის , ეკონომიკური განვითარების , სტატისტიკის , ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური , რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები :

გ .ა ) ქონების მართვის , ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება ;

გ .ბ ) ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება .

დ ) იურიდიული სამსახური ;

ე ) შიდა აუდიტის სამსახური ;

ვ ) ზედამხედველობის სამსახური ;

ზ ) სამხედრო აღრიცხვის , გაწვევის და მობილიზაციის სამსახური ;

თ ) განათლების , კულტურის , ძეგლთა დაცვის , სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური ;

5. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით , რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს , საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით .

მუხლი 13. მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები

1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია :

 მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა , მერის საქმისწარმოების , საკადრო საკითხთა ადამიანური რესურსების მართვის , მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის , აგრეთვე , მერის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა .

2. საფინანსო -საბიუჯეტო , ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია :

თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების , მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება -დასაბუთების , მიღებული ბიუჯეტის შესრულების , საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი , მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა , საბუღალტრო , შესყიდვების , მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფა , აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება ; ჯანმრთელობის , სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება ; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა .

3. ქონების მართვის , ეკონომიკური განვითარების , სტატისტიკის , ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია :

მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების , მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია , მუნიციპალიტეტის სივრცით -ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების , მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების , მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა , სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება -დამუშავება , მუნიციპალიტეტის ქონების მართვა .

4. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია :

ზედამხედველობის განხორციელება მშენებარე შენობა - ნაგებობების , წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე , მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ -სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე ; გარე რეკლამის განთავსებაზე , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე , გარე ვაჭრობაზე ; მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე ; მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე .

5. განათლების , კულტურის , ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : 

მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების , განათლების , კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა . წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ; ადგილობრივი თვითმყოფადობის , შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება ;

6. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია :

 მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის , ფინანსების მართვის გაუმჯობესების , სახსრების , სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების , მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა , მართვის პროცედურების მწარმოებლურობის , სამართლებრივი , ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია ; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება , ორგანიზაციული სტრუქტურის , მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად , ეკონომიურად , ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად .

7. სამხედრო აღრიცხვის , გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია :

სამხედრო აღრიცხვის , გაწვევის და მობილიზაციის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა .

8. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას ; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას , საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას , საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას .

9. მერიის სტრუქტურულ ერთეულში , მისი დებულების შესაბამისად , შეიძლება შეიქმნას განყოფილებები .

 

თავი IV

მერიის საჯარო მოსამსახურეები

მუხლი 14. სამსახურის განყოფილების უფროსი

1. სამსახურის განყოფილების უფროსს ,,საჯარო სამსახურის შესახებ " კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .

2. სამსახურის განყოფილების უფროსი :

ა ) წარმართავს განყოფილების საქმიანობას ;

ბ ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას ;

გ ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს ;

დ ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის , უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას ;

ე ) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ ;

ვ ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ ;

ზ ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას ;

თ ) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას , შრომის დისციპლინას ;

ი ) უზუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას , შრომის დისციპლინას . დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას , სამსახურის უფროსს წარუდგენ წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების , წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ ;

კ ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით , ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს .

3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე .

მუხლი 15. მერის წარმომადგენელი

1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე , რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .

2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში . მერის წარმომადგენელის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს მერი .

3. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი .

4. მერის წარმომადგენელი :

ა ) მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ ;

ბ ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას ;

გ ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას ;

დ ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას ;

ე ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე უზრუნველყოფს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის , პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის და კანონით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემას , გარდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა .

ვ ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის , მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის , დასახლებების ქუჩების , მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ ;

ზ ) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ;

თ ) „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების “ მე -6 მუხლის მე -3 პუნქტის „ა .ვ “ პუნქტის შესაბამისად , „სამოქალაქო აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის 23-ე , 71-ე და 72-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში , თავი საქმიანობას ახორციელებს მუნიციპალიტეტისთვი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში .

მუხლი 16. მერის წარმომადგენლის მიერ ბეჭდის გამოყენების წესის შესახებ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს უფლება აქვს სამსახურებრივი ბეჭედი გამოიყენოს დანიშნულებისამებრ . კერძოდ , დაამოწმოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ ბრძანებით დამტკიცებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ ცნობა ; ასევე პირის ან /და პირთა კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობა , გარდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ “ ორგანული კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა .

17. მერიის მოხელე , შტატგარეშე მოსამსახურე , დამხმარე მოსამსახურე

1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა :

ა ) მერიის მოხელე , რომელიც დანიშნულია მერიის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ;

ბ ) მერიის შტატგარეშე მოსამსახურე , რომელიც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად ;

გ ) დამხმარე მოსამსახურე , რომელიც ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში დამხარე , ტექნიკური სამუშაოს შესასრულებლად .

2. მერიის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურის უფლება -მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით . მერიის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს მერი .

მუხლი 18.მერიის მოხელის ზოგადი უფლება -მოვალეობები

1. მერიის მოხელის უფლება -მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ " კანონის შესაბამისად ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით .

2. მერიის მოხელეს უფლება აქვს :

ა ) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები , ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით ;

ბ ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიი ხელმძღვანელობისაგან სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციული ერთეულებისაგან , აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან ;

გ ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად , საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება , მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით ;

დ ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს , საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები ;

ე ) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება ;

ვ ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება ;

ზ ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით ;

თ ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება ;

ი ) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს ;

კ ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე , რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას , გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ;

ლ ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო , პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები ;

მ ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები ;

ნ ) ისარგებლოს ყოველწლიური 30-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით ;

ო ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით .

3. მერიის მოხელე მოვალეა :

ა ) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად ;

ბ ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები ;

გ ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე ;

დ ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი ;

ე ) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები ;

ვ ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები ;

ზ ) დადგენილი პერიოდულობით და წესით , აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ ;

თ ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას , არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება ;

ი ) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის , დადგენილი პერიოდულობითა და წესით გაიაროს ატესტაცია ;

კ ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები .

მუხლი 19. მერიის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია ) და საკვალიფიკაციო მოთხოვნა

1. მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყოველი დანიშვნითი თანამდებობისათვის დგება სამუშაოთა აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნა .

2. სამუშაოთა აღწერილობით განისაზღვრება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირის საქმიანობის სფერო , სამსახურებრივი ფუნქციები და უფლება -მოვალეობები .

3. საკვალიფიკაციო მოთხოვნით განისაზღვრება თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაცია , სამუშაო სტაჟი , განათლება , ცოდნა და უნარ -ჩვევები . საკვალიფიკაციო მოთხოვნა შედგება მინიმალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან . მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა საერთოა მერიის ყოველი საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს მერიაში თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ ცოდნასა და უნარ -ჩვევებს . დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა წესდება თითოეული საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციას , სამუშაო სტაჟს , აგრეთვე დამატებით ცოდნასა და უნარ -ჩვევებს .

4. მერის პირველი მოადგილის , მოადგილეებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა სამუშაოთა აღწერილობებს განსაზღვრავს და ამტკიცებს , მერი , ხოლო მერიის სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობებს ადგენს შესაბამისის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მის წარდგინებით ამტკიცებს მერი .

5. მერიის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით .

 

თავი V

მერიის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლა

მუხლი 20. მერიაში ვაკანსიის გახსნა

1. მერიის მოხელის ვაკანსია გახსნილად მიიჩნევა :

ა ) მერიის საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის ) დამტკიცების მომდევნო დღიდან ;

ბ ) მერიის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან , თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე ;

გ ) თუ თანამდებობაზე , რომელიც უნდა შეივსოს კონკურსის საფუძველზე , პირი დანიშნულია კონკურსის გარეშე .

2. ვაკანსია უნდა შეივსოს , როგორც წესი , არა უგვიანეს გახსნიდან 3 თვის ვადაში .

3. ვაკანსიის შევსებამდე შტატით გათვალისწინებული თანამდებობრივი მოვალეობის შესრულება მერის ბრძანების შესაბამისად დაეკისრება :

ა ) მერის პირველი მოადგილის ან მოადგილის ვაკანსიის შემთხვევაში – მერის ერთ -ერთ მოადგილეს , ხოლო თუ მერის მოადგილის თანამდებობაც ვაკანტურია – მერიის ერთ -ერთ სამსახურის უფროსს ;

ბ ) სამსახურის უფროსის ვაკანსიის შემთხვევაში – სამსახურის ერთ -ერთ განყოფილების უფროსს , ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სამსახურის ერთ -ერთ მოხელეს ;

გ ) სამსახურის უფროსის და უმცროსი საჯარო თანამდებობის ვაკანსიის შემთხვევაში – სამსახურის უფროსის წარდგინებით და ამ სამსახურის ერთ -ერთ მოხელეს .

მუხლი 21. მერიის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის ზოგადი წესი

1. მერიის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე , რომელიც აკმაყოფილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ " საქართველოს კანონის მე -19 მუხლებით დადგენილ და შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს .

2. მერიის მოხელე თანამდებობაზე ინიშნება :

ა ) კონკურსის წესით ;

ბ ) უკონკურსოდ , ამ დებულების მე -20 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში .

3. გადაწყვეტილებას მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე (გარდა მერიის თანამდებობის პირების ვაკანსიისა ) კონკურსის გამოცხადების ან ვაკანსიის უკონკურსოდ შევსების შესახებ მუნიციპალიტეტის საკონკურსო -საატესტაციო კომისიასთან კონსულტაციის საფუძველზე , ვაკანსიის გახსნიდან არა უგვიანეს 14 დღის ვადაში იღებს მერი .

4. ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულმა კანდიდატმა დანიშვნამდე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში უნდა წარადგინოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ " საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი დოკუმენტები .

მუხლი 22. მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა უკონკურსოდ

მერიის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობაზე პირი უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით ან გამოსაცდელი ვადის გარეშე :

ა ) სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში ;

ბ ) სამსახურებრივი გადაყვანისას ;

გ ) არა უმეტეს 3 თვის ვადით დროებით მოვალეობის შემსრულებლად .

მუხლი 23. მერიის მოხელეთა ატესტაცია

1. მერიის მოხელე სამ წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას .

2.ატესტაციას ატარებს მუნიციპალიტეტის საკონკურსო -საატესტაციო კომისია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის “ შესაბამისად .

მუხლი 24. სამსახურებრივი დაწინაურება

1. მერიაში გახსნილი ვაკანსიის დასაკავებლად კონკურსი არ ცხადდება , თუ საკონკურსო -საატესტაციო კომისიის მიერ წამოყენებულია დასაწინაურებელი მოხელე .

2. მერიის მოხელე საკუთარი წერილობითი თანხმობით დაწინაურდება მერიაში გახსნილ ვაკანსიაზე , თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს :

ა ) წარმატებით აიმაღლა კვალიფიკაცია და ატესტაციის შედეგების თანახმად , აკმაყოფილებს უფრო მაღალი თანამდებობისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ;

ბ ) უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში დაკავებულ თანამდებობაზე მისი საქმიანობა იმსახურებს მაღალ შეფასებას .

3. მოხელე არ შეიძლება დაწინაურდეს დისციპლინარული პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში , აგრეთვე თუ დაკავებულ თანამდებობაზე საქმიანობისას მიღებული აქვს ზემდგომი ხელმძღვანელისაგან უარყოფითი შეფასება .

4. ერთ თანამდებობაზე რამდენიმე დასაწინაურებელი მოხელის წარდგენისას თანამდებობაზე დაინიშნება ის მოხელე , რომელსაც ატესტაციის შედეგებით ან დაკავებულ თანამდებობაზე საქმიანობისას მიღებული აქვს უფრო მაღალი შეფასება .

მუხლი 25. სამსახურებრივი გადაყვანა

1. სამსახურებრივ გადაყვანად მიიჩნევა მოხელის დანიშვნა იმავე ან უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე .

2. მერიაში გახნილი ვაკანსია მერის გადაწყვეტილებით შეიძლება შევსებულ იქნეს სამსახურებრივი გადაყვანის შედეგად , თუ არ არსებობს ამ ვაკანსიის თანამდებობრივი დაწინაურებით დაკავების საფუძველი .

3. უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე მოხელის გადაყვანა (სამსახურებრივი დაქვეითება ) დაიშვება მერის გადაწყვეტილებით , თუ :

ა ) საკონკურსო -საატესტაციო კომისიის დასკვნით მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას ;

ბ ) მოხელე დაკავებულ თანამდებობაზე საქმიანობისას რეგულარულად იმსახურებს დაბალ შეფასებას .

მუხლი 26. სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა

მერიის საჯარო მოსამსახურეთა , გარდა მერიის თანამდებობის პირების , სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები და წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის 88-92-ე და 95-107-ე მუხლებით .

 

თავი VI

მერიის მუშაობის ორგანიზაცია

მუხლი 27. მერიის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები

1. მერიის ადმინისტრაციული წარმოება არის მოქმედი კანონმდებლობით , ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობა , რომლის მიზნებია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე :

ა ) საკრებულოსა და მერიის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა ;

ბ ) მერიის სამართლებრივი აქტის მომზადება , გამოცემა და აღსრულება ;

გ ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება , დადება ან გაუქმება ;

დ ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მომზადება ;

ე ) ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა ;

ვ ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხების მოწესრიგება .

2. მერიის ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ", ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით , მოქმედი კანონმდებლობით , ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა ნორმატიული აქტებით .

მუხლი 28. მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები

მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში :

ა ) მერის ვალდებულება შეიმუშავოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი ;

ბ ) მერის ვალდებულება უზრუნველყოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის აღსრულება ;

გ ) მერის ვალდებულება გამოსცეს ბრძანება ;

დ ) მერის უფლებამოსილი მოხელის ვალდებულება შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ;

ე ) დაინტერესებული პირის განცხადება ;

ვ ) კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა საფუძვლის არსებობა .

მუხლი 29. მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადები

1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მერიის ადმინისტრაციული წარმოება უნდა დასრულდეს , როგორც წესი , განცხადების რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში . თუ საქმე განსაკუთრებით რთული კატეგორიისაა და მოითხოვს დამატებით შესწავლას , ადმინისტრაციული წარმოების ვადა შეიძლება გაგრძელდეს მერის წერილობითი დავალების საფუძველზე , არა უმეტეს ერთი თვით .

2. მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადა , გარდა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისა , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება მერიის და მუნიციპალური სამსახურების სამუშაო გეგმებით , აგრეთვე მერის დავალებებით .

მუხლი 30. მერიის დოკუმენტები და მათი გაფორმების სტანდარტები

1. მერიაში ადმინისტრაციული წარმოებისას გამოყენებული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელით ".

2. მერიის საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტების სახეებისა და მათი გაფორმების სტანდარტების შესაბამისობას ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის " მოთხოვნებთან უზრუნველყოფს საქმისწარმოების განყოფილება .

მუხლი 31. საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების გაცემის წესი

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის ; პირისან /და პირთა კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი . ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით .

2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები .

მუხლი 32. მერიის საქმისწარმოების ინსტრუქცია

1. მერიის ადმინისტრაციულ წარმოებაში დოკუმენტების მიღების , აღრიცხვის , მომზადების , გაფორმების ,მოძრაობის , შესრულებაზე კონტროლის განხორციელების , შენახვისა და გამოყენების პროცედურები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციით ".

2. მერიის საქმისწარმოებაში ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციის " მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახური .

მუხლი 33. მერიის შინაგანაწესი

1. მერიის შინაგანაწესით განისაზღვრება :

ა ) სამუშაო დროს დასაწყისი და დასასრული ;

ბ ) დღის განმავლობაში შესვენების დრო ;

გ ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში , აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი ;

დ ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის

ე ) ხელფასის გაცემის დრო , ფორმა და ადგილი ;

ვ ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები ;

ზ ) საოფისე ტექნიკითა და სხვა მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესები ;

თ ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი .

2. შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს მერი .

3. მერი ვალდებულია სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით ), აგრეთვე უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობა .

მუხლი 34. მერიის , მუნიციპალური სამსახურის სამუშაო გეგმები

1. მერია თავის საქმიანობას წარმართავს მერის და მერიის სამსახურების სამუშაო გეგმების საფუძველზე . სამუშაო გეგმა წარმოადგენს ორგანიზაციულ დოკუმენტს , რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება განსახორიელებელ სამუშაოთა ნუსხა და სამუშაოთა შესრულების ვადები .

2. ყოველი სამუშაო გეგმა დგება დასაგეგმი პერიოდისათვის . მერიის დასაგეგმი პერიოდებია - 6 თვე და ერთი წელი . მუნიციპალური სამსახურის და ადმინისტრაციული ერთეულების დასაგეგმი პერიოდებია ერთი თვე , კვარტალი და წელიწადი .

3. მერიის ექვსთვიან და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც ამტკიცებს მერი .

4. მერიის სამსახურის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს მერის სამუშაო გეგმას და მერის დავალებებს . სამსახურის ყოველთვიურ , კვარტალურ და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც შეიმუშავებს სამსახურის ხელმძღვანელი და დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც ამტკიცებს მერი .

5. სამუშაო გეგმით დაუგეგმავი სამუშაოს შესრულება დაიშვება მხოლოდ მერის წერილობითი დავალების შემთხვევებში , აგრეთვე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისას .

6. სამუშაო გეგმების შესრულების კონტროლს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეშვეობით ახორციელებს მერი .

მუხლი 35. მოხელის სამუშაო გეგმა

1. მოხელის სამუშაო გეგმა მზადდება შესაბამისი სამსახურის უფროსის დავალებით .

2. მოხელის დასაგეგმი პერიოდია ერთი თვე . მოხელის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი სამსახურის სამუშაო გეგმას , მოხელის სამუშაოთა აღწერილობას და სამსახურის უფროსის დავალებებს .

3. მოხელის სამუშაო გეგმას შეიმუშავებს მოხელე და ამტკიცებს შესაბამისი სამსახურის უფროსი .

4. მოხელის სამუშაო გეგმის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს შესაბამისი სამსახურის უფროსი .

მუხლი 36. ანგარიშგება

1. ანგარიშგება მერიაში ხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას ან უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის ) მოთხოვნისას , ამ მუხლის მე -3 პუნქტით დადგენილ ვადებში წერილობითი ანგარიშის წარდგენით .

2. წერილობითი ანგარიში უნდა შედგეს ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული დარგობრივი ტაბელის " მოთხოვნათა შესაბამისად .

3. მერის საანგარიშგებო პერიოდებია - 6 თვე და ერთი წელი . მუნიციპალური სამსახურის , სამსახურის განყოფილების და ადმინისტრაციული ერთეულის საანგარიშგებო პერიოდებია ერთი თვე , კვარტალი და წელიწადი . მუნიციპალური სამსახურის მოხელის საანგარიშგებო პერიოდია ერთი თვე .

4. ანგარიშის წარდგენა ხორციელდება შემდეგ ვადებში :

ა ) მერის ანგარიში საკრებულოს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან საკრებულოს მოთხოვნიდან არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში ;

ბ ) სამსახურის ანგარიში მერს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან მერის მოთხოვნიდან არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში .

გ ) განყოფილების ანგარიში სამსახურის უფროსს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ან მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში ;

დ ) მერიის სამსახურის მოხელის ყოველთვიური ანგარიში ზემდგომ თანამდებობის პირს წარდეგინება ყოველი მომდევნო თვის პირველ პარასკევს , აგრეთვე თუ ამას წერილობითი დავალება ითვალისწინებს , დავალების შესრულებისთანავე , თუ დავალებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული .

5. თუ ანგარიშში მითითებული სამუშაო უკავშირდება მუნიციპალიტეტის სახსრების მიღება -გამოყენებას , მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება - გამოყენების კანონიერება , მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში ).

6. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს შესრულებული სამუშაოს და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები .

7. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი და პროცედურა განსაზღვრულია ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით ".

მუხლი 37. საქმიანობის შეფასება

1. მოხელის ყოველთვიურ ანგარიშს აფასებს ზემდგომი თანამდებობის პირი , რომელიც განიხილავს მოხელის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს , შენიშვნებსა და დავალებებს , აგრეთვე უფლებამოსილია მიმართოს სამსახურის უფროსს მოხელის წახალისების ან მისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ . ყოველთვიური შეფასების საფუძველზე ზემდგომი თანამდებობის პირი ადგენს მოხელის ყოველწლიური შეფასების ფურცელს , რომელიც შეიტანება მოხელის პირად საქმეში . ყოველწლიური შეფასების ფურცელი წარმოადგენს ატესტაციაზე მოხელის შეფასების ერთ -ერთ საფუძველს .

2. განყოფილების საქმიანობას აფასებს მუნიციპალური სამსახურის უფროსი , რომელიც განიხილავს განყოფილების უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს , შენიშვნებსა და დავალებებს .

3. მერიის სამსახურის საქმიანობას აფასებს მერი , რომელიც განიხილავს სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს , შენიშვნებსა და დავალებებს .

4. მერიის საქმიანობას აფასებს საკრებულო . მერის ანგარიშს საკრებულოში წარადგენს მერი . მერის ანგარიში განიხილება და შეფასდება საკრებულოს მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით .

მუხლი 38. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერის საქმიანობაში

1. მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის , ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ", მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია :

ა ) მერის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ;

ბ ) მოქალაქეთა ინფორმირებულობა მერის საქმიანობის შესახებ ;

გ ) მოქალაქეთა მონაწილეობა მერის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ;

დ ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა ;

ე ) ლობისტური საქმიანობა .

2. „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“განსაზღვრული წესით მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის კანცელარიის უფროსი .

3. მერის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებ -გვერდი , რომლის დებულებასაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო , აგრეთვე საკრებულოს მიერ დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი ". მუნიციპალიტეტის ვებ -გვერდზე , აგრეთვე საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უნდა გამოქვეყნდეს :

ა ) მერიის სამართლებრივი აქტები ;

ბ ) ინფორმაცია მერიის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის , მერის თანამდებობის პირების შესახებ ;

გ ) მერის , მერიის სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა , მათი საქმიანობის მარეგულირებელი აქტები (დებულება , შინაგანაწესი , ადმინისტრაციული ერთეულის მისამართი );

დ ) მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების მისამართი , ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი , საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი , ელექტრონული ფოსტის მისამართი , ფაქსის ნომერი , ცხელი ხაზის ნომერი ;

ე ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების ) სახელი , გვარი , თანამდებობა , სამსახურის ელექტრონული ფოსტა , სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები ; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები ;

ვ ) ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები /ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ ;

ზ ) მერიაში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი ;

თ ) მერიაში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით , აგრეთვე გენდერულ ჭრილში ;

ი ) მერის სამუშაო გეგმები და ანგარიშები ;

კ ) ცნობები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეების შესახებ ;

ლ ) მერიაში შემუშავებული საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტები ;

მ ) მერიაში შემოსული წინადადებები , დასკვნები და რეკომენდაციები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე ;

ნ ) ინფორმაცია მერის კომპეტენციებში შემავალ საზოგადოებრივ მომსახურეობათა შესახებ ;

ო ) ინფორმაცია მუნიციპალური შესყიდვების შესახებ (მიმწოდებლის , შესყიდვის ობიექტის , შესყიდვის საშუალების , ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით );

პ ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ ;

 ჟ ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ ;

რ ) მუნიციპალური პროგრამები , ინფორმაცია მათი განხორციელების თაობაზე ;

ს ) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტი , ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების შესახებ ;

ტ ) სხვა საჯარო ინფორმაცია .

მუხლი 39. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო

1. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო .

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების , არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები . ამ კანონის შესაბამისად , სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი . სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით .

2. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს . სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის , თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა .

3. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი , მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები , მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები , აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების პროექტები , ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები . მერის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით , რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი .

4. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმით . სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ .

მუხლი 40. საერთო კრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება

1. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია და საერთო კრების დღის წესრიგი ქვეყნდება ან /და საჯაროდ ცხადდება ან /და ქვეყნდება პროაქტიულად .

2. საერთო კრების დღის წესრიგის და მოწვევის თარიღის , დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ან /და საჯაროდ ცხადდება ან /და ქვეყნდება პროაქტიულად ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში .

3. საერთო კრების სხდომის ოქმი საჯარო გაცნობისთვის ქვეყნდება მუნიციპალიტეტის მერისთვის მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში .

4. დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე უნდა გამოქვეყნდეს შესაბამის დასახლებულ პუნქტში საერთო კრებისთვის მისი გაგზავნიდან არაუგვიანეს მეორე დღისა .

5. ამ მუხლის პირველ და მე -4 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის მერის ან /და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის /მუნიციპალური სამსახურის მიერ , მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში , სპეციალურად საჯარო განცხადებებისთვის განკუთვნილ ადგილას და შესაბამის დასახლებულ პუნქტში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე , ასევე ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში , რომელიც გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე , მუნიციპალიტეტის ვებგვერდსა და სხვა ინტერნეტრესურსების გამოყენებით , რომლის მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი .

6. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას , მათ შორის , ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას , უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერია და საინიციატივო ჯგუფი , აგრეთვე , საერთო კრების რჩეული (არსებობის შემთხვევაში ).

მუხლი 41. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მერის უფლებამოსილება

დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილებას განეკუთვნება :

ა ) დასახლების საერთო კრების რჩეულის არჩევნების ბიულეტენის ფორმის დაამტკიცება ;

ბ ) ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება ;

გ ) საერთო კრების უფლებამოსილების დასადგენად , საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ამომრჩეველთა საარჩევნო სიის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის აღრიცხვა ;

დ ) მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით საერთო კრებების ორგანიზებაზე ან /და რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის (სტრუქტურული ერთეულის ) განსაზღვრა ;

ე ) მუნიციპალიტეტის მერი საინიციატივო ჯგუფის , ან რჩეულის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე , აგრეთვე , საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში , დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში , გამოსცემს ბრძანებას საერთო კრების ჩატარებისთვის საჭირო ორგანიზაციული და მატერიალურ -ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ .

მუხლი 42. მერის სტრუქტურული ერთულის უფლებამოსილება

დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში ყველა პროცედურულ საკითხზე რეაგირებას ახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური .

 

თავი VII

მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები

მუხლი 43. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები

1. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია :

ა ) მერის ბრძანება ;

ბ ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება ;

გ ) მერის მოადგილის ბრძანება ;

დ ) მერის სამსახურის უფროსის ბრძანება ;

ე ) მერიის დებულების მე -6 მუხლის მე -3 პუნქტის „ე .ვ 1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიები , კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში , უფლებამოსილი არიან , გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი – განკარგულება ;

1) მერიის მოხელე მერის დებულების მე -6 მუხლის მე -3 პუნქტის „ა .ვ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი – ბრძანება .

2. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები , როგორც წესი გამოიცემა წერილობით . გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის , დანაშაულის , ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დისციპლინარული გადაცდომის აღსაკვეთად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად . ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში .

3. მერიის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები , გარდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და იმ ბრძანებებისა , რომლებიც შეეხება 50-ზე მეტი პირის უფლება -მოვალეობებს , ძალაშია დადგენილი წესით გაცნობისთანავე .

4. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი , აგრეთვე ის ბრძანება , რომელიც 50-ზე მეტი პირის უფლება -მოვალეობებს შეეხება , ძალაშია გამოქვეყნებისთანავე , თუ შესაბამისი აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი .

5. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები , რომელთა ამოქმედებისათვის აუცილებელია გამოქვეყნება , ქვეყნდება ამ დებულებით დადგენილი წესით .

მუხლი 44. მერიის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გასაჩივრება

1. მუნიციპალიტეტის ორგანოების , თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების , აგრეთვე მერიის დებულების მე -6 მუხლის მე -3 პუნქტის ე .ვ 1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში ამ კანონითა და საქართველოს სხვა კანონებით დადგენილი წესით .

2. მერიის თანამდებობის პირის (გარდა მუნიციპალიტეტის მერისა ) და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტები საჩივრდება მერთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით .

3. თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს , მერიის თანამდებობის პირის ან სხვა მოხელის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს ან /და საქართველოს კანონმდებლობას , საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ . ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი , ხოლო აღმასრულებელ ორგანოს /მერიას / − მერის მიერ განსაზღვრული პირი .

 

თავი VIII

მერიის რეორგანიზაციის წესი

მუხლი 45. მერიის რეორგანიზაცია

1. მერიის რეორგანიზაცია არის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა , რომლებიც ერთდროულად შეეხება ორ ან მეტ მუნიციპალურ სამსახურს ან ადმინისტრაციულ ერთეულს . რეორგანიზაცია ხორციელდება აგრეთვე მუნიციპალური სამსახურის (ადმინისტრაციული ერთეულის ) ლიკვიდაციის შემთხვევაში .

2. რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება მერიის დებულებაში ცვლილებების შეტანისა და მერის რეორგანიზაციის შესახებ , რომლითაც განისაზღვრება :

ა ) მერიის რეორგანიზებული სტრუქტურა ;

ბ ) რეორგანიზაციის განხორციელების ვადა , რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს ;

გ ) რეორგანიზაციის გეგმა , რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს ;

დ ) რეორგანიზაციის პროცესში მერის საქმიანობის რეჟიმი .

3. რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებები განხორციელების ვადების მითითებით :

ა ) მერიის მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების , აგრეთვე ატესტაციის (კონკურსის ) ჩატარების შესახებ ;

ბ ) სალიკვიდაციო ღონისძიებები , თუ რეორგანიზაცია გულისხმობს სტრუქტურული ერთეულის გაუქმებას ;

გ ) რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება ;

დ ) მერიის საშტატო ნუსხაში და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების , სამუშაოთა აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება ;

ე ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ატესტაციებისა და კონკურსების საორგანიზაციო ღონისძიებები ;

ვ ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები .

მუხლი 46. მერიის სამსახურის რეორგანიზაცია

1. მერიის სამსახურის რეორგანიზაცია არის სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული და /ან ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა , რომლებიც არ შეეხება მერიის რომელიმე სხვა სამსახურს .

2. მერიის სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება სამსახურის დებულებაში (თუ ცვლილება შეეხება სამსახურის სახელწოდებას - აგრეთვე ამ დებულებაში ) ცვლილებების შეტანის და სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ , რომლითაც განისაზღვრება :

ა ) სამსახურის რეორგანიზებული სტრუქტურა და ფუნქციები ;

ბ ) რეორგანიზაციის ვადა განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად .

გ ) რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმა ;

დ ) რეორგანიზაციის რეჟიმში სამსახურის საქმიანობის წესი .